x
მეტი
  • 18.06.2018
  • სტატია:77921
  • ვიდეო:330656
  • სურათი:433823
ქილერი მეოთხე განზომილებიდან (ნამდვილი ამბავი)

image

image

ეს ისტორია 2003 წლის აგვისტოში დაიწყო. ამერიკის ყვალა წამყვანი გაზეთის კრიმინალური გვერდი, კვირაზე მეტ ხანს, ვილჰელმ ხერდერის საიდუმლოებით მოცულ მკვლელობას აშუქებდა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ სროლა გვერდით მდებარე სახლიდან მოხდა და 2 ტყვიამ, რაღაც გაურკვეველი, წარმოუდგენელი ხერხით, კედელში გაიარა და ხერდერს მოხვდა.
და მართლაც, ყველაფერი იმდენად უცნაურად გამოიყურებოდა, რომ ნამდვილად დეტექტიურ რომანს მოგაგონებდათ. მოკლეს ერთი საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ამერიკის მოქალაქე, რომელიც იმ მომენტისთვის 92 წლის იყო. მისი გვამი, 2003 წლის 15 აგვისტოს, ქ. ბოსტონში, საკუთარი სახლის სამუშაო კაბინეტში აღმოაჩინეს.

ოთახი, რომელშიც ბატ. ხერდერი მოკლეს, სახლის მესამე სართულზე, ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. მას ფანჯრები არ ჰქონდა, ხოლო მზის შუქი, სპეციალური მინით გაკეთებული ჭერიდან შედიოდა.

მოხუცის სიკვდილის მიზეზი ორი ჭრილობა გახდა – ერთი ტყვია თავში მოხვდა, მეორე – გულში. ორივე ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო და მომენტალურ სიკვდილს გამოიწვევდა.
ერთ-ერთი გამოცანა, ამ საქმესთან დაკავშირებით, რომელმაც ექსპერტები საგონებელში ჩააგდო, სწორედ ტყვიებს უკავშირდებოდა: ტყვიები ელექტრუმისგან (ოქრო, 25-50% ვერცხლის შემცველობით) იყო დამზადებული. სუფთა ვერცხლი რომ ყოფილიყო, იფიქრებდნენ, რომ ვიღაცას მსხვერპლი ვამპირი ეგონა და ასეთი ეკზოტიკური ხერხით გადაწყვიტა მისი მოკვლა, მაგრამ ტყვია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქროსაც შეიცავდა და ჩვეულებრივ, ასეთი ნაერთი, განსაკუთრებული სიმაგრით არ გამოირჩევა და აქ ისმის კითხვა, რატომ უნდა გამოეყენებინა მკვლელს ლითონი, რომელსაც დეფორმაციის მიღება და დასახული მიზნის შესრულებაში ხელი შეშლა შეეძლო?
თუმცა, არც ეს იყო ყველაზე მთავარი. ბალისტიკურმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ტყვია 12 მმ-იანი კალიბრის იარაღიდან იყო ნასროლი და მსგავსი იარაღი საერთოდ არ ფიგურირებდა ბალისტიკურ ბაზაში.

გარდა ამისა, არც სიკვდილის გარემოება იყო ნათელი: 13 სთ. და 45 წთ-ზე ვილჰელმ ხერდერი თავის კაბინეტში შევიდა. მისი მდივანი, ჯონ პიტერსი, კაბინეტის წინ მდებარე, ოთახში იყო და როგორც თავად ამბობდა, იქიდან არ გასულა. ზუსტად 15 სთ-ზე, კაბინეტში მოსამსახურე შევიდა, რომ ტრადიციულად, ისე როგორც ყოველთვის, მისთვის ხილის წვენი მიეტანა და სწორედ მან აღმოაჩინა ძირს დავარდნილი გვამი. მაშინვე პოლიციას გამოუძახეს, რომელიც 8 წუთში ადგილზე მივიდა. მაგრამ, გამოძიება დაწყებისთანავე ჩიხში შევიდა, რადგან გაურკვეველი იყო, თუ როგორ მოკლა ბოროტმოქმედმა ხერდერი.
ფანჯრიდან სროლა გამორიცხული იყო, ამ უკანასკნელის არ არსებობის გამო. მინის სახურავის დეტალურად დათვალიერების შემდეგ, არანაირი დაზიანება აღმოჩენილი არ იყო და საერთოდ, სახლი ისე იყო განლაგებული, რომ ზემოდან სროლა, მხოლოდ საჰაერო ბუშტიდან ან ვერტფრენიდან თუ შეიძლებოდა. მაგრამ, იმ დღეს, მსგავსი ტიპის საფრენი აპარატი, ახლო-მახლოს, არავის დაუფიქსირებია. და არც მკვლელობის იარაღი ჩანდა სადმე.
მოწმეების დაკითხვის დროს გაირკვა, რომ მდივანი პიტერსი, რომელიც მკვლელობის მომენტში ყველაზე ახლოს იყო მსხვერპლთან, ამერიკის სპეცსამსახურის აგენტი იყო და სწორედ მათი დავალებით იმყოფებოდა ხერდერთან. გარდა ამისა, პიტერს 9 მმ-იანი პისტოლეტი ჰქონდ და არა 12-იანი.
შესწავლილი იყო დაცვის სისტემის ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც არც წაშლის და არც მონტაჟის კვალი არ იკითხებოდა და სახლში უცხო პირის შესვლა ან გამოსვლა არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, დადგინეს, რომ მდივანი მართლაც არ შესულა ხერდერის სამუშაო კაბინეტში და შენობის სპექტრალური ანალიზის შედეგად, არც დანაშაულის იარაღი უპოვიათ.
პირველადი ძიების შედეგად, მხოლოდ ორი რამის დადგენა მოხერხდა: რადგან ჭრილობის ირგვლი დენთის კვალი მინიმალური იყო, სროლა 300-350 მ-იდან უნდა განხორციელებულიყო და გაირკვა სროლის მიმართულებაც. იმ მიმართულებაზე კი, კაბინეტის კედლის მიღმა, კიდევ ერთი ოთახი იყო და იმის იქით – სახლის გარე კედელი. კედლებშ, რა თქმა უნდა, ნატყვიარი ვერ აღმოაჩინეს და საერთოდ, ტყვია როგორ გაივლიდა რამდენიმე კედელს?
მიუხედავად უპერსპექტივო ვერსიისა, მაინც გადაწყვიტეს, ძიება სწორედ ამ მიმართულებით გაეგრძელებინათ და სახლის ჩრდ-ით, 350 მ-იან პერიმეტრში, ყველაფერი დეტალურად შეისწავლეს.
აღნიშნულ ზონაში, ხერდერის სახლის მეზობლად, სახლი მდებარეობდა, რომლის მეპატრონეები ერთი თვის წინ სხვაგან გაემგზავრნენ და სახლი, იმ მომენტისთვის, დაკეტილი იყო. ჩხრეკის ორდერის აღების შემდეგ, პოლიციელები სახლში შევიდნენ და... ოთახში, რომლის ფანჯრებიდანაც მსხვერპლის სახლი ჩანდა, იმის იდენტური დენთის კვალი აღმოაჩინეს, რაც ტყვიებზე და მსხვერპლის გვამზე იყო. ეს ყველაფერი იმდენად უცნაურად გამოიყურებოდა, რომ საქმეში აშშ-ს ფედერალური სამსახური ჩაერთო, ხოლო ადგილობრივი პოლიცია ძიებას ჩამოაშორეს.
თუმცა, იუჯინ კეინმა, ჟურნალისტმა, რომელიც ამ მკვლელობის ფაქტს პირველივე დღიდან აშუქებდა, ჟურნალისტური გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა. მას უნდოდა გაერკვია, თუ ვინ იყო ბატონი ხერდერი და ვის შეიძლებოდა ის მოეკლა?

და აი, რა გაარკვია:
ვილჰელმ ხერდერი ამერიკაში არ იყო დაბადებული. ის აშშ-ში 1945 წ. აგვისტოში ჩავიდა და ახალ სამყაროში გადასახლებამდე, მას ბარონ ვილჰელმ ფონ ხერდერსად იცნობდნენ. ხოლო პროფიით, ბარონი იარაღის ცნობილი კონსტრუქტორი იყო და 40-იან წლებში, მესამე რაიხიში მუშაობდა.
1940 წელს ფონ ხერდერს ვერმახტის ტანკების ზარბაზნებით აღჭურვა შესთავაზეს. ბარონმა შექმნა იარაღი, რომელსაც შემდგომში, А-1 უწოდეს. ის ანალოგიური იარაღისგან იმით განსხვავდებოდა, რომ ჭურვებს მეოთხე განზომილებიდან* ისვროდა. თეორიულად, ამ ეფექტის მიღწევა, ლულის შიგნით, ჭურვის ბზრიალით, მის არასტაბილურ მდგომარეობამდე მიყვანით შეიძლება, რის შემდეგაც, შესაძლებელია სპონტანური გადასვლა მეოთხე სივრცით განზომილებაში.image

მეოთხე განზომილება* – არის კომპლექსური კავშირი დროსა და სივრცეს შორის, რომელიც სამყაროს მოწყობის არსს და მატერიის თვისებებს განსაზღვრავს, მისი ინფორმაციულ–ენერგეტიკული ფორმირების ყველა დონეზე.

მეოთხე განზომილება არის ერთიანი სამყაროს ნაწილი, სადაც უსასრულო თანამიმდევრობით არის განლაგებული ყველა განზომილების მოდიფიკაცია, მათ შორის ისიც, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

მეცნიერთა ორმა ჯგუფმა, აშშ-დან და ევროპიდან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ეფექტი, რომელიც ჩვენს რეალობაში, მეოთხე განზომილების გავლენით მიიღება. ეს ექსპერიმენტები დაფუძნებულია კვანტურ მექანიზმზე, რომლის აღმოჩენისთვის, 2016 წელს ნობელის პრემია გაიცა ფიზიკის დარგში (დევიდ ტაულესი (David James Thouless), მაიკლ კოსტერლიტცი (John Michael Kosterlitz) და დანკან ჰელდანი (Frederick Duncan Michael Haldane)–«ტოპოლოგიური გადასვლის და მატერიის ტოპოლოგიური ფაზების თეორია»). ამით ორი კონტინენტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეოთხე განზომილება რეალურად არსებობს!

როგორც ექსპერიმენტში მონაწილე ერთ-ერთმა მეცნიერმა, მ. რეხტსმენმა აღნიშნა, «ფიზიკურად ჩვენ არა გვაქვს მეოთხე განზომილება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ის მივიღოთ... და სხვადასხვა კონტინენტზე ჩატარებული ექსპერიმენტები არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთ – უფრო პიტიქით, ერთმანეთს ავსებს».

image

ხერდერის მიერ შექმნილი ზარბაზნის გამოცდამ აჩვენა, რომ მას მხოლოდ 5-ჯერ სროლა შეეძლო და შემდეგ ლულა სკდებოდა. ამიტომ, მისი მასობრივი წარმოება არ მომხდარა და დროებით დაივიწყეს კიდეც. ზარბაზნის შესახებ მხოლოდ 1942 წელს გაიხსენეს, როდესაც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელისუფლების განადგურება გადაწყვიტა. გერმანელი აგენტებისთვის ცნობილი იყო მოსკოვის მეტროპოლიტენში არსებული თავდაცვის ფარული ობიექტების შესახებ, რომლებსაც იმდენად სქელი და გამძლე კედლები ჰქონდა, რომ ყველაზე დიდი ავიაბომბაც კი ვერაფერს დააკლებდა.
და მაშინ, ყველაზე ცნობილ კონსტრუქტორს, ბარონ ფონ ხერდერს დავალება მისცეს: მას ავიაბომბა უნდ აშეექმნა, რომელიც მეოთხე განზომილების გამოყენებით, თავისუფლად გაივლიდა ბომბსაფარის რკინა-ბეტონის კედლებს.
ზარბაზნის ჭურვისგან განსხვავებით, ავიაბომბის ვარდნის სიჩქარე მნიშვნელოვნად დაბალი არის, რაც სამუშაოს ურთულებდა ფონ ხერდერს. მან სამი წელი იმუშაობდა პროექტზე და შექმნა ბომბის პროტოტიპი, რომელსაც В-4 უწოდა. მის ახალ ქმნილებას ნებისმიერი ბარიერის გავლა შეეძლო და ცხრაასკილოგრამიანი საბრძოლო მუხტის, 50 მ სიღრმეზე ჩატანა. მაგრამ, უკვე ძალიან დაგვიანდა... 1945 წელს გერმანიას უკვე აღარ შეეძლო ხერდერის იდეების განხორციელება.
მოკავშირეების გამარჯვების შემდეგ, ხერდერი, სხვა სპეციალისტებთან ერთად, ამერიკაში გადაიყვანეს და ყველა პირობა შეუქმნეს კვლევების გასაგრძელებლად. რადგან ასეთ გამომგონებელზე უარის თქმა, ყველაზე დიდი სისულელე იქნებოდა ამ ქვეყანაზე.
ხერდერმა გაამართლა ამერიკელების იმედები. ბევრი მისი გამოგონება დანერგა აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში და სწორედ მისი შრომების საფუძველზე შეიქმნა ავიაბომბი, რომელმაც 2003 წ. ამერიკა-ერაყის ომის დროს, სადამ ჰუსეინის მიწისქვეშა თავშესაფარი გაანადგურა. იატაკქვეშეთში გადასულმა ჰუსეინმა შურისძიება გადაწყვიტა და მისი სამიზნე, რა თქმა უნდა, ვილჰელმ ხერდერი იყო.
იუჯინ კეინმა შეისწავლა რა საქმის დეტალები, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ცნობილ გამომგონებელს, შეეძლო შეექმნა პისტოლეტი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა მეოთხე განზომილებიდან სროლა და ის, სავარაუდოდ, მხოლოდ ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს უნდა ჰქონოდათ. სწორედ ამიტომ იყო, რომ 12 მმ-იანი კალიბრი არ აღმოჩნდა იარაღის ბალისტიკურ ბაზაში. ხოლო ის, თუ როგორ აღმოჩნდა აღნიშნული იარაღებიდან ერთ-ერთი, ვილჰემ ხერდერის მტრის ხელში, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარც ჰქონდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ფედერალური ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა, რომელიც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, კითხვაზე იარაღის შესახებ, რომელიც მეოთხე განზომილებიდან ისვრის, განაცხადა, რომ კომენტარი არ იქნებოდა. რაც ფედერალების სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს. რადგან, როდესაც ჟურნალისტი, ტყუილს ან დეზიმფორმაციას ავრცელებს, კომენტარი ყოველთვის არის, ხოლო თუ სიმართლეს წერს – ის ქრება...

7
326
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
326
  
მე მჯერა, არაერთხელ გამიგია ამბები, წლების წინ დაკარგული თვითფრინავის ან გემის გამოჩენის და ისევ გაქრობის შესახებ. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, მაგ თოფის ვერაფერი გავიგე : ( ალბათ, სამაგისოდ, შესაფერის განათლება არა მაქვს :)
დიდი მადლობა ყველას შეფასებისთვის გაიხარეთ!!!
10 მარტი, 9:46
რით ვერ გაიგეთ? რა აინტერესებს და რა ფერის ტრუსიკი აცვია თაკო ვაშალმიძეს :)
10 მარტი, 0:45
ოოოო, რა საინტერესო იყოოოო....ფუ, ჯანდაბა...ახლა ვნახე. 65 ნახვა რაააააა, ეს!!!! რა აინტერესებს ამ საზოგადოებას, ვგიჟდები რაააა
9 მარტი, 23:19
რა საინტერესო იყო...ნეტავ მართლა არსებობს " მეოთხე განზომილება?:
მადლობა, კომენტარისთვის
9 მარტი, 16:06
ძალიან "მაგარი" სტატიაა..., რომ შემეძლოს 1000 ლაიქს დავუწერდი...
0 1 7