x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არჩევნების მოახლოებასთან ერთად "დუღილის ტემპერატურამ" მოიმატა და ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი მანკიერი მხარე გამოაჩინა

image არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იმატა პროვოკაციებმა, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ, სატელევიზიო სტუდიებში მოწინააღმდეგე პარტიების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტურმა სიტუაციებმა და ცემა–ტყეპამ.
რაც ჩემი როგორც რიგითი ამომრჩევლის თვალში არცერთ ამ კონფლიქტურ სიტუაციაში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს არაფერს არ მატებს, უფრო პირიქით ამით მათ ელახებათ იმიჯი.
მეორე და უსაზიზღრესი გამოვლინება პოლიტიკური ბრძოლისა რასაც ვხედავ ესაა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სურათებზე საღებავის გადასხმა ან სულაც ჩამოფხრეწა, ეს არაა პოლიტიკური ბრძოლის სწორი ფორმა და სწორი ხერხი.
გაქვს ამბიცია მოხვიდე როგორც გამარჯვებული პარტია, პოლიტიკური ბლოკი ან პოლიტიკური კოალიცია კეთილი ინებე და შენს წევრებს და შენს მომხრეებს მკაცრად აუკრძალე ისეთი მოქმედება რაც პარტიას თუ კოალიციას დააზარალებს და მათ სახელს გაუუტეხს.
ამდენი მივარდნა ოფისებში, ამდენი ოფისების ღამით დარბევა, ამდენი კონფლიქტი პოლიტიკური ნიშნით უკვე ამაზრზენი ხდება.
ამომრჩეველიც იბნევა, გასაგებია წინასაარჩევნო პერიოდში მუდამ დაპირებების ბუმია, მაგრამ დროა საქართველოს მოქალაქეებმა ისწავლონ სწორი დასკვნის გაკეთება უახლესი წარსულიდან და არჩევანი გააკეთონ ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის საჭირო გამოცდილ და კეთილსინდისიერ პარტიაზე ან კოალიციაზე.
მე აქ ვერავის ვერ ვურჩევ თუ ვის მისცენ ხმა, ეს უკანონობაც იქნებოდა და არაეთიკურიც ჩემი მხრიდან, მაგრამ თითოეულ ამომრჩეველს გირჩევთ ხმა მისცეთ მაჟორიტარი დეპუტატობის იმ კანდიდატებს ვინც აქამდე სუფთა სახელით და კარგი პოლიტიკური წარსულით მოვიდა.
პ.ს
მე არა ვარ გარკვეული და ჩახედული პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ბანერის ან დეპუტატობის კანდიდატის სურათების განადგურებაზე კანონი რას ითვალისწინებს, მაგრამ ცალსახად ჩანს და ვფიქრობ ჯერ არავინ დასჯილა, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები მსგავსი ვანდალიზმის ფაქტებს.

7
49
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
49
  
2016, 28 სექტემბერი, 22:46
რა თქმა უნდა, პირადი ნომრის გარეშეც შეიძლება ჩვეულებრივი გამოკითხვების წარმოება და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ ეს ვიგულისხმე მთელი ამდენი მიმოწერის მანძილზე მხედველობაში სწორედ, რომ...
2016, 28 სექტემბერი, 21:37
არავის არა აქვს უფლება მოითხოვოს ამომრჩევლის პირადობის მოწმობა!!!
2016, 28 სექტემბერი, 15:03
კანონდარღვევით რატომ? მე ისინი მყავს მხედველობაში, ვინც ჩვეულებრივ, სტანდარტულ და ნებაყოფლობით გამოკითხვას აწარმოებს, სადაც არცერთი მოქალაქის პირადი ნომერი არ ფიგურირებს და გამოკითხვაც საკუთარი ნებით მოხდება. კანონდარღვევას რომ ჰქონდეს ადგილი, მაგ ფაქტს მეც არ მივესალმებოდი.
2016, 28 სექტემბერი, 13:08
ვინც არ უნდა იყოს ჩემს ხარჯზე კანონდარღვევით ერთ თეთრსაც კი ვერ მიიღებს-ეს ჩემი პრინციპია, ის რომ აქ ზოგიერთებს ვეხმარებოდი და ვეხმარები არ ნიშნავს იმას, რომ მე კანონს დავარღვევ იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ ვიღაცამ 10 ლარი მიიღოს.
2016, 28 სექტემბერი, 11:35
ყველა პარტიის წარმომადგენლები არ ითხოვენ პირადობას. იმ გოგო-ბიჭებმაც რა ქნან? დაუსაქმებელნი არიან და შანსი მიეცათ დროებითი სამსახურის, სადაც ანაზღაურებაც მისაღებია.
2016, 27 სექტემბერი, 21:41
მეც ასე ვარ, დადიან თინეიჯერი გოგო-ბიჭები და რაღაც სიები დააქვთ, თან პირადობის მოწმობებს ითხოვენ, სათითაოდ მივაბრუნე ყველა უკან.
2016, 27 სექტემბერი, 17:56
სიფათების დანახვაც კი აღარ მინდა მაგათი..უკვე კარგა ხანია აბსოულტურად გულგრილი ვარ და საერთოდ აღარ მაინტერესებს
0 1 7