x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლინდსი ლოჰანმა მარცხენა ხელზე არათითის ნახევარი დაკარგა(ვიდეო)
imageინციდენტი თურქეთში მოხდა იმ დროს, როდესაც სკანდალური მსახიობი იახტით სეირნობდა.


როგორც ცნობილი გახდა კინოვარკვლავმა იახტით სეირნობის დროს გადაწყვიტა დამოუკიდებლად ამოეწია ღუზა, მაგრამ ჯაჭვში გაიბლანდა, თავი ვეღარ შეიკავა და წყალში მოადინა ტყაპანი.


ჩავარდნის შემდეგ მსახიობმა აღმოაჩინა, რომ ჯაჭვმა მარცხენა ხელის არათითი მოაგლიჯა.


საბედნიეროდ დაკარგული თითის ნახევარი გემბანზე აღმოაჩინეს, ლინდსი სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, სადაც ქირურგებმა ჰოლივუდის მსახიობს თითი მიაკერეს.



"ინსტაგრამზე" მსახიობმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, სადაც შეხვეულ თითს გვაჩვენებს კომენტარით :"ეს იმის ბრალია, რომ მე თვითონ ვცდილობდი ნავის ღუზაზე დაყენებას."




როგორც პორტალი TMZ იუწყება, მსახიობი და მომღერალი ლინდსი ლოჰანი თურქეთში ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში იმყოფება, რომელიც სირიელი ლტოლვილების მხარდასაჭერად არის გამიზნული.



0
268
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0