x
image
natia.a
10 საიდუმლოებით მოცული წყალქვეშა ნაგებობა - ის, რასაც დღემდე ვერავინ ხსნის
თუ თვლით, რომ დედამიწაზე უკვე აღარაფერია დარჩენილი, რაც გაგაკვირვებთ, გირჩევთ ჩაიხედოთ წყალქვეშ... უცნაური და რთული ნაგებობები, რომელთა ნახვაც იქ შეგიძლიათ, ერთადერთ შეკითხვას ბადებს: "რისთვის?"


სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ იდუმალი ნაგებობების დიდი ნაწილი თავიდან მიწაზე იქნა აგებული და მხოლოდ შემდეგ ჩაეშვა ოკეანის სიღრმეში, თუმცა ამით მათ ირგვლივ არსებული იდუმალება სულაც არ შემცირებულა.

1. იონაგუნი (ტაივანი)


image

იონაგუნი - კუნძული იაპონიის ზღვაში, რომელზეც საუკუნეების მანძილზე მეთევზეების დასახლებები იყო განლაგებული. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდა ერთ-ერთ მყვინთავს, როცა შემთხვევით, კუნძულის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, არც თუ ისე დიდ სიღრმეში, უძველესი კლდოვანი წარმონაქმნები აღმოაჩინა. აღმოჩენას ადგილი ჰქონდა 1985 წელს და მას მაშინვე უწოდეს "იონოგუნის მონუმენტი". მეცნიერების დასკვნით ტერასები, საფეხურები და ბოძები უბრალო ეროზიის საფუძველზე იქნა წარმოქმნილი, მარამ შემდეგ ყველაფერი ადამიანის ხელმა განავითარა. ადამიანმა დაამუშავა ცალკეული მეგალიტები, მისცა მათ ქანდაკების ფორმები და საკუთარ საჭიროებებსაც მოარგო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მეცნიერთა მტკიცებით, ეს ყველაფერი ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე ათასწლეულს მიეკუთვნება.

2. დვარაკა (ინდოეთი)


image

უკანასკნელი საუკუნეების მიჯნაზე წყალქვეშა არქეოლოგებმა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა გააკეთეს - ძველი წყალქვეშა ქალაქი, რომელიც მიწისძვრის შედეგად ჩაიძირა წყალში. დვარაკა - უძველესი მითიური დასახლება ჩვენს ერამდე 7 500 წლით თარიღდება. ეს უზარმაზრი ქალაქია, რომელიც რამდენიმე მილზეა გადაჭიმული და შედგება გეომეტრიულად უკიდურესაც სწორად განლაგებული ქუჩებით, ქვის სახლებით, სასახლეებითა და ტაძრებით. აღნიშნულმა აღმოჩენამ თითქმის გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში და თითქმის სამჯერ გაზარდა დედამიწაზე პირველი ქალაქური დასახლების ასაკი.

3. ბიმინი როადი (ბაჰამა)



image

ქვის მოზრდილი ფირფიტებისგან შექმნილი გზა აღმოჩნდა ზღვის ფსკერზე, კუნძულ ბიმინის მახლობლად. ნაგებობა იწყება თავად კუნძულზე და ჩადის პირდაპირ ზღვაში. ათასობით მართკუთხა ბლოკი დაწყობილია იმგვარად, რომ მათ ქვეშ ადამიანებს შეეძლოთ გავლა - დააახლოებით 800 მეტრის მანძილზე. ზოგიერთი არქეოლოგი აღნიშნულ ნაგებობას კედელს უწოდებს, რადგან ქვების პირველი რიგის მიღმა აღმოჩნდა მეორე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნაგებობა, სავარაუდოდ, ერთ დროს მაღალი იყო. "ზღვაში ჩამავალი გზის" დანიშნნულება დღემდე უცნობია. ნაგებობის ასაკი კი მინიმუმ 15 ათას წელს შეადგენს.

4. უძველესი სამარხი (ისრაელი)


image

უცნაური ნაგებობა იქნა აღმოჩენილი გალილეის ზღვაში, 2003 წელს. ეს არის უამრავი ქვის გროვა, რომელსაც 10 მეტრის სიმაღლის და 70 მეტრის დიამეტრის მთის ფორმა აქვს. დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი რისთვის გამოიყენებოდა ასეთი მასშტაბური ნაგებობა. თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო უძველესი სამარხი. ბაზალტის ქვების მასა, რომლითაც იგი შედგება, დაახლოებით 60 000 ტონას იწონის. ეს ამ ტიპის ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც წყალქვეშ აღმოჩნდა. სამარხის ასაკი 12 ათასი წლით არის განსაზღვრული.

5. პირამიდები (კუბა)


image

კუბის სანაპიროებთან პირამიდები 2001 წელს იქნა აღმოჩენილი. სწორად აგებული პირამიდულ და სწორკუთხოვან ნაგებობებს მიაგნეს ზღვის ფსკერის 600-750 მეტრის სიღრმეზე სკანირების დროს. სამწუხაროდ, სწორედ ნაგებობის მდებარეობა უშლის ხელს მის დეტალურად შესწავლას, ამიტომ აღმოჩენის მთავარი ნაწილი - რა არის ეს და როგორ მოხვდა ზღვის ფსკერზე - ჯერ კიდევ წინ არის. ერთადერთი სარწმუნო ფაქტი, რისი დადგენაც შესაძლებელია გახდა, არის პირამიდების ასაკი - ისინი ვერაფრით ვერ მოხვდებოდა წყალქვეშ ძვ. წელთაღრიცხვის 50 000 წელზე ადრე.

6. ქვის ქანდაკება (კანადა)


image

უნიკალური აღმოჩენებით ოკეანეებისა და ზღვების გარდა ტბებმაც შეიძლება გაგვაოცოს. 2005 წელს კანადაში, მაკდონალდის ტბის ფსკერზე უცნაური ქანდაკება აღმოაჩინეს: ბრტყელი ქვა, რომელიც შვიდ ქვაზე იდო და დიდ კლდოვან წარმონაქმნზე იყო განთავსებული. ზედა ნაწილის წონა, მეცნიერების გათვლით, არანაკლებ 450 კილოგრამია, ქვედა ნაწილი კი, დაახლეობით, ერთ ტონას იწონის. ვინ და რისთვის ააშენა ეს ნაგებობა, ჯერ ისევ უცნობია.

7. წყლის სტოუნჰენჯი (აშშ)


image

მიჩიგანის ტბაში (აშშ) მდებარეობს კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ტბების ფსკერზე ბევრი საინტერესო აღმოჩენა შეიძლება იმალებოდეს. ქვის ბოძებისგან შემდგარ ნაგებობას "წყლის სტოუნჰენჯიც" კი უწოდეს. არავინ იცის როგორ მოხვდა მოცემული ნაგებობა ამ ადგილზე. ინტრიგას აძლიერებს მასტოდონტის უძველესი გამოსახულება, რომელიც ერთ-ერთ ქვაზეა დატანილი.

8. ჰერაკლიონი (ხმელთაშუა ზღვა)


image


ჰერაკლიონი – უძველესი ქალაქი, რომელიც სრულიად მისტიურად აღმოჩნდა ხმელთაშუა ზღვაში დაახლოებით ათასწლეულის წინ. ქვის ნაგებობა თითქმის სრულიად ხელუხლებლად იქნა ნაპოვნი 46 მეტრის სიღრმეზე. მეცნიერებს, რომლებიც ადრე იმაზე კამათობდნენ, საერთოდ არსებობდა თუ არა ჰერაკლიონი, ახლა შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ შეისწავლონ ქვიშაში მშვენივრად შენახული ნაგებობები, არტეფაქტები და ხომალდების ნარჩენები. თუმცა ვერც ერთი მკვლევარი ჯერ-ჯერობით ვერ ამბობს როგორ აღმოჩნდა წყალში მთელი ქალაქი.

9. კლეოპატრას სასახლე (ეგვიპტე)


image

კლეოპატრას სასახლე წყალქვეშ ჩიძირა მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით 1 500 წლის წინ. აქ შეხვდებით შესანიშნავად შენახულ ქანდაკებებსა და მონუმენტურ რელიგიურ ნაგებობებს. არქეოლოგები ამტკიცებენ, რომ აქვე ახლოს არის თავად კლეოპატრას სამარხიც.

10 პორტ-როიალი (იამაიკა)


image

დაახლოებით 500 წლის წინ, გეოკატაკლიზმის შედეგად წყალში ჩაიძირა პორტ-როიალი - თავის დროზე ცნობილი მეკობრეთა დასახლება იამაიკაზე. ხალხის აზრით, ქალაქი განადგურდა იმის გამო, რომ იგი საშინელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანებით იყო დასახლებული. სახლებთან ერთად წყლის ქვეშ მოექცა დაახლოებით 2 500 ადამიანი.

2
2506
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2506
  
2018, 10 ივნისი, 11:38
ორი ანლაიქი აქვს ამ სტატიას.. გასაგიჟებელია :დდდ ვინ ქნა ეს სიგიჟე? ამ სტატიის ანლაიქი როგორ შეიძლება?
2016, 6 ოქტომბერი, 10:56
ინტერესით აღსავსე ჯადოსნური სტატიააა
0 1 2