x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქართველი თავადი, რომელზეც მსოფლიო წერდა, ბოლოს კი რუსთაველზე სიგარეტებს ყიდდა- ნიკო ბაგრატიონის უცნაური ისტორია...
ქართველი თავადის, ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკის უცნაური ისტორია აქვს მოთხრობილი მწერალს იგორ ობელენსკის. ადამიანი, რომელმაც ბურების ომში გაითქვა სახელი და ზედმეტსახელად ნიკო ბური შეარქვეს, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში თბილისის ცენტრში სიგარეტებს ჰყიდდა.

ოცდაათიანი წლების დასაწყისში, თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, იმ ადგილზე, სადაც დღეს რუსთაველის ქანდაკებაა აღმართული, თამბაქოს მოძრავი კიოსკი იდგა, რომელთანაც ყოველ დილით მოდიოდა მაღალი, ჩოხაში გამოწყობილი მამაკაცი.

თუ ვინმე გამოეცნაურებოდა და გამოლაპარაკებას შეეცდებოდა, მამაკაცი ცივად დაუბრუნებდა სალამს ან მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხებდა. არადა, მყიდველებს შორის, უამრავი ნაცნობი იყო...

მეოცე ათასწლეულის პირველ ნახევარში დედაქალაქის მაცხოვრებლები შეიძლება სახელით არა, მაგრამ სახით მაინც იცნობდნენ ერთმანეთს. გამყიდველი შეკვეთას მიიღებდა, მიაწოდებდა კლიენტს სიგარეტის შეკვრას, ხურდა ფულს უჯრაში ჩააგდებდა და ისევ საკუთარ ფიქრებში წავიდოდა, გამოცოცხლებული ქალაქის ქუჩიდან ძალიან შორის.

გაინტერესებთ ვინ იყო თამბაქოს კიოსკის გამყიდველი? თავად თავადი ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკი. თბილისში მას სახელით იშვიათად მოიხსენიებდნენ - იგი ყველასთვის უბრალოდ "ბური" იყო. ეს ზედმეტსახელი მას ერთი შემთხვევის გამო შეერქვა, რომელმაც მაშინდელ იმპერიაში (რომელშიც, საქართველოც შედიოდა) სახელი გაუთქვა.


ნიკო ბაგრატიონი1868 წელს დაიბადა ოჯახში, რომელსაც ოდესღაც მტკვრის მთელი მარჯვენა სანაპირო ეკკუთვნოდა. მაგრამ შემდეგ, როცა ბაგრატიონების ფინანსური საქმე ცუდად წავიდა, მიწების გაყიდვა მოუწიათ. როგორც ნიკოლოზი იხსენებს, ყველაზე საწყენი იყო ტივის გაყიდვა, რომელსაცც მგზავრები მარჯვენა სანაპიროდან ავლბარში გადაჰყავდა და დიდ შემოსავალს იძლეოდა.


imageნიკო ბური ქალიშვილებთან, ნატალიასა და რუსუდანთან ერთად.

გარკვეული დროის შემდეგ ისევ დაედოთ ვალები. ჩვენი სტატიის გმირის მამას მოუწია იმპერატორ ალექსანდრე მეორესთვის წერილი მიეწერა და 600 ათასი რუბლის ვალის პატიება ეთხოვა. წერილი ბაგრატიონების სიძემ, ისტორიკოსმა აკადემიკოსმა პლატონ იოსელიანმა დაწერა, რომელსაც ბურის მამიდა ჰყავდა ცოლად.

პლატონ იოსელიანს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა იმპერატორის ძმასთან, დიდ თავად მიხაილ ნიკოლაევიჩთან, კავკასიაში ყოფილ მეფისნაცვალთან. აღსანიშნავია, რომ დიდი თავადი დიდი დემოკრატიც იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა თბილისის ბაზრობაზე სეირნობა - იქ მას უბრალოდ "ჩვენი მიხაკოთი" მიმართავდნენ.

პლატონ იოსელიანი კი, ზოგჯერ უფრო შორსაც მიდიოდა მასთან ურთიერთობაში. ერთხელ იგი ფეხზეც კი არ ადგა, როცა დიდი თავადი მის კაბინეტში შევიდა.

იმპერატორის ძმამ კანცელარიის ხელმძღვანელს დაუყვირა:

- პლატონ იგნატევიჩ!

იოსელიანს თავი არ აუღია ქაღალდებიდან. დიდმა თავადმა ისევ მიმართა მას სახელით და მამისსახელით და პასუხად ისევ დუმილი მიიღო. მაშინ მეფის ნაცვალმა მეგობრულად შენიშნა:

- როგორ დამავიწყდა - როცა ფილოსოფოსი მუშაობს, ხელის შეშლა არ შეიძლება.

ამჯერად პლატონმა პასუხის ღირსი გახადა:

- სრული ჭეშმარიტებაა, თქვენო უმაღლესობავ!

პლატონ იოსელიანი თავის მეუღლეზე, ანა ბაგრატიონზე ოცდაათი წლით უფროსი იყო. ცოლის ოჯახს იგი "ფულის კვნეტიას" ეძახდა. ეს ყველაფერი თავადის მოგონებებში წერია.

პლატონ იოსელიანის მეირ ნიკოს მამის სახელით იმპერატორისადმი მიწერილმა წერილმა შედეგი გამოიღო - ვალი აპატიეს.

პირველი განათლება ნიკოლოზმა და მისმა ძმამ პარიკმახერის სახელში მიიღეს. თავადის აზრით, სწორედ პარიზიდან ჩამოსულ მუსიე ბერლიმონს შეეძლო მისი ვაჟებისთვის კარგი მანერებისა და, რაც მთავარია, ფრანგული ენის სწავლება. თავად ნიკო ბურის მოგონებების მიხედვით, პარიკმახერის ოჯახში მათ სამი წელი გაატარეს და მთელი ეს დრო წამებას უფრო ჰგავდა. თუმცა შედეგად, ბიჭებმა ისე კარგად შეისწავლეს ენა, რომ ქართული თითქმის დაავიწყდათ კიდეც. უფრო მეტიც, მამასთან საუბრისას თარჯიმანის დახმარება დასჭირდათ. მუსიე ბერლემონი ამბობდა, რომ "გაწვრთნა პატარა აზიატები".

უფროს ძმასთან ერთად მოსაღები გამოცდების ჩაბარების შემდეგ ძმა პირველ კლასში შევიდა, ნიკო კი - მოსამზადებელში.


თავად ნიკოლზის მთავარი გატაცება მოგზაურობა იყო. ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, გაემგზავრა საზღვარგარეთ.

ახალი ათასწლეულის დასაწყისში, ოცდათორმეტი წლის თავადი აფრიკაში, საფარაში წავიდა. რატომაც არა, მაშინ ხომ ბაგრატიონს ფულიც ბევრი ჰქოდა და დროც. იქ ქართველმა ბურების ომის შესახებ შეიტყო. ინგლისს დიდი ხანია ბურების რესპუბლიკის - ტრანსვაალის თავის კოლონიად შეერთება ჰქონდა გეგმაში. ნიკო ბურმა მაშინვე ბურების მხარეზე დაიწყო ბრძოლა.

როცა სიცოცხლის ბოლოს თავად ნიკოლოზს დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ, თუ რატომ გადაწყვიტა ბურების მხარეს ბრძოლა, ბაგრატიონმა აღიარა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ. "მაგრამ მომეჩვენა, რომ მათი ბედი ჩემი სამშობლოს ბედს ჰგავდა. ისინიც ჩვენსავით ყოველთვის ოცნებობდნენ დამოუკიდებლობაზე. და მივხვდი, რომ უნდა დამეცვა ბურები."

imageნიკო ბაგრატიონი ბურებთან.




მეომარი ბურების დედაქალაქში, პრეტორიაში ჩასული ბაგრატიონ-მუხრანსკი ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო და გულწრფელად აღიარა, რომ კავკასიელი სტუმრის ვიზიტამდე საქართველოს შესახებ არაფერი სმენოდა.

თავადი ფრანგულ კორპუსში გაამწესეს, რადგან კარგად იცოდა ფრანგული ენა. რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობის შემდეგ, 1900 წლის 24 მარტს, ნიკო ტყვედ ჩავარდა. დაკითხვებს ინგლისური გაზეთის - "მორნინგ სთარის" ახალგაზრდა კორესპონდენტი, უინსტონ ჩერჩილი ესწრებოდა. მომავალი პრემიერი, სხვებივით გაკვირვებული იყო იმით, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველი მეომარი ბურების რიგებში. განაჩენი უმკაცრესი გამოუტანეს - დახვრეტა.


imageნიკო ბური

მაგრამ თითქმის გადაწყვეტილ სიკვდილს ნიკოლოზი საკუთარი გვარის და დედის ფოტოს წყალობით გადაურჩა. ფოტოს თავადი მუდამ ჯიბით ატარებდა და ხშირად ათვალიერებდა. ასე მოხდა დახვრეტის წინ - ნიკომ ჯიბიდან ამოიღო ფოტო და დახედა. ოფცერი, რომელიც დახვრეტას ხელმძღვანელობდა, დაინტერესდა, რას ათვალიერებდა ტყვე ასეთ დროს. მივიდა და ფოტო გამოართვა.

მოგვიანებით ნიკო იხსენებდა, რომ დედის ფოტოს წართმევა მისთვის დახვრეტაზე უფრო საშინელი სასჯელი იყო. "მინდოდა, რომ დედაჩემის ფოტოსთან ერთად დავმარხულიყავი", - ამბობდა ის.

- ვინ არის ეს? - შეეკითხა ინგლისელი და ფოტოზე აღბეჭდილ, ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილ მშვენიერ ქალბატონზე მიუთითა.

- დედაჩემია.

პასუხის მოსმენის შემდეგ ოფიცერი დაინტერესდა თუ რა ეროვნების იყო თავად ნიკო, რომელიც ასევე წარმოსადეგი მამაკაცი გახლდათ. როცა გაიგო, რომ ტყვე ქართველი იყო და ბაგრატიონ-მუხრანსკის გვარს ატარებდა, ბრიტანელი კიდევ უფრო დაინტერესდა.

- რა გაკავშირებთ ცნობილ გენერალთან, პეტრე ბაგრატიონ-მუხრანსკისთან, რომელიც ნაპოლეონს ებრძოდა?

- ჩემი ნათესავია, მიუგო ტყვემ.

და ამ პასუხმა ნიკოლოზის ბედი გადაწყვიტა - დახვრეტა გააუქმეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინგლისელი ოფიცერი დიდი თაყვანისმცემელი იყო სამხედრო გენიის - დიდი პეტრე ბაგრატიონის.

შედეგად, სასიკვდილო განაჩენი შეიცვალა წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებით. ბედის ირონიით, ნიკო ბაგრატიონ-მუხრანსკიმ შვიდი თვე გაატარა კუნძულზე, რომელზეც სიცოცხლის უკანასკნელი წლების მანძილზე ცხოვრობდა ნაპოლეონ ბონაპარტი, ვის დამარცხებასთანაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა ქართველი თავადის წინაპარს.

კუნძულზე გადასახლებული ტყვის ცხოვრების პირობები საკმაოდ მძიმე იყო: უხდებოდა კარავში ძილი, ბალიშის მაგივრად თავქვეშ ქვიშით გავსებული ქურთუკი ედო, ლოგინის მაგოვრობას კი ფქვილით სავსე ტომრები უწევდა. გარდა ამისა, კუნძულზე ტიფის ეპიდემია დაიწყო და ტყვეებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის ბევრი დაიღუპა.

image
მაგრამ ქართველი თავადი გადარჩა. იქნებ ამის მიზეზი იყო დაუძლეველი სურვილი სახლში დაბრუნების, დედის ნახვის და უმშვენიერეს საცოლესთან, ანასთან შეხვედრის, რომლის პორტრეტებსაც ფანქრით ხატავდა გადასახლების პერიოდში, შემდეგ კი ბაგრატიონების ოჯახში სათუთად ინახებოდა.

იმ დროისთვის თავადის ბედზე მსოფლიოს წამყვან გაზეთებში იწერებოდა, სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს ნიკოს "ბური". წმინდა ელენეს კუნძულზე ევროპიდან და ამერიკიდან მოდიოდა გემები და ნიკო ბურისთვის საჩუქრები ჩამოჰქონდა. საბოლოოდ ბური გაათავისუფლეს. თუმცა კუნული ყოფილ ტყვეს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეტოვებინა. ნიკოს, ცხადია, იმ დროისთვის გროშიც არ ებადა, ამიტომ მთელი ხარჯები ერთ-ერთმა მეგობარმა ფრანგმა აიღო საკუთარ თავზე.

სამშობლოში ნოკო ბური ნამდვილ გმირად დაბრუნდა. სანკტ-პეტერბურგში მას მას დედისგან წერილი და 1000 რუბლი ელოდა. მეგობრებს ვალი გაუსტუმრა, სასწრაფოდ აიღო ბილეთი და საქართველოში წამოვიდა.


image
ნიკოლოზ გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი (ნიკო ბური) მეუღლესთან, ანა ბუჩკიაშვილთან ერთად.

1921 წლის შემდეგ ნიკო ბაგრატიონი ოჯახთან ერთად საფრანგეთში აპირებდა წასვლას. მაგრამ უკანასკნელ წუთში გადაიფიქრა ვერ შეელია სამშობლოს, რადგან საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოდგინა. უცხოეთში გაემგზავრნენ ნიკოს ქალიშვილები, სადაც მამის თანამებრძოლები ეხმარებოდნენ. თავად ნიკო ბური კი მეუღლესთან და ქალიშვილ ალექსანდრასთან ერთად თბილისში დარჩა.

როცა ბაგრატიონის ქონება თითქმის მთლიანად მიითვისეს ბოლშევიკებმა, თავადი შეეცადა მოეთხოვა პენსია, როგორც "ბურების ომის მონაწილეს", და შესაბამისი განცხადება დაწერა საქართველოს მთავარი კომუნისტის, ნიკო ცხაკაიას სახელზე. მაგრამ, ცხადია, არანაირი პენსია თავად არ დაუნიშნეს.

ნიკოლოზი თავს სიგარეტების გაყიდვით ირჩენდა. გაიყიდა ასევე ავეჯი და ნახატები, მაგრამ აღებული თანხიდან საკომისიოების დაფარვის შემდეგ თავადს კაპიკები შეხვდა.

ნიკო ბაგრატიონ-მუხრანსკი გარდაიცვალა თბილისში, 1933 წელს. დაკრძალეს ძველ სასაფლაოზე, რომლის ადგილზე, მოგვიანებით ვერის პარკი გააშენეს...

მომზადებულია sputnik-georgia.ru-ს მიხედვით

3
9579
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
9579
  
2021, 25 მარტი, 10:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 3 ოქტომბერი, 20:20
ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა
2016, 3 ოქტომბერი, 15:21
0 1 3