x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უძველესი სურათები, რომლებზეც ჩოგბურთის თამაში არის ასახული

აქამდე მხოლოდ სიტყვიერი წყაროები არსებობდა იმის შესახებ, რომ ჩოგბურთი საფრანგეთში ჩაისახა და შუა საუკუნეებში, პრაქტიკულად, საფრანგეთის ყველა მეფე თამაშობდა ამ თამაშს. გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ყველაზე ძველი ნახატები, რომლებზეც ასახულია ჩოგბურთის თამაში. წიგნი, რომელშიც აღნიშნული ილუსტრაციები არის, 1540 წლით არის დათარიღებული.


image


ერთ-ერთ გამოსახულებაზე, კორტების ფონზე, ორი მამაკაცია ასახული პრიმიტიული ჩოგნებით და ბურთით. წიგნი სათაურით «Le theatre des bons engins» საფრანგეთში არის დაბეჭდილი და სულ ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მიერ იყო შეძენილი.


image


უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს მინიატურები და დაადგინეს, რომ მათზე ძველი თამაშია ასახული «ჟე-დე-პომ» (ფრ. jeu de paume – რაც, სიტყვა სიტყვით, ხელის გულით თამაშს ნიშნავს) ბურთით, რომელიც თანამედროვე ჩოგბურთის პროტოტიპად ითვლება.

0
167
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0