x
image
Lerato
25 საუკეთესო ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი – მიირთვით, რათა თავი დაიცვათ სიმსუქნის, კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან
image


მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ რამდენად საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის გადამუშავებული კვების პროდუქტები, მაინც ჩვენს საყვარელ "დელიკატესებად" რჩება. სწრაფი კვება, გადამუშავებული და გენომოდიფიცირებული პროდუქტები დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს, სერიოზულად ცვლის рН ბალანსს. ადამიანის ორგანიზმი ტუტოვანი უნდა იყოს, ჩვენ კი ბუნების წინააღმდეგ მივდივართ და ვქმნით მჟავა გარემოს, რაც უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე – ორგანიზმის რეზისტენტულობა სხვადასხვა დაავადებების მიმართ საგრძნობლად სუსტდება.


ტუტე პროდუქტები

თუ ზრუნავთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის რომ ორგანიზმი გაიძლიეროთ. ჩვენი მხრიდან კი შევეცდებით ამ საქმეში წვლილი შევიტანოთ – გთავაზობთ ტუტე პროდუქტების ჩამონათვალს. ჯანსაღი საკვების მისაღებად არ არის საჭირო დაელოდოთ სანამ ავად გახდებით. მიიღეთ პრევენციის მიზნით და იყავით ჯანმრთელები!



შვეიცარული მანგოლდი (ფოთლოვანი ჭარხალი)

ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტუტე პროდუქტია, რომელიც იცავს ჩვენს ორგანიზმს ვირუსების, ბაქტერიებისა და თავისუფალი რადიკალებისგან.


ნესვი

ნესვის рН ბალანსი 8, 5 -ის ტოლია. დაუმატეთ ეს პროდუქტი თქვენს რაციონს და მიიღეთ სიამოვნება. ასევე საზამთროც ძალიან სასარგებლოა. ბოჭკოვანას მაღალი შემცველობის ხილი 92% წყლისგან შედგება.



წიწიბურა

წიწიბურაში შემავალი მკვებავი ნივთიერებები ენერგიით უზრუნველგყოფთ მთელი დღის მანძილზე. მიირთვით ეს პროდუქტი რეგულარულად, რათა ხელი შეუწყოთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას.



ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთი უფრო მეტ ვიტამინ Е და უჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ვიდრე სხვა

ნებისმიერი პროდუქტი.


სელის თესლი

ეს ძალზე ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტი 30%-42% საკვები ბოჭკოვანასგან შედგება, მდიდარია ვიტამინ Е . ომეგა-3-ის შემცველობა 2-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე თევზის ქონში. მისი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ქალებს მენოპაუზის დროს ეხმარება.



სხვა ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტები:


ავოკადო

ორგანიზმში ავსებს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და თრომბოზის განვითარების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება. ავოკადო მდიდარია კალიუმით, ამიტომაც განსაკუთრებით პოზიტიურად მოქმედებს გულის კუნთის მუშაობაზე. ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის ამ ტროპიკული ხილის სასარგებლო თვისებების შესახებ. შეიცავს ბრწყინვალე ნივთიერებას გლუტატიონს, რომელიც ბლოკავს ბევრ სახიფათო კანცეროგენს, რითაც ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ მუშაობას. ამასთან, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება საჭმლის მონელებას და ორგანიზმს კარგად ამარაგებს ჟანგბადით.


ბანანი

ბანანი საოცარი პროდუქტია, რომელიც ბუნებრივ შაქარს შეიცავს. მასში უამრავი ვიტამინია – მათ შორის კალიუმი. ორგანიზმს წმენდს ტოქსინებისგან, ამცირებს ანთებით პროცესებს, აძლიერებს იმუნიტეტს. სისხლში ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს. მასში ასევე შედის B ჯგუფის ვიტამინები, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ნერვიულ სისტემაზე. ასევე იყენებენ კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების დროს.


კენკრა

ხელს უშლის ორგანიზმში უჯრედების დაბერებას, იმიტომ რომ უამრავ ვიტამინს შეიცავს – ძალიან სასარგებლო პროდუქტია სისხლძარღვების გასამაგრებლად. მდიდარია კალიუმით, რომელიც სწრაფად გამოდევნის დაგროვილ სითხეს ორგანიზმიდან. მაგნიუმი კენკრაში ამცირებს ათეროსკლეროზის რისკს, აფართოვებს სისხლძარღვების კედლებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას. სისხლძარღვებზე განსაკუთრებით პოზიტიურად ზემოქმედებს: მარწყვი, ალუბლი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო. შავი მოცხარი 15-ჯერ მეტ С ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. ზუსტად შავი მოცხარი უნდა მიიღოს გულის პრობლემების დროს ადამიანმა, რამდენადაც მას მატონიზირებელი გავლენა აქვს.


სტაფილო

სტაფილო ვიტამინების საკუჭნაოა. შეიცავს ფოლიუმის მჟავას, დიდი რაოდენობით კაროტინს, რომელიც ორგანიზმში ვიტამინ A-ს წყაროა. სტაფილო ხელს უწყობს ნივთიერებათა ნორმალურ ცვლას, ორგანიზმის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ. სტაფილოს წვენი სასარგებლოა მიოკარდის ინფარქტის პირველ დღეებში, ფეხმძიმე ქალთათვის, სისხლნაკლებობისა და გასტრიტის დროს.


ნიორი

ყველასათვის ცნობილია როგორც ვირუსსაწინააღმდეგო საშუალება, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ ის ეფექტურად ზემოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებზე. აზოტის ოქსიდი, გოგირდწყალბადი – ეს ის სასაწაულმოქმედი ნივთიერებებია, რომელსაც არტერიული წნევის დარეგულირების უნარი შესწევს, ამცირებს ზედმეტად მომატებულ სისხლძარღვოვან ტონუსს. ამასთან, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ანადგურებს ტვინში კიბოს გამომწვევ მიზეზს – გლიობლასტომის უჯრედებს. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კლავს კუჭის წყლულის გამომწვევ მიზეზს – ჰელიკობაქტერიას, ანადგურებს ჭიებს, დიფტერიისა და ტუბერკულიოზის ჩხირებს.


ბროკოლი

მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. მასში დიდი რაოდენობითაა რკინა, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი და კალციუმი. ცნობილი საშუალებაა კიბოს, სიმსუქნისა და წყლულის წინააღმდეგ. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების, თავისუფალი რადიკალებისა და შლაკების გამოდევნას.


ყურძენი

ყურძნის ნაყოფში ბევრია წყალი, აზოტოვანი ნივთიერებები, შაქარი, უჯრედისი, ორგანული მჟავები, პექტინოვანი ნივთიერებები. ახასიათებს შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება. რეკომენდირებულია ანემიის, კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით გამოწვეული გასტრიტის, ბრონქული ასთმის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. ყურძენი ანტიტოქსიკური საშუალებაა. სასარგებლოა ჰიპერტონიის შემთხვევაში.


ანანასი

დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას. შეიცავს დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს, როგორიცაა: მაგნიუმი, კალიუმი, იოდი. ანანასი დაბალკალორიული პროდუქტია და დახმარებას უწევს წონის ჯანსაღად დაკლების პროცესს ფერმენტ ბრომელინის წყალობით, რომელიც ცხიმებს შლის.


ლიმონი

ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პროდუქტია; ამ ციტრუსის რბილობი შეიცავს ორგანულ მჟავებს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს, ფლავონოიდებს. ლიმონის ნაყოფი ვიტამინების წყაროა. კლავს წყურვილს, აქვს დამამშვიდებელი და ღებინების საწინააღმდეგო თვისება. ლიმონს იყენებენ დიათეზის, შეშუპების, თრომბოფლებიტის დროს. პროთრომბინის მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში ხმარობენ როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას.


ბრიუსელის კომბოსტო

შეიცავს დიდი რაოდენობის კალიუმის, მაგნიუმის, რკინის მინერალურ მარილებს, ადვილად შესათვისებელ ცილებს, ვიტამინებს, კაროტინს, უჯრედისს, ფერმენტებს. იგი ძვირფასი დიეტური პროდუქტია. მინერალური მარილების დიდი შემცველობის გამო სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ, აძლიერებს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ამიტომ სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. დადებითი ეფექტი აქვს კიბოს პრევენციისას.



მწნილები და სხვა ფერმენტირებული პროდუქტები წარმოადგენენ პრობიოტიკებს, რომელიც უნდა შეიტანოთ თქვენს მენიუში.


ყვავილოვანი კომბოსტო

მაღალი ხარისხის დიეტური საკვებია. შეიცავს საკმაო რაოდენობით აზოტოვან ნივთიერებებს, რომელიც წარმოქმნის ადვილად შესათვისებელ ცილებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს. ყვავილოვანი კომბოსტო დიდ როლს ასრულებს საჭმლის მონელებაში. რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. შეგიძლიათ პურის ნაცვლად მიირთვათ.


გრეიფრუტი

გრეიფრუტი შეიცავს ცხიმების დამწველ ნივთიერებებს: ინოზიტოლს და პექტინს. ხელს უწყობს საკვების მონელებას და ღვიძლის აქტივაციას. ამას გარდა, ის არეგულირებს სისხლძარღვების მუშაობას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ახდენს ნერვიული სისტემის ტონიზირებას, ეხმარება აპათიის დაძლევაში, ამახვილებს ყურადღებასა და მეხსიერებას, ხსნის დაღლილობას. ზოგადად მას ყველაზე სასარგებლო ციტრუსად მიიჩნევენ.
გრეიფრუტს მწარე გემოს აძლევს ფლავონოიდ ნარინგინი, რომელსაც შეიცავს მისი კანი. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების გამტარიანობას და ელასტიურობას, აძლიერებს კაპილარებს, ამიტომ გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ძალიან სასარგებლოა ასევე მისი თესლი – ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. მიიღეთ კვირაში 2 ცალი პროფილაქტიკის მიზნით.


წყალმცენარე

წყალმცენარე ლამინარია მდიდარია მინერალებით, ვიტამინებით, ცილებით, ანტიოქსიდანტებით... მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებასა, აფართოვებს სისხლძარღვებს, რაც მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევისთვის. ადამიანებს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ზღვის კომბოსტოს, შეუძლიათ 15%-ით შეამცირონ სისხლში ქოლესტერინის დონე.


კიტრი

კიტრი 90% წყლისგან შედგება, რაც პოზიტიურად მოქმედებს სახის კანზე და მას ჯანმრთელსა და ახალგაზრდულ იერს აძლევს. მასში ფართოდაა წარმოდგენილი კაროტინი, ვიტამინები, მიკრო და მაკროელემენტები: კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ფოსფორი, გოგირდი, იოდი... შეიცავს ჰექტონოვან ნივთიერებებს და უჯრედისს, რაც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. დიეტური საშუალებაა ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიების დროს.


ოხრახუში

ოხრახუში ხელს უწყობს ნაწლავების დეტოქსიკაციას. შეიცავს კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, მინერალურ მარილებს, ფლავონოიდებს, ცილებს, ნახშირწყლებს, პექტინებს, ეთერზეთებს. სიმსუქნის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგია ძირებისა და თესლის ნახარში. ნედლი ოხრახუშის წვენი არეგულირებს თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის სეკრეციას, დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციებს.


მანგო

მანგო აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, ასუფთავებს მსხვილ ნაწლავს. შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი ახლად გამოწურული წვენი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, არაჩვეულებრივი საშუაქლებაა ათეროსკლეროზის და კიბოს პროფილაქტიკისთვის მასში შემავალი ანტიოქსიდანტების წყალობით.


ისპანახი

ისპანახში აკუმულირებულია ბევრი მნიშვნელოვანი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. შეიცავს ბევრ ცილას, კაროტინს, ვიტამინების საბადოა. ასევე, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს, ნახშირწყლებსა და მინერალურ ნივთიერებებს –რკინას, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს. რკინის შემცველობის გამო კარგია ანემიის დროს, საპონინების მოქმედებით ძლიერდება ნაწლავების პერისტალტიკა და საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეცია, კარგად მოქმედებს ყაბზობისა და მეტეორიზმის დროს. ისპანახის მიღება ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის ალბათობას.


ფორთოხალი

ფორთოხლის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ლიმონის მჟავას, ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, ფიტონციდებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორის მინერალურ მარილებს. ფორთოხლი ნაყოფში არსებული პექტინების წყალობით აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას, ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ამცირებს ლპობის პროცესებს. სასარგებლოა საჭმლის მონელებისათვის, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემისათვის.


პაპაია

პაპაია დაბალკალორიული დიეტური საკვებია, რომელიც მსხვილი ნაწლავიდან დევნის ტოქსინებს. მისი მიღება პოზიტიურად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ეფექტურია სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების მკურნალობის პროცესში – შეიცავს პაპაინს, რომელსაც კიბოს სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად იყენებენ.


1
9060
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
9060
  
2016, 3 ოქტომბერი, 11:03
ძალიან საინტერესოა!
0 1 1