x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
Top 5 არაორდინალური იდეა პირველი მილიონისთვის
image არსებობენ ადამიანები რომლებიც აღწევენ წარმატებას დაუზოგავი შრომით, ან რაიმე გენიალური იდეით, მაგრამ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა აზრები და იდეები უვარგისია, მაგრამ ისინი მაინც გამოიმუშავებენ მილიონობით დოლარს.


1.ამერიკელმაჯოზეფ ბედატმა 1977 წელს მოიპოვა ქოთნების გაყიდვის ნებართვა და დაარქვა “Chia” მათი უნიკალურობა გახლდათ იმაში რომ, მათ ქონდათ ცხოველების ფორმა და ბეწვის მაგივრად მათზე იზრდებოდა ბალახი, ეს ქოთნები ძალიან პოპულარული იყო და მოუტანა ჯოზეფს მილიონი დოლარი.

image2. კრის კლარკმა 1994 წელს იყიდა საიტის დომენი. “Pizza.com” ეს საიტი მას ჭირდებოდა ბიზნესისთვის. 6 წელიწადში მან გაყიდა საკუთარი ბიზნესი და დაიტოვა საიტი რეკლამის გასანთავსებლად. 2013 წელს მან გაყიდა საიტის დომენი, რაშიც მიიღო 2.5 მილიონი დოლარი.


image3.ინგლისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტმა შექმნა საიტი, რომელიც შედგებოდა მხოლოდ ერთი გვერდისაგან, ეს საიტი გახლდათ ნამდვილი ფენომენი და მისი სახელი იყო „მილიონი დოლარი“.საიტი შედგებოდა მილიონი სტიკერისაგან. სტუდენტმა გადაწყვიტა ამ სტიკერების სიმბოლურ ფასად ერთ დოლარად გაყიდვა, 2006 წლისთვის ის გახდა მილიონერი.

image4. ჯეისონ სადლერმა გამოიგონა "საკუთარი სამსახური" და 2003 წლიდან მან დაიწყო ბრენდების რეკლამირება სოციალური ქსელებში და იცვამდა მაისურებს კომპანიის ლოგოთი, ხოლო საკუთარ პროექტს დაარქვა „მე ჩავიცვავ შენს მაისურს“ და შესტავაზა კომპანიებს ცოცხალი ბილბორდის მომსახურეობა. მისი საქმე იმდენად კარგად წავიდა რომ, მხოლოდ პირველ წელიწადს მან გამოიმუშავა 83 000$.

image5.ყველამ ვიცით რომ შინაური ცხოველის მოვლას ჭირდება დრო, ენერგია და ფული.

70-იან წლებში ამერიკელმა გარი დარლმა, მეგობრებს შესთავაზა შინაური ცხოველების ნაცვლად ქონოდათ სახლში ქვა, რადგან მათ საერთოდ არ ჭირდებათ მოვლა.

რამდენიმე თვეში მან ეს ხუმრობა გადააქცია ბიზნესად. გარიმ დაიწყო სახლის ქვების გაყიდვა და თითო ქვას ყიდდა 4$. დამკვეთი ღებულობდა ქვას და ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მოევლოთ ქვისთვის, ინსტრუქციაში კი ეწერა, რომ მას მოვლა არ ჭირდებოდა. მარტო პირველ წელს მან გაყიდა 1 500 000 ქვა და გახდა მილიონერი, ქვები დღესაც იყიდება, ოღონდ ცალის ფასია 20$.


წყარო: „საინტერესო ფაქტები“

ვიდეო:

2
364
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
364
  
2016, 9 ოქტომბერი, 11:59
აბა ქვები იაფად ცალი 10 გელა. 2 ცალის შეძენის შთხვევაშიესე უფასოდ.
0 1 2