x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რეალური და ძალზე სახალისო ისტორია რომელიც ბევრს გაამხიარულებს

image სამეგრელოს რეგიონის ერთერთი რაიონის ლამაზ სოფელში ცხოვრობს ერთი ძალიან კარგი ოჯახი, რომლებიც წლების მანძილზე ცდილობდნენ ეყიდათ მსუბუქი მანქანა, მაგრამ მანქანის მარკაზე ვერ თანხმდებოდნენ.
წლები გადიოდა ოჯახის უფროსის ორი ბიჭი უკვე სკოლაში უფროსკლასელები გახდნენ და აჰა როგორც იქნა ოჯახმა მიაღწია შეთანხმებას–ეყიდათ გერმანული მანქანა (მარკას შეგნებულად არ ვასახელებ რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს), გადაწყვიტეს და დაელოდნენ თხილის დასაკრეფ დროს, რადგან მდინარე ენგურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე სოფელში თხილის გარდა ციტრუსი ვერ ხარობს, ზამთარში იყინება.
საღამო ხანია და მთელი ოჯახი ოჯახის უფროსი მამაკაცის გარდა ტელევიზორს უყურებს, სადაც როგორც ყოველთვის ან საინფრომაციო გადაცემა გადის ან თურქული და ინდური სერიალები.
სწორედ სერიალში გამოჩნდა იმ მარკის და მოდელის მანქანა, რომელიც ოჯახს მოსწონდა და ატყდა გნიასი, ნახე რა მანქანაა, ნახე რა სალონი აქვს და ასე შემდეგ.
ამ დროს საშინელი ქარი ამოვარდა და ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ ღიად დატოვებული ფანჯრები ჩაეკეტათ.
ფანჯრების ჩაკეტვის მერე კი ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა დედამთილი, მისი რძალი და შვილიშვილები. არავის არ გახსენებია ძლიერი ქარი რას უზამდა მანქანის საყიდლად ნალოლიავებ და მოვლილ, ჯერ კიდევ დასაკრეფად უვარგის თხილს.
დამთავრდა სერიალი და მოვიდა ოჯახის უფროსი, თან ისეთი სახით დანა პირს რომ არ უხსნიდა.
მისი მოსვლა და უფროსი ბიჭის საუბრის წამოწყება ერთი იყო: მამა, მანქანას რომ ვიყიდით, შენს გვერდით როგორც უფროსი შვილი მე დავჯდებიო, ამაზე უმცროსი ბიჭი აყვირდა, მე ვარ უმცროსი და მამიკოს გვერდით მე უნდა დავჯდეო, არავინ რომ არ ელოდა ისე ბიჭების დედამ განაცხადა: არც შენ და არც შენ, როგორც მეუღლე ჩემი ქმრის გვერდით მე უნდა დავჯდეო, ეტყობა "რაღაცა" ჰყავდა "შეჩენილი" იმ საღამოს იმ ოჯახს, რადგან საერთოდ უთქმელმა ოჯახის უფროსის დედამ, ხმამაღლა განაცხადა: მართალია ოჯახის უფროსობა ჩემს შვილს გადავაბარე, მაგრამ ოჯახის უფროსი ჯერ კიდევ მე ვარ და მანქანაში ჩემი შვილის გვერდით აუცილებლად მე უნდა დავჯდეო.
ამის გაგონება და მისმა ახლახან შემოსულმა შვილმა ისეთ ხმაზე იყვირა: ახლავე ჩადით მანქანიდანო, ფანჯრები შეაზანზარა.
თურმე ძლიერი ქარის გამო შეშფოთებული თხილნარში გადასულა და ვაი თქვენს მტერს რაც მან ნახა, ძლიერ ქარს ჯერ კიდევ ნორჩი თხილის ნაყოფი ლამის ერთიანად ჩამოეყარა. სწორედ ამან გაამწარა და გააბრაზა, საერთოდ წყნარი, მშვიდი და მშრომელი კაცი.
ეს ისტორია 3 წლის წინ მოხდა, ახლა ოჯახს ჰყავს ისეთი მანქანა როგორი მანქანის ყიდვაც უნდოდათ, ოღონდ რიგრიგობით ჯდებიან მძღოლის გვერდით თუ ადგილის მოსაპოვებლად "ერგოს" ათამაშებენ სახლში ეს ნამდვილად არ მიკითხავს იმ ადამიანისათვის ვინც საერთო ნაცნობზე ეს ისტორია მომიყვა.

0
302
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0