x
image
გვანცა1234
,,სირცხვილია ნიკა! მეც თუ მაკადრებდი ამას არ მეგონა!'' - რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ნიკა გვარამია და ანიტა რაჭველიშვილი?

ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის მოთხოვნით ინტერნეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციის ადრესატები თბილისის საკრებულო, საქართველოს პარლამენტი და თბილისის მერია არიან.
„მე მინდა თბილისის ყოფილი იპოდრომი გახდეს “თბილისის ცენტრალური პარკი”, ეს ქალაქი ჩვენია!!!
#ერთადყველაფერსშევძლებთ
ვისაც სურვილი გექნებათ, იგივე სტატუსი დაწერეთ, “ – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში, რომლის ავტორი თორნიკე ლეჟავაა.
ცოტა ხნის წინ ამასთან დაკავშირებით სტატუსი დაწერა ნიკა გვარამიამ. ის წერს: “თბილისის იპოდრომი მინდა გახდეს ცენტრალური პარკი - თვალი მივადევნე, ვინ დაიწყო ეს კამპანია და დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ივანიშვილი ზარზეიმით "აჩუქებს" ერს.
კამპანიაც მაგიტო წამოიწყეს და ძაანაც ნუ აყვებით, ბიძინას თამაშია ჩვეულებრივი.
იპოდრომს "გაჩუქებთ", და თუ არჩევნებს მოიგებს, ბოტანიკურს წაგართმევთ და სოლოლაკს თავზე გადაგაფშვნით თავისი პანორამით.
ნუ იქნებით გულუბრყვილოები.
ps Anita Rachvelishvili -ს არ ვგულისხმობ არც იმათ, ვისაც ოდესმე რამე სადმე როგორმე უმღერია. აჰა, დამშვიდდით მომღერალო ფრენდებო, რომლებსაც რატომღაც საკუთარი თავი მოგელანდათ ამ სტატუსის პირვანდელ ვარიანტში''.
სტატუსს გამოეხმაურა თავად ანიტა რაჭველიშვილი, რომელმაც ნიკა გვარამიას ასე უპასუხა: “ რაც აქ წერია არის დიზინფორმაცია! და სირცხვილია ნიკა! მეც თუ მაკადრებდი ამას არ მეგონა! მაგრამ ცხდია უკვე ყველაფერი!''. რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “ანიტა, თქვენი მოძრაობა საერთოდ რა კავშირშია იმასთან, რაც აქ წერია? ნუ იცი ასე უაპელაციოდ გაწიწმატება, ძალიან გთხოვ. ყველა ხვდება რაზეცაა ლაპარაკი და ვიზეც. შენი ათასობით კილომეტრის დისტანციიდან რაღაცას რომ ვერ ხედავ, ეგ არ ნიშნავს, რომ ეს რაღაცა არ ხდება. თქვენი მოძრაობა საერთოდ რა კავშირშია იმასთან რაც ხდება? ან ვის გაახსენდებოდით ასე კამპანიურად? ნუ გადააფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს და ნუ პოულობთ საკუთარ თავს იქ სადაც არ ხართ. მოვლენების ეპიცენტრი სხვაგანაა, ანიტა. დაწყნარდი და შენი საქმე გააგრძელე''.image

ნიკა გვარმია მომღერალმა უპასუხოდ არ დატოვა და დაწერა: “ იპოდრომი-თბილისის ცენტრალური პარკი არის ჩვენი წამოწყებული! ჩემი, ოთარ ჯორჯიკიას და კიდე რამოდენიმე ადამიანის! ასე რომ თუ წერ ნიკა რამეს, გთხოვ დაკონკრეტდე! ყველამ ის იფიქრა რომ ჩვენ ვართ მოსყიდულები! და ჩვენთან წამოვიდა პრეტენზიები! ისედაც ამხელა შრომა გვიწევს რომ ორი ადამიანი დღეში დავიყოლიოთ ამ აქციებზე და ეს შენი სტატუსი არ გვეხმარება აეაფერში! შემდგომში დაკონკრეტდი რომ მე მერე მოსყიდული არ მეძახონ კარგი?! მადლობა''. რაზეც რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ასე პასუხობს: “ანიტა, მე და იმ ხალხმა, ვინც აქ ვმსჯელობთ, ვიცით რასაც ვწერთ და რაზეც ვლაპარაკობთ. ძალიან გთხოვ, პარიზიდან მორალისტობას შეეშვი და გინდა ამწვანე და გინდა აყვითლე. არჩევნებია აქ და პოლარიზებულ გარემოში ვცდილობთ გავერკვეთ. შენი და ოპერის მომღერლების კამპანია არავის არ აინტერეაებს აქ. და მეორე შემთხვევაა უკვე შენი ისტერიული შემოტევის. enough is enough. და არ ვაპირებ დავკონკრეტდე, და კიდე რამე სხვა ვაკეთო, საჭიროდ თუ არ ჩავთვლი. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და რასაც საჭიროდ ვთვლი, იმაზე ვლაპარაკობ. და როგორც საჭიროდ ვთვლ. თქვენგანაა უხერხული, სადაც არ გეძახიან, და არც შუაში არ ხქრთ, იქ რო გაერჭობით, არიქა, რა თქვით ჩვენზეო''.

imageკამათი აქ არ დასრულებულა. ნიკა გვარამიას და ოპერის მომღერალ ანიტა რაჭველიშვილის დიალოგს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

1
1952
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1952
  
2016, 3 ოქტომბერი, 14:25
გვარამიას ეტყობა გენ პროკურორობის პერიოდზე ამნეზია აქვს და ვერ იხსენებს მის "საქმენი საგმირონს". :(
0 1 1