x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სექსი და ჯანმრთელობა-10 ფაქტი


image

სიახლე არაა და მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ რეგულარული სექსუალური
ცხოვრება სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.სასიყვარულო ურთიერთობა
ეფექტურია ონკოლოგიური დაავადებების, თავის ტკივილის, გულ-სიხლძარღვთა და
ფილტვების დაავადების წინააღმდეგ.ამის გარდა სექსის წყალობით ადამიანის
ტვინის უჯრედებში წარმოიქმნება ახალი უჯრედები.

თუმცა სექსუალური აქტივობა გავლენას ახდენს კიდევ ბევრ ადამიანისთვის სასარგებლო ჯანმრთელობის ასპექტებზე.



1-სექსი-სტრესის წინააღმდეგ.-სექსის შემდეგ ეცემა
სისხლის წნევა და მაღლდება სტრესის წინააღმდეგ მდგრადობა.ამ დასკვნამდე
შოტლანდიელი მეცნიერები მივიდნენ.(ექსპერიმენტში 24 ქალი და 22 კაცი
მონაწილეობდა.)



2-სექსი ამაღლებს იმუნიტეტს-უილკსის უნივერსიტეტის
პროფესორებმა(შტატი პენსილვანია) აღმოაჩინეს პირდაპირი კავშირი სექსსა და
ანტისხეულების მომატებას შორის, რომელსაც იმუნოგლობილინი
ეწოდება.ექსპერიმენტებმა დაამტკიცა, რომ იმ ადამიანებში, რომლებსაც
რეგულარული სექსი აქვთ, ანტისხეულების რაოდენობა უფრო
მეტია.(ექსპერიმენტში 112 სტუდენტი მონაწილეობდა)



3-სექსი წვავს კალორიებს-სექსით დაკავება ეს ფიზიკური
ვარჯიშია.ამ დროს იწვება 85 კალორია..შეიძლება ეს ცოტად მოგეჩვენოთ..მაგრამ
40-ჯერ სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ თქვენ დაიკლებთ 0.5
კილოგრამს(3500კალორია).


4-სექსი ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებს-შუა
ხანს გადაცილებულ მამაკაცებს ხშირად ჰგონიათ, რომ გაძლიერებულმა
სქესობრივმა ცხოვრებამ შესაძლოა ინსულტი გამოიწვიოს..ეს მცდარი
მოსაზრებაა..პირიქით მამაკაცებს, რომლებსაც კვირაში ერთხელ მაინც აქვთ
სექსი, ბევრად უფრო ნაკლები შანსი აქვთ "აიკიდონ" ინფარქტი ან ინსულტი.



5- სექსი ამაღლებს თვითშეფასების უნარს-ეს გახლავთ დასკვნა რომელიც ტეხასის უნივესიტეტის სწავლულებმა გამოაქვეყნეს.



6-სექსი მყარი ოჯახის საწინდარია-სექსი და ორგაზმი
აძლიერებს სისხლში ოქსიკოცინის ნეიორემედიატორს, რომელიც პასუხობს
ურთიერთნდობის და შეჩვევის პროცესს.პიტსბურგის და ჩრდილოეთ კაროლინის
უნივერსიტეტებში ჩაატარეს ექსპერიმენტი 59 ქალზე, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო
ხშირად აქვთ ქალებს სასიყვარულო ურთიერთობა პარტნიორ მამაკაცებთან, მით
უფრო მაღალია სისხლში ოქსიკოცინის დონე.

image


7-სექსი ტკივილს ახშობს-ოქსიკოცინი ენდორფინების სტიმულაციას ახდენს, რომელიც ტკივილს ამცირებს.
მაგალითად, თუ სექსამდე თავის ტკივილი გქონდათ, სექსის შემდეგ
ოქსიკოცინის გამოყოფის წყალობით შეიძლება ტკივილი საერთოდ ან ნაწილობრივ
გაგიქრეთ.



8-სექსი ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის ალბათობას-ავსტრალიელი
მეცნიერების დასკვნით მამაკაცები, რომლებსაც 20 წლის ასაკიდან მოყოლებული
კვირაში საშუალოდ 5 ან მეტჯერ ჰქონდათ ეაკულაცია, ასაკში შესვლისას სხვა
მამაკაცებთან შედარებით 3-ჯერ უფრო ნაკლებად ავადდებიან პროსტატის კიბოთი.

image




9-სექსი მენჯის ძვლის კუნთებს ამაგრებს-ხშირად
სიბერეში ადამიანებს შარდშეუკავლობა აწუხებთ და რეკომენდაციას აძლევენ
კეგელის ვარჯიშები ჩაიტარონ...თუმცა რეგულარული სექსის დროს სწორედ ის
კუნთებია დატვირთული, რომელზედაც არნოლდ კეგელი იძლეოდა რეკომენდაციას.



10-ძილი-ოქსიტოცინი უკვე მესამედ ვახსენეთ, იგი
დადებითად მოქმედებს ჯანსაღ ძილზე.ხოლო ჯანმრთელი ძილი არტერიული წნევის და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას ახდენს.

1
870
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
870
  
2016, 29 სექტემბერი, 17:53
გაიგეთ გოგოებოოოოო? კალორიებს წვავსო
0 1 1