x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსმა ჰაკერმა Amazon-ზე 3 მილიონი დოლარი იშოვა არარსებული წიგნების გაყიდვით
image

ვალერი შერშნევმა 2 წლის განმავლობაში Amazon-ზე განათავს 1453 წიგნი ფეიკი, რითაც 3 მილიონამდე დოლარი იშოვა.


გამოაშკარავდა თაღლითური სქემა რის მიხედვითაც პროგრამისტმა ვალერი შერშნევმა ორი წლის განმავლობაში სამი მილიონი დოლარი იშოვა.


შერშნევი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სილიციუმის ველში(მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში (აშშ) ცნობილია, როგორც კომპიუტერებისა და ელექტრონიკის პროდუქციის წარმოების ცენტრი.)და რამდენიმე მსხვილ კომპანიას ემსახურებოდა, მათ შორის Microsoft-ს.



მალევე შერშნევმა გადაწყვიტა შეექმნა სტარტალი Alteroxity-ი, რის მიხედვითაც ვითომდა ახალგაზრდა მწერლებს ეხმარებოდა ონ-ლაინ წიგნების გამოქვეყნებაში.

image

კომპანიის თანამფლობელი იყო კიდევ ერთი რუსი ალექსეი გოროვი, მას გახსნილი ჰქონდა ინტერნეტ-კურსები მწერლებისთვის, იქ მოთხრობილი იყო, თუ როგორი წარმატებით განათავსეს Amazon-ზე 2000-ზე მეტი ავტორის წიგნები და როგორი დადებითი შეფასებები მოჰყვა მას.


თუმცა როგორც გაირკვა, ალექსეი გოროვი საერთოდ არარსებული პიროვნება იყო, ხოლო Amazon-ზე განთავსებული წიგნები გენერირებული კომპიუტერული ალგორითმები იყო ასეთი ტიპის მყვირალა სათაურებით:"როგორ ვებრძოლოთ პროკრასტინაციას"(პროკრასტინაცია ანუ „მერე გავაკეთებ ) ან "როგორ შევიყვანოთ აკაუნტი სოციალურ ქსელში" და ა.შ.



შემდეგ "წიგნები" Amazon -ზე თავსდებოდა.აქ იწყებოდა თაღლითური სქემის მეორე ნაწილი.შარშნევმა Microsoft Azure-ს დახმარებით შექმნა 84 000 "მომხმარებლის"საბაზო მონაცემები.ყალბი აკაუნტების წყალობით წიგნები სულ მალე ხვდებოდა ტოპ-100-ში.

imageფოტოზე:ერთ-ერთი ფეიკ-აკაუნტი, რომელიც წიგნის გადმოტვირთისთვის იყო შექმნილი.


ორი წლის განმავლობაში შარშნევმა Amazon-ზე განათავსა არარსებული ავტორების 1453 ელექტრონული წიგნი.სისტემაში გამოჩნდა ასეულობით გამოგონილი"ავტორები":ემა მური, ნიკა კელი, ენდრიუ ვოსტონი, ჯულია ჯექსონი და ა.შ.


თაღლითური სქემა იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ შარშნევი გათავხედდა და თავის შეყვარებულსაც, -ანა მანდრიკოსაც გაუხსნა ანალოგიური ბაზა.


თაღლითის გამოაშკარავებას ხელი შეუწყო მყიდველთა მხრიდან გამუდმებულმა უკმაყოფილო გამოხმაურებამ .


"Amazon-ი გამუდმებით ებრძვის თაღლითებს, რომლებიც დაკავებულები არიან უხარისხო ან ფეიკ წიგნების გაყიდვით და ყალბი დადებითი გამოხმაურებებით.

ჩვენ წავშალეთ ყველა წიგნი, რომელიც ამ ინციდენტს შეეხებოდა, ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ თაღლითები პასუხისგებაში მივცეთ"–აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა.

image

თუმცა როგორც გამოცემა ZDNet-ი იუწყება, შარშნევმა მართალია დაარღვია Amazon-ის და Microsoft-ის მიმართ სამომხმარებლო ხელშეკრულება, თუმცა საეჭვოა თაღლითი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ, რადგან კანონის მიხედვით ფსევდონიმით წიგნის გამოქვეყნება აკრძალული არ არის.


ამ დროისთვის პროგრამისტ ვალერი შერშნევს და მის გოგოს წაშლილი აქვთ ყველა აკაუნტი როგორც სოციალურ ქსელებში აგრეთვე სხვა სერვერებშიც.



0
314
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0