x
მეტი
  • 21.11.2018
  • სტატია:82938
  • ვიდეო:334275
  • სურათი:440630
როგორ გამოიყურებოდა სტალინის ბუნკერი - სსრკ-ს ყველაზე გასაიდუმლოებული ადგილი

image
გასული საუკუნის 50-იან წლებში მოსკოვის ცენტრში, მიწის ქვეშ 65 მეტრის სიღრმეში ააშენეს ანტიბირთვული თავშესაფარი სსრკ-ს პირველი პირებისთვის.

ბუნკერი მდებარეობს 3 სართულიანი აგარაკის ქვეშ, მე-5 კოტელნიკის შესახვევში, 11 ნომერში.
image

თავად შენობის პირველადი ფუნქცია იყო ბუნკერის დაცვა ბირთვული თავდასხმისგან. მას შეეძლო 23 კილოტონის სიმძლავრის ჭურვისგან დაცვა. თუ დარტყმის ტალღა, მიუხედვად პირველადი დაცვისა, შიგნით მაინც შეაღწევდა, დაკარგავდა დამანგრეველ ძალას კორიდორების მოსახვევებში. ამას გარდა, გზაზე შეხვდებოდა ორი დამცავი კარი, რომელთაგან თითოეული ორ ტონას იწონიდა. არსებობდა ასევე ჰერმეტული კარებებიი, რომლებიც იცავდა რადიაციისა და ქიმიური იარაღისგან.

65 მეტრის სიღრმეში ჩასასვლელი.

imageimage
ბუნკერი შედგება 4 ბლოკისგან.

image
სამხედრო ობიექტი ГО-42 (იგივე სათადარიგო სამეთაურო პუნქტი "Таганский") არ არის საბჭოთა კავშირში აგებული პირველი ბუნკერი. მისი პროექტირება ხდებოდა 40-იანიწლების ბოლოს, ხოლო აშენდა ცივი ომის დროს, 1953 წელს.

image

სსრკ-ში ბუნკერები შენდებოდა 30-იანი წლების დასაწყისიდან და, ჩვეულებრივ, გათვლილი იყო მხოლოდ 5 ტონამდე ავიაჭურვების დარტყმაზე. ცნობისათვის: მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელებმა გამოიყენეს ყველაზე ძლიერი ჭურვები, რომელთა საერთო მასა 10 ტონა იყო. ამგვარ ჭურვს შეეძლო გაენადგურებინა მთელი საცხოვრებელი კვარტალი ან გაეტანა 5 მეტრის სისქის ბეტონის კედელი.

ბირთვული იარაღის გამოჩენის შემდეგ გასაგები გახდა, რომ ყველა მანამდე აშენებული ბუნკერი მოძველდა. განსაკუთრებით მწვავედ დადგა ომის შემთხვევაში ქვეყნის მმართველობის დაცვის საკითხი.

1949 წელს, ყაზახეთში სემიპალატინის პოლიგონზე ატომური ბომბების გამოცდის დროს დადგინდა, რომ 30 მეტრამდე სიღრმის მიწისქვეშა სიმაგრეებში გადარჩენა შეუძლებელი იყო. გადარჩენის შანსები საგრძნობლად იმატებდა მხოლოდ 50 მეტრზე და უფრო ღრმად.

ბუნკერი 42 განთავსებული იყო 7 ათას კვ.მ-ზე, 65 მ.-ის სიღრმეში.

image

50-იან წლებში შექმნილი ნახაზები.
image

მასში საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კომპარტიის ლიდერებს შეეძლოთ ამერიკელების მიერ განხორციელებული ატომური დარტყმისგან გადარჩენა. თავად სტალინმა ვერ მოასწრო ბუნკერში ყოფნა.

image

ამ დროისთვის ობიექტი ასევე გამოიყენებოდა შორსმოქმედი ავიაციის სათადარიგო სამეთაურო პუნქტად და სამხედრო მომსახურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
imageimage

გამშვები პუნქტი, სადაც იჯდა დაცვის ოფიცერი, და გაზიანი წყლის უფასო ავტომატი.

image
ГО-42 – რუსეთში არსებული სამი გასაიდუმლოებული მიწისქვეშა ობიექტიდან ერთ-ერთია. მეორე ბუნკერი, რომელიც ამჟამად ღიაა დამთვალიერებლებისთვის, მდებარეობს იზმაილოვოში, მესამე კი - სამარაში.
image
ფოტოები სამუზეუმო ზონიდან.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ქვემოთ კი გთავაზობთ ფოტოებს ექსკლუზიური ზონიდან, სადაც დღეს მოწყობილია საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზები, რესტორნები, ინტერაქტიული თამაშები.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage























3
9450
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
9450
  
2016, 2 ოქტომბერი, 0:05
მაგ ბუნკერი რომ დგევანდელი პირობებისთვის ვარგისი იყოს მაგ ჭკუაზეა პუტინი ტურისტებს აჩვენოს და ჩვენ ფოტოები გვათვალიერებიოს, ისეთები ექნებათ ახლა ალბათ ზევით ამოსვლა აღარც მოგინდება კაცს, ხოლო უსაფრთხოების მხრივ დედამიწაც რომ მოწყდეს ღერძიდან ყველაზე ბოლოს გაიგებს.კარგი იყო
2016, 28 სექტემბერი, 10:54
აი მესმის ბუნკერიი :-)
2016, 28 სექტემბერი, 9:17
ძალზედ საინტერესოა ჩემო კარგო
0 1 3