x
image
ციცი
Mediator image
"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვაკეთებ განცხადებას ჩემი არჩევანის შესახებ... ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს ჭაობსა და ჩვენი შვილების მომავალს შორის!"

image
ქართველი პოლიტიკოსი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია სოციალური ქსელით, არჩევნებამდე რამდენიმე დღისთ ადრე განცხადებას აკეთებს, თუ რომელ პარტიას უჭერს მხარს:


"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვაკეთებ განცხადებას ჩემი არჩევანის შესახებ პირველ რიგში მათ გასაგონად, ვისაც გადაწყვეტილი აქვს 8 იქტომბერს სახლში დარჩენა ან არჩევნებზე მისვლა და ყველას გადახაზვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია და მეორეც, მე თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ მეც ასე არ მოვქცეულიყავი.
არსებული პოლიტიკური სპექტრი შედგება სამი დიდი ნაწილისგან:
1. ხელისუფლება – "ოცნება"
2. ყოფილი ხელისუფლება – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
3. ე.წ. მესამე ძალის პრეტენზიის მქონე დაჯგუფებები.
მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ამ არჩევნებს ორი ფავორიტი ყავს: "ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ამას აჩვენებს ყველა მხარის მიერ ჩატარებული ე.წ. სოციოლოგიური კვლევები.
ე.წ. მესამე ძალის პრეტენზიის მქონე პარტიები ან არასაკმარისად დამოუკიდებლები არიან დღევანდელი ხელისუფლებისგან, ან იმდენად სუსტი რომ ამ ხელისუფლების დამარცხების არანაირი შანსი არა აქვთ.
ჩემთვის, რომელმაც ეს 14 წელი ორივე ხელისუფლების მხრიდან მძიმე წნეხის პირობებში გავატარე, ჩემი სიმართლეებით და შეცდომებით და საკუთარ თავზე ვნახე ამ წლების განმავლობაში ბევრი უკანონობა და უსამართლობა, გაცილებით კომფორტული იქნებოდა ხმა მიმეცა რეალური მესამე ძალისთვის, რომელიც არ იქნებოდა დღევანდელ ხელისუფლებაზე დამოკიდებული, ექნებოდა ის პროგრამა და რეფორმები ამ ჭაობიდან ამოსასვლელად, რაც ჰქონდათ ნაციონალებს და იმავდროულად არ იქნებოდა იმ შეცდომებთან და დანაშაულებებთან ასოცირებული, რაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ ეს მე პირადად შემეხო.
ასეთი მესამე ძალა არ არსებობს დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში და თუ რატომ, აქ მოკლედ და ამ სამი წლის განმავლობაში ხშირად ამიხსნია.
მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, დღეს პოლიტიკურ მოედანზე ორი ძირითადი მოთამაშეა – დღევანდელი არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ქარიზმატული, გავლენიანი პოლიტიკური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომლის რიტორიკა წინანდელისგან განსხვავებით აშკარად შეცვლილია და მთლიანად გამორიცხავს ქვეყნის შურისძიების რეჟიმში ცხოვრების გაგრძელებას.
მოკლედ გვაქვს ის მოცემულობა რაც გვაქვს და ამას ვერსად გავექცევით.
ჩემი ბიოგრაფიის ადამიანისთვის, ისევე როგორც ძალიან ბევრი თქვენგანისთვის, ასეთ ვითარებაში ბევრად მარტივი იქნებოდა 8 ოქტომბერს სახლში დარჩენა, ან მისვლა და ყველას გადახაზვა, და ალბათ ასეც მოვიქცეოდი, რომ არა ერთი გარემოება:
ჩვენ 8 ოქტომბერს პარტიებს შორის კი არ ვაკეთებთ არჩევანს, არამედ ჭაობსა და მომავალს შორის! ეს მომავალი კი ჩვენი შვილებისაა და არა რომელიმე პოლიტიკური ლიდერის ან პარტიის!
სწორედ ამიტომ, მე ვიღებ ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილებას და მიუხედავად ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვისა;
მიუხედავად იმისა რომ მაჟორიტარი კანდიდატებიდან და პარტიული სიიდან ყველა არ მომწონს და ბევრ სხვას ვისურვებდი რომ ამ სიაში დამენახა,
მიუხედავად იმ შეცდომებისა და დანაშაულებებისა (სხვა ხელისუფლებების მსგავსად), რაც პირადად მეც და ჩემ ახლობლებსაც შეგვეხო;
და კიდევ ბევრი რამის მიუხედავად...:
იმიტომ რომ მე არჩევანი ჭაობსა და ჩემი შვილების მომავალს შორის უნდა გავაკეთო;
იმიტომ რომ მე ჩემი შვილები უფრო მიყვარს, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი:
სახლში ვერ დავრჩები, ვერც ყველას გადავხაზავ, ანუ ვერ ვიქნები პილატე და ხელს ვერ დავიბან...
და ამ ყველაფრის მიუხედავად ხმას მივცემ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", როგორც არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ერთადერთ ძალას, რომელსაც მომავლის რეფორმები აქვს, რომელსაც უმძიმეს შეცდომებთან ერთად უდიდესი გამოცდილება აქვს ხელისუფლებაში და ოპოზიციაში ყოფნის, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით პროფესიონალები ჰყავს და რომელსაც აქვს გონიერება (ასევე სხვებისგან განსხვავებით), რომ ადრე დაშვებული შეცდომები არ გაიმეოროს!
მე, როგორც არა ნაცი ან რომელიმე სხვა პარტიის წევრი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, შემოვხაზავ 5–ს, ხმას მივცემ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", არა როგორც გარანტს, არამედ როგორც ერთადერთ შანსს დღევანდელ რეალობაში, რომ ეს ჭაობი დამარცხდეს და მომავლისკენ გავიხედოთ!
ეს შანსია და არა გარანტია!
გარანტია უნდა ვიყოთ ჩვენ, რომლებიც ჩვენი რჩეულის გამარჯვების შემთხვევაში კი არ მოვდუნდებით და დავისვენებთ, არამედ მეორე დილიდან ვიქნებით ფხიზლად და თუ საჭიროა ოპოზიციაშიც ჩავუდგებით ახალ ხელისუფლებას, რომ მან ძველი შეცდომები აღარ გაიმეოროს!
არ დარჩეთ სახლში!
მიუხედავად ყველაფრისა, გაუსწორეთ რეალობას თვალი და გააკეთეთ არჩევანი!
8 ოქტომებერს ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს არა პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არამედ ჭაობსა და ჩვენი შვილების მომავალს შორის!"

imageimage

3
407
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
407
  
2016, 27 ოქტომბერი, 11:09
კომენტარებს რომ წიკითხავ... შეგეშინდება
2016, 4 ოქტომბერი, 14:06
ნაცების მიერ დახოცილი ქართველი ვაშკაცები უნდა იდოს მიწაში და შენ უნდა იყო ცოცხალი?! შე ნაგავო. მანინდამაინც შენ შვილიც უნდა მოეკლათ? რომ მიმხვდარიყავი ვინ არიან ეგენი? შე დამპალო ქალო. ისე, რას გერჩით, შენნაირი ურჯულო სხვანაირ არჩევანს მაინც ვერ გააკეთებდა, ოღონდ ხმას ნუღა იღებ და ხალხს გულს ნუ ურევ შენი სიმყრალით. წადი რუსთავ-2-ში იქ დაგამშვიდებენ.
2016, 4 ოქტომბერი, 12:05
შენ კარგად ვერ მოგხვედრია ნაციონალებისგან. ნაცებმა ქართველ ერს მიაყენეს ისეთი ზიანი, რაც არ გაუკეთებია არცეთ დამპყრობლებს ჩვენთვის, გაყიდეს ქვეყანა, შეურაცხყვეს სარწმუნოება. შენ კი ყოველთვის მერყევი იყავი და არ მიკვირს შენი გადაწყვეტილება. ღმერთო დაიფარე საქართველო და ქართველები შენისთანა არარაობებისგან.
0 1 3