x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ხილის ფლავი გოგრაში
image
ინგრედიენტები:

3 ჭიქა თეთრი ბრინჯი

1 დიდი გოგრა (5-6 კგ)

2 ვაშლი


200 გრამი ქიშმიში

200 გრამი გარგლის ჩირი

200 გრამი ქლიავის ჩირი

5 სუფრის კოვზი შაქარი

75 გრამი ნაღების კარაქი

2 სუფრის კოვზი ზეთი

მარილი გემოვნებით



მომზადების წესი:

1. გოგრას მოვაჭრათ ზედა ნაწილი და კოვზით ამოვფხიკოთ თესლი და ბოჭკო. რბილობი დავსეროთ დანით, გოგრაში ჩავასხათ ადუღებული წყალი, დავახუროთ თავისივე მოჭრილი ნაწილი და გავაჩეროთ სანამდე წყალი არ გაცივდება ბოლომდე.

2. ვაშლები გავთალოთ და დავჭრათ წვრილ ნაწილებად. ქიშმიში, ქლიავის ჩირი და გარგრის ჩირი კარგად გავრეცხოთ თბილი წყლით, დავყაროთ თასზე, შეურიოთ დაჭრილი ვაშლი და გადაურიოთ ერთმანეთში, დავაყაროთ შაქარი და ისევ გადაურიოთ.

3. ბრინჯი დავყოთ დაახლოებით 3 ნაწილად. გოგრაში ფენა ფენად მოვათავსოთ ბრინჯი და მიღებული ხილის მასა.

4. კარაქი გავალღვოთ და ჩავასხათ გოგრაში. დავამატოთ ცხელი წყალი, ისე რომ ბოლომდე დიაფაროს ბრინჯის ზედა ფენა.

5. ღუმელი წინასწარ გავახუროთ 180 გრადუსამდე, გოგრას გარედან წავუსვათ ზეთი, გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში ერთი საათით და ოცდაათი წუთით, მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე გოგრას მოვხსნათ ფოლგა და დავაფაროთ გოგრის ზედა ნაწილი. როდესაც ჩვენი გოგრა გამზადდება კოვზით გადაურიოთ ხილი ბრინჯი და გოგრის რბილობი.

გემრიელად მიირთვით!

1
3210
2-ს მოსწონს
ავტორი:blednalici
blednalici
3210
  
2016, 28 სექტემბერი, 17:19
ვგიჟდები...მაგრამ მე ცოტა განსხვავებული რეცეპტი მაქვს...
0 1 1