x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
შეამოწმეთ თქვენი ინტელექტი- რამდენად კარგად იცით საქართველოს წარსული?
კაცობრიობის განვითარება - დაწყებული ნეანდარტანელიდან, თანამედროვე - მოაზროვნე ადამიანის ჩამოყალიბებამდე, საკმაოდ დიდ, თითქმის „თვალუწვდენელ“ პერიოდს მოიცავს. ადამიანის წინაპარი თავის ემოციებს თუ საქმიანობის დეტალებს პრიმიტიულად, გამოქვაბულის კედლებზე ხატვით გადმოსცემდა. ხოლო რაც უფრო ვითარდებოდა ის, მით უფრო იხვეწებოდა და რთულდებოდა გადმოცემის ტექნიკა და მეთოდები, საბოლოოდ კი კალამი და ფურცელი უნივერსალური გადმოცემის საშუალებად ჩამოყალიბდა. ადამიანებმა დაიწყეს თავისი საქმიანობის, ყოველდღიურობის, იმ ბუნებრივი მოვლენების აღწერა, რაც მათ ემოციას იწვევდა - შიშს ან აღტაცებას გვრიდა. ასე დაიწყო პირველი ფაქტების და მოვლენების აღწერა, რომლებიც დღეისათვის, უმნიშვნელოვანეს და ასევე სადავო საკითხს წარმოადგენს ისტორიის რაობის შესწავლის საკითხში მსოფლიოს გამოჩენილ მკვლევართა შორის. სადავო ხდება არა მარტო უხსოვარი დროის შესწავლა-გადმოცემა და ჩვენამდე მოღწეული ფაქტები, არამედ თითქმის „ჩვენს თვალწინ“ მომხდარი და განვლილი უახლესი ისტორია.


მაშასადამე, ისტორია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოების განვითარებას.


image

მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს თავისი წარსული და ისტორია. არსებული დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე კი რატომღაც დაკარგა ფასი წიგნმა და კითხვამ, ამიტომ ძალიან ბევრმა ჩვენგანმა არ იცის საქართველოს ისტორია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი სტატია დამეთმო სწორედ ამ საკითხვისთვის და გამომეცადა და ამავდროულად ამემაღლებინა თქვენი ინტელექტი. საინტერესოა, ამ თხუთმეტიდან რამდენ კითხვას გასცემთ სწორად პასუხს?




1. ვინ დააარსა იბერია?


ა) დავით აღმაშენებელი.

ბ) ფარნავაზ I.

გ) ვახტანგ გორგასალი.

დ) არ არის ცნობილი.




2. ვინ დააარსა ქალაქი თბილისი?


ა) ვახტანგ გორგასალი.

ბ) დავით მე-III კურაპალატი.

გ) ბაგრატ მე-III.

დ) არ არის ცნობილი.




3. რა ეწოდებოდა საქართველოში არაბთა მიერ დასმულ მოხელეს?


ა) სპასპეტი.

ბ) სულთანი.

გ) ამირა.

დ) ხალიფა.




4. რომელ წელს დაიწყო დიდი თურქობა?


ა) 985

ბ) 1001

გ) 1080

დ) 1121




5. ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთაც ეწოდებოდათ "მონა-სპა"?


ა) მონები და ტყვეები.

ბ) დაქირავებული არმია.

გ) ჩამოსახლებული მოსახლეობა.

დ) მეფის პირადი გვარდია.




6. რომელ წელს მოხდა "დიდგორის ბრძოლა"?


ა) 1099

ბ) 1105

გ) 1112

დ) 1121




7. სად არის შემონახული შოთა რუსთაველის ფრესკა?


ა) სვეტიცხოვლის ტაძარი, მცხეთა.

ბ) სამების ტაძარი, თბილისი.

გ) ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია, რუსთავი.

დ) ჯვრის მონასტერი, იერუსალიმი.




8. რამდენჯერ შემოესია თემურ-ლენგი საქართველოს?


ა) 6

ბ) 7

გ) 8

დ) არ არის ცნობილი.




9. რატომ მოჰკვეთა თავი შაჰ-აბას პირველმა პაატა სააკაძეს?


ა) პაატამ აჯანყება მოაწყო შაჰ-აბასის წინააღმდეგ.

ბ) პაატამ უარი განაცხადა რელიგიის შეცვლაზე.

გ) გიორგი სააკაძემ უარი განაცხადა რელიგიის შეცვლაზე, რის გამოც შაჰ-აბასმა მას ვაჟი მოუკლა.

დ) გიორგი სააკაძემ აჯანყება მოაწყო შაჰ-აბასის წინააღმდეგ, რის გამოც მან ვაჟი მოუკლა.




10. ვინ იხსნა სიკვდილისგან დიდგვაროვნები 1246 წლის კოხტასთავის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ?


ა) ბეშქენ ოპიზარი.

ბ) ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

გ) ცოტნე დადიანი.

დ) გიორგი მაზნიაშვილი.




11. ვინ დააარსა პირველი ქართული სტამბა?


ა) ილია ჭავჭავაძე.

ბ) ნიკო ნიკოლაძე.

გ) პეტრე მელიქიშვილი.

დ) ვახტანგ მე-VI.




12. რომელ წელს დაარსდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი?


ა) 1905

ბ) 1916

გ) 1918

დ) 1922




13. რომელ წელს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა?


ა) 1918 წლის 26 მაისი.

ბ) 1928 წლის 12 მაისი.

გ) 1935 წლის 9 აპრილი

დ) 1942 წლის 8 აგვისტო.




14. ვინ იყო კონსტანტინე ლესელიძე?


ა) გამოჩენილი ქართველი მწერალი.

ბ) ქართული კინომატოგრაფიის დამფუძნებელი.

გ) მხატვარი, ხელოვანი.

დ) გენერალ-პოლკოვნიკი.




15. ვინ იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი?


ა) ნოე ჟორდანია.

ბ) ზვიად გამსახურდია.

გ) ედუარდ შევარდნაძე.

დ) მიხეილ სააკაშვილი.




ეხლა კი იხილეთ სწორი პასუხები:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

P.S. რამდენი სწორი პასუხი გაქვს?


მომზადებულია facts.ge-ს მიხედვით

27
5014
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
5014
  
2018, 2 აპრილი, 21:57
მზად მაქვს 2 ტესტი, ნათი :* ხვალ დავდებ სავარაუდოდ, ეს დღეები არ მეცალა და ნახე აუცილებლად :* (მემგონი, ისინი, შედარებით რთულია)
2018, 2 აპრილი, 20:38
ცოტა გაგვირთულეთ :) მიყვარს ისტორია , მაგრამ მარტივი იყო ::)
2018, 30 მარტი, 18:38
14 ვუპასუხე უნივერსიტეტის დაარსებაზე გავიჭედე :)
2016, 12 ოქტომბერი, 16:59
13 კითხვას სწორად ვუპასუხე ))
2016, 10 ოქტომბერი, 12:45
გაიხარე ალექს ;)
2016, 10 ოქტომბერი, 12:31
ძალიან მაგარიიყო მაკაააა..მადლობაა
2016, 9 ოქტომბერი, 16:34
დიდი მადლობა და გავითვალისწინებ რჩევას.
2016, 9 ოქტომბერი, 16:05
კომენტარებიდანაც ჩანს ძალიან კარგი სტატიაა, საინტერესო. ბევრი დადეთ მსგავსი სტატიები, სადაც ადამიანს მსჯელობა და ჯანსაღი კამათისა თუ მსჯელობის საშუალება ექნება. მოვიწონე და გავაზიარე :-))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10