x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
უცნაური ობიექტი კავკასიონზე

image

image

ეს უცნაური ნაგებობა ე. წ. «გერმანულ აეროდრომზე» მდებარეობს, იალბუზის ჩრდ. ფერდობზე, ზღვის დონიდან 3 000 მ-ზე და მის სიახლოვეს ასეთი ღია ფერის ქანები არ მოიპოვება. ვინ, როდის და ყველაზე მთავრია, რატომ შექმნა ეს «ლაბირინთი» – დღემდე საიდუმლოდ რჩება.

რამოდენიმე წლის წინ ამ ადგილზე მსგავსი არაფერი ყოფილა. ე. ი. ის უკანასკნელი 3-4 წლის მანძილზე არის შექმნილი.
იალბუზი (5642 მ.) – კავკასიონის და ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალია და ის ზამთარ-ზაფხულ ყინულით და თოვლით არის დაფარული. მისი ორი გუმბათიდან, საუკუნეების მანძილზე, 25 მყინვარი და ათასობით თოვლის ზვავი ეშვება.

image

image
ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, მას შემდეგ, რაც ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, ხოლო პრომეთემ დაუბრუნა და ცეცხლის შენახვა ასწავლა, ზევსი გაბრაზდა და პრომეთეს კავკასიონის ერთ-ერთ კლდეზე მიეჯაჭვა ბრძანა. ერთი ვერსიით, სწორედ იალბუზი არის ის მთა, რომელზეც გოლიათი იყო მიჯაჭვული და ტანჯვისთვის განწირული.

imageII მსოფლიო ომის დროს, 1942 წელს, მაშინ, როდესაც სტალინგრადისთვის ბრძოლა მიდიოდა, გენერალმა რუდოლფ კონრადმა (გერ. Rudolf Konrad), გერმანული მთავარსარდლობისგან, მოულოდნელი ბრძანება მიიღო – ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალის დაპყრობის მოთხოვნით.

1942 წ. შემოდგომაზე, იალბიზის ირგვლივ ტრიალებდნენ და მშრალ ტბაზე, ე. წ. «გერმანულ აეროდრომზე», იმ დროისთვის, უცნაური ორკორპუსიანი თვითმფრინავები სხდებოდნენ და იქიდან თეთრებში ჩაცმული, ვიწროსახიანი, შავგვრემანი ადამიანები გამოდიოდნენ. მათი ტანსაცმელი ძალიან ჰგავდა სამონასტრო სამოსს. ამ ადამიანებს, ყველგან და ყოველთვის, SS-ის ფორმიანი სამხედრო პირები დაჰყვებოდნენ.

რა იყო ისეთი იალბუზზე, რამაც ფაშისტების ინტერესი გამოიწვია? თან გაცხარებული ომის დროს, სტალინგრადის ფრონტიდან საკმაოდ მოშორებით, იმ დროს, როდესაც II მსოფლიო ომის ბედი წყდებოდა?!

რა თქმა უნდა, III რაიხის სამხედრო სტრატეგებს თავისი ინტერესი ჰქონდათ კავკასიაში. თუნდაც, მოლიბდენის და ვოლფრამის საბადოები, რომლითაც იალბუზის მიდამოები მდიდარია. მაგრამ, იმ მომენტში ეს გერმანელების ინტერესის სფეროში არ შედიოდა. კავკასაში ჩამოსულმა გერმანულმა სამთო დივიზიამ მხოლოდ ნაცისტური დროშები აღმართა მთის მწვერვალებზე და უკან დაბრუნდა. რისთვის აღმართეს დროშები? იქნებ კავკასიაზე საკუთარი ხელისუფლების დამყარების ან იქნებ, მთელს მსოფლიოზე ბატონობის ნიშნად?

სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ალპინისტებმა იალბუზზე გერმანელების «ხელისუფლების სიმბოლო» ჩამოაგდეს და საბჭოთა დროშა ათმართეს.
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, დღემდე უცნობია, რა მისიით იყვნენ გერმანელები კავკასიის მთებში! მაგრამ ცნობილია, რომ II მსოფლიო ომის დამთავრებიდან – 60-იან წლებამდე, იალბუზის მთისპირეთის ჩრდ. ნაწილში დახურული ზონა იყო. მასში არ უშვებდნენ ტურისტებს, გეოლოგებს, არქეოლოგებს და მწყემსებსაც კი! აკრძალვა ჯერ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატიდან მოდიოდა (რუს. НКВД), ხოლო შემდეგ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტიდან (რუს. КГБ).


image


ამ ადგილს არც დღეს სტუმრობს ბევრი ადამიანი და უცნობია, თუ როგორ გაჩნდა, სწორედ ამ მისტიკურ ადგილზე, ეს ახალი და უჩვეულო ობიექტი.

2
3798
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3798
  
2016, 15 ნოემბერი, 22:33
ნასკას ნახატებს გავს
2016, 4 ოქტომბერი, 23:16
გასაგიჟებელია!!!!
0 1 2