x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508457
Apple-ის ყველაზე საიდუმლო ობიექტი - რა ხდება iPhone-ის ქარხანაში და რატომ გარდაიცვალა თანამშრომელი
image
მას შემდეგ, რაც კომპანია Pegatron-ი, ჩინეთში კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, დაადანაშაულეს შრომის აუტანელ პირობებში, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიწვია ჟურნალისტები შანხაიში მდებარე უზარმაზარი ქარხნის დასათვალიერებლად. შედეგად, საშუალება გვაქვს ვნახოთ თუ როგორ არის ორგანიზებული Apple-ის გაჯეტების ასაწყობად მუშაობის პროცესი და როგორ პირობებში უხდება მუშაობა 50 ათას თანამშრომელს.
image

სამუშაო დღის დაწყებამდე თანამშრომლები გადიან მეტალოდეტექტორების შემოწმებას, რათა გამოვლენილი იქნას ნებისმიერი ფოტო თუ ვიდეომოწყობილობის შეტანის მცდელობა და აღიკვეთოს საწარმოო ჯაშუშობის შესაძლებლობა.

შემდეგ იცვამენ უნიფორმას და რიგში დგებიან სიის ამოკითხვისთვის. ეს უკანასკნელი ხორციელდება iPad-ის საშუალებით ბეიჯების სკანირებით.

შემდეგი ეტაპია უსაფრთხოების ტურნიკეტებზე - სახის ამომცნობ მოწყობილობებზე შემოწმება. და თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მიემართებიან ასაწყობი ცეხისკენ.

კონტროლიორი iPad-ის საშუალებით ახდებს ბეიჯების სკანირებას.


image

ამოწმებს თანამშრომელთა სიას.
imageimage
China Labour Watch-ის მონაცემებით, ქარხანაში ძირითადი ხელფასი ძალიან მცირეა და ამიტომ თანამშრომლებს უხდებათ ზეგანაკვეთზე მუშაობა.

ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალბატონმა აღიარა, რომ მისი ხელფასი სულ რაღაც 2 ათას იუანს შეადგენს თვეში (დაახლ. 300 აშშ დოლარი). შედარებისთვის: IPhone 6 ჩინეთში ღირს 4, 5 ათასი იუანი (დაახლ. 680 აშშ დოლარი).
image

სიის ამოკითხვა დასრულებულია და თანამშრომლები მიემართებიან ასაწყობ ცეხში.
image

მწყობრი ნაბიჯით, ერთმანეთის მიყოლებით.


image

გზას რომ არ აცდნენ იატაკზე დახაზულია მიმმართავი ისრები, კედლებზე კი შთამაგონებელი პლაკატებია ჩამოკიდებული.


image



დაგვიანება აწყობის ხაზზე არ შეიძლება - გათვლილია ყოველი წამი.

image

ქარხნის ხელმძღვანელმა, ჯონ შეუმ ჟურნალისტებისთვის ექსკურსია ჩაატარა და ID-აღრიცხვის ახალ სისტემაზე ესაუბრა, რომელიც ეფექტურობის გაზრდის მიზნით იქნა შემოღებული, რადგან "თითოეული წამი გათვლილია".

თუმცა ძირითადი მიზნის - სამუშაო დროის გათვლის - გარდა, სისტემა საშუალებას იძლევა თვალყური ედევნოს თანამშრომლების ზედმეტ მუშაობასაც. კვირაში 60 საათიანი ლიმიტის მოახლოებისას ან მიყოლებით ექვსი დღის მუშაობის შემთხვევაში სისტემა თანამშრომელს უგზავნის ავტომატურ გაფრთხილებას.

ელექტრონული წარმოების კოალიციის წევრების მოთხოვნით, ზეგანაკვეთური სამუშაო არ შეიძლება შეადგენდეს თვეში 80 საათზე მეტს და კომპანია Pegatron-ი ამ წესებს ემორჩილება.

ID-აღრიცხვის ახალი სისტემა ასევე საშუალებას აძლევს თანამშრომლებს შეამოწმონ თავიანთი სახელფასო უწყება, სამუშაო საათების რაოდენობა და საცხოვრებელსა და საკვებში ყოველთვიური დანახარჯები. ამისათვის მთელ ქარხანაში დაყენებულია სპეციალური სენსორული ტერმინალები.

დარჩა მხოლოდ სახის ამომცნობი მოწყობილობის გავლა.
image

ასაწყობ ცეხში შესვლისთვის ორმაგი შემოწმება: სახის ამომცნობი მოწყობილობა და ბეიჯის წამკითხველი მოწყობილობა.

image


და იწყება მუშაობა.


image

ეს ქარხანა Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული და დახურული ობიექტია.
image

იგი 90 საფეხბურთო მოედნის ტოლ ფართობს იკავებს.
image

ჟურალისტების მოწვევა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც კომპანია Pegatron-ი დაადანაშაულეს შრომის აუტანელ პირობებში - 26 წლის თანამშრომლის, ტიან ფულეის დაღუპვიდან ერთი თვის შემდეგ. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალგაზრდა გარდაიცვალა იმის გამო, რომ დღეში 12 საათზე მეტს მუშაობდა.

ტიან ფულეი მკვდარი იპოვეს 3 თებერვალს, ქარხნის საერთო საცხოვრებელში. გაკვეთა არ მომხდარა. გადაცვლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ტიანი გამუდმებით ზეგანაკვეთზე მუშაობდა და ამან გადაღალა. მისი და ამბობს, რომ ტიან ფულეი სრულიად ჯანმრთელი იყო, არ ჰქონდა არანაირი ქრონიკული დაავადება და მისი სიკვდილი მხოლოდ შრომის უმძიმესი პირობებით შეიძლება აიხსნას.

კომპანია Pegatron-ი უარყოფს კავშირს ახალგაზრდა თანამშრომლის სიკვდილსა და შრომის პირობებს შორის, თუმცა ოჯახს მაინც გადაუხადა 80 ათასი იუანის (დაახლ. 12 ათასი აშშ დოლარი) ოდენობის კომპენსაცია.

თანამშრომლების გასახდელი, სადაც ინახება მათი უნიფორმები.
imageimage


Pegatron-ის სერვის ცენტრი აეროპორტის მოსაცდელ დარბაზს მოგვაგონებს.
imageimage


სერვის ცენტრში არსებული კომპიუტერული ტერმინალები თანამშრომლებისთვის.
image

შესვენება სადილისთვის: თანამშრომელი ყიდულობს ორ სოსისს ქარხნის სასადილოში.
image

თანამშრომლების ფოტოები კედელზე სერვის ცენტრში.
image

ასეთ პირობებში კი ცხოვრობენ კომპანია Pegatron-ის თანამშრომლები.

imageimageimageimageimage





















































0
789
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
789
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0