x
მეტი
  • 21.11.2019
  • სტატია:96732
  • ვიდეო:343735
  • სურათი:458622
10 საინტერესო ფაქტი ბატი-ბუტის (პოპკორნის) შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ (პოპკორნი სახიფათოა ბავშვებისთვის 4 წლამდე)

თანამედროვე მსოფლიოში რთულია ადამიანის პოვნა, რომელსაც, თუნდაც ერთხელ, ბატი–ბუტი არ დაუგემოვნებია. ამ «ფეთქებადმა» მარცვლეულმა პირველად როდის მიიქცია ადამიანის ყურადღება უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ მას ინდიელები საკვებად უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. ხოლო, ევროპელებმა ის 1630 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ერთ-ერთმა ინდიელმა ბელადმა ამერიკის კოლონისტებს 1 ტომარა ბატი–ბუტი მიართვა საჩუქრად.

რაც შეეხება კინოთეატრებში პოპკორნის გაყიდვას, იდეა ამერიკელ სემუელ რუბინს გაუჩნდა. ის კინოთეატრებში კანფეტებით ვაჭრობდა, მაგრამ საქმე კარგად არ მისდიოდა – მაშინ დიდი დეპრესიის პერიოდი იყო და საკონდიტრო ნაწარმისთვის ამერიკელებს ფული არ ჰქონდათ. 1935 წ. რუბინმა კინოს მოყვარულებს პოპკორნი შესთავაზა და მის მცდელობას წარმოუდგენელი წარმატება მოჰყვა. მძიმე პერიოდში ამერიკელებს მხოლოდ იაფფასიანი გართობის საშუალება ჰქონდათ – ეს კინო და ყველაზე იაფიანი გემრიელობა – პოპკორნი იყო. ამის შემდეგ, ეს ტრადიციად იქცა... და არა მარტო ამერიკაში.


image



ერთი, ხუთიდან


პოპკორნი – ერთადერთია სიმინდის 5 სახეობას შორის, რომლის მარცვლები გაცხელებისას «ფეთქდება». ამის მიზეზი, მასში წყლის და სახამებლის თანაფარდობა არის. ხოლო, აფეთქებას მარცვლის გახურებისას წარმოქმნილი წყლის ორთქლი იწვევს.



სამკაული


უძველეს დროში, მაიას ტომის ინდიელები პოპკორნს მხოლოდ საკვებად კი არ იყენებდნენ, მისგან სამკაულს, – სამაჯურებს და მძივებს აკეთებდნენ. ხოლო, ჩრდილო ამერიკელი ქალები მას თმაში იმაგრებდნენ და ვარცხნილობას ილამაზებდნენ.



პოპკორნი თუ ჩიპსი?


მეცნიერების მტკიცებით, პოპკორნში უფრო მეტი პროტეინი, ფოსფორი, რკინა და კრემენია, ვიდრე ჩიპსებში ან ნაყინში.




ოქრო


მხოლოდ სიმინდის მარცვალი შეიცავს ისეთ მიკროელემენტს, როგორიც ოქროა და რომელიც ასე აუცილებელია თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის.



დამხმარე, დიეტის დროს


პოპკორნი დიდი რაოდენობით ბოჭკოვანას შეიცავს (100 გრ-ზე, – 2, 7 გრ-ს), რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს და სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას ამცირებს. გარდა ამისა, პოპკორნით «კუჭის მოტყუებაც» შეიძლება – მხოლოდ 1 მუჭა პოპკორნი მირთმევის შემდეგ, ადამიანს შეუძლია რამდენიმე საათი საკვების გარეშე გაძლოს.



პოპკორნის დაავადება


დიახ, ასეთი რამეც არსებობს! პოპკორნის მოსამზადებელი სპეციალური ცხიმი დიაცეტილს შეიცავს და ადამიანები, რომლებიც მას ხშირად მოიხმარენ, სუნთქვასთან დაკავშირებით, პრობლემა ექმნებათ. მაგ., 2007 წელს ამერიკელი უენი უოტსონი სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფოში მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, ის მიკროტალღურ ღუმელში ძალიან ხშირად ამზადებდა პოპკორნს და მის სამზარეულოზი დიაცეტილის (С4H6O2) კონცენტრაცია, თითქმის ისეთივე იყო, როგორც პოპკორნის მწარმოებელ ქარხანაშია.



კიბოს პრევენცია


აშშ-ს სიმსივნის პრევენციის ეროვნული ინსტიტუტი კვლევის თანახმად, ყოველდღიურად ბოჭკოვანას შემცველი პროდუქტების გამოყენება, სიმსივნის ზოგიერთი ფორმების განვითარების რისკს ამცირებს. პოპკორნი კი, როგორც აღვნიშნეთ, ბოჭკოვანით მდიდარი პროდუქტია.



პროგრესის მამოძრავებელი


მიკროტალღური ღუმელი, ჩვენს სამზარეულოებში, სწორედ პოპკორნის წყალობით გაჩნდა. ამერილელმა გამომგონებელმა პერსი სპენსერმა 1945 წ. აღმოაჩინა, რომ მიკროტალღური გამოსხივება პოპკორნს «აფეთქებას» აიძულებდა. შემდეგ, მან თავისი აღმოჩენა სხვა პროდუქტებზეც შეამოწმა და დაასკვნა, რომ მიკროტალღების გამოყენებით, კერძის მომზადება შეიძლებოდა.



ზიანი


100 გრ. პოპკორნის საკვები ღირებულება 300 კკალ-იას შეადგენს, რაც არც ისე ცოტაა. ამასთან, მისი მომზადებისას, გამოიყენება ცხიმი და შაქარი ან სიროფი, რაც კალორიების მოცემულ რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის.

გარდა ამისა, პოპლპრნის წინააღმდეგ სტომატოლოგებიც გამოდიან. მას ქვას ადარებენ და ამტკიცებენ, რომ პოპკორნი კბილის ემალს აზიანებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კბილზე ბჟენი (პლომბი) აქვს, მის მოხმარებას საერთოდ უკრძალავენ.



სასიკვდილო პოპკორნი


ამერიკელი პედიატრები პოპკორნის მოხმარების რეკომენდაციას არ აძლევენ ბავშვევს 4 წლამდე, რადგან არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ის პატარას სასულეში გადაუცდეს და დაიხროს. მათი მონაცემებით, პოპკორნი – გაგუდვით გარდაცვლილი, ბავშვთა სიკვდილიანობის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

imageimageimageimageimageimageimage






0
117
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0