x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა ვიცით იდუმალი «პლანეტა Х»-ის შესახებ?
image


როგორც მეცნიერები ბოლო პერიოდში ამტკიცებენ, მზის სისტემაში 9 კი არა (მართალია პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მას ისევ პლანეტად მოიხსენიებენ), 10 პლანეტა არის და «პლანეტა Х»-ის არსებობასა ოფიციალურადაც ადასტურებენ.

და მაინც, რა ვიცით ამ იდუმალი პლანეტის შესახებ, რომელიც წარმოუდგენლად დიდ ტრაექტორიაზე მოძრაობს?

მის გამოჩენას მზის სისტემაში, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით და გამოთვლებით, ჯერ კიდევ 2000 წელს ელოდნენ, შემდეგ თარიღმა 2012 წლამდე გადაიწია... უცხო პლანეტის გამოჩის კიდევ რამდენიმე თარიღი იყო. მაგრამ, მოლოდინი არ გამართლდა და «დაკარგულ» პლანეტასთან დაკავშირებით, ახალი თეორია გაჩნდა:

ის, რომ პლანეტებს კოსმოსში დიდი სიჩქარით მოძრაობა, ვარსკვლავის სისტემასთან კავშირის გარეშე შეუძლიათ, უკვე დამტკიცებული ფაქტია. მშობლიური სისტემიდან «ამოვარდნილი» პლანეტის სიჩქარე, შეიძლება, მლნ. კმ/სთ იყოს. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ პლანეტა-თანამგზავრები ასეთ სიჩქარეს იმ შემთხვევაში აღწევენ, თუ ვარსკვლავი «შავ ხვრელში» ხვდება და ამის შედეგად, პლანეტა უკიდეგანო კოსმოსში თავისუფალ მოძრაობას იწყებს. თუმცა, ეს პლანეტა ნიბირუს, იგივე «პლანეტა Х»-ს არ ეხება, რადგან ის მზის სისტემის პლანეტა არის და თუ აქამდე არ გამოჩნდა, მხოლოდ იმიტომ რომ გათვლები არ იყო სწორე.

რაც შეეხება, მის სახელს, ნიბირუ («გადამკვეთი პლანეტა») ბაბილონურ კოსმოგონიურ მითში — «ენუმა ელიშშია» (აკად. Enūma elis — «როდესაც ზევით…») ნახსენები, რომელშიც სამყაროს შექმნაზეა მოთხრობილი.

შუმერების მტკიცებით, მზის სისტემაში 12 პლანეტა იყო: დღეს არსებული 9 პლანეტა, მთვარე (დიდი ზომის გამო, მთვარე სინამდვილეში, დედამიწის მიმდებარე ორბიტაზე არ იმყოფება: დედამიწა და მთვარე ერთმანეთის და სიმძიმის ცენტრის გარშემო ბრუნავენ. ხოლო, ილუზია, რომ თითქოს მთვარე დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, იმის გამო იქმნება, რომ ეს ცენტრი დედამიწის შიგნით არის მოთავსებული. სწორედ ეს ფაქტი არ იძლევა დედამიწის და მთვარის ორმაგ პლანეტად გამოცხადების საშუალებას. რედ.), რომელიც მაშინ პლანეტად ითვლებოდა და მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის, იქ სადაც დღეს ასტეროიდთა სარტყელია, კიდევ ორი პლანეტა — ფაიტონი და ნიბირუ იყო. «გადამკვეთი პლანეტა» ძველი ცივილიზაციის მანუსკრიპტების მიხედვით, მზის სისტემას მხოლოდ 3600 წელში ერთხელ სტუმრობს.

შუმერების ვარაუდით, ნიბირუს მომდევნო სიახლოვე მზის სისტემასთან, 2100 – 2158 წლებში უნდა მოხდეს. მათივე აზრით, ამ გრანდიოზული ზომის პლანეტაზე ანუნაკები ცხოვრობენ, რომელთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 360 000 დედამიწის წელს შეადგენს. ხოლო, მათი სიმაღლე, თითქმის 5 მეტრია.


image


საკითხი პლანეტა ნიბირუს შესახებ პირველად ამერიკელმა მწერალმა ზაქარია სიჩინმა წამოჭრა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 12–ე პლანეტა, უფრო კონკრეტულად კი ნიბირუ, შუმერული ცივილიზაციის ტექსტებში არის ნახსენები და რომ სწორედ ამ ციური სხეულს სიმბოლო იყო ფრთებიანი მზის დისკი.
სიჩინის ცნობით, შუმერული ტექსტები ინფორმაციას შეიცავს ამ იდუმალი პლანეტის მოსახლეობის — ანუნაკების შესახებ და მათი მაღალგანვითარებული ცივილიზაციის შესახებ. ხოლო, როდესაც ნიბირუ დედამიწას მაქსიმალურად უახლოვდება, ანუნაკები ჩვენთან კონტაქტის დასამყარებლად ჩამოდიან.


imageimage


დღეს უკვე 10–ე პლანეტის ნახვა შუმერულ ბეჭედზე და ფირფიტებზე შეიძლება და იგივე ფირფიტები, უნიკალურ ჩანაწერებს შეიცავს ამ პლანეტის შესახებ. მაგ., შუმერული წყაროების მიხედვით, ამ უძველესი ცივილიზაციის თაყვანისცემის ყველაზე დიდ ობიექტს პლანეტა ნიბირუ წარმოადგენდა, რადგან ღმერთები, რომლებსაც ვარსკვლავებს შორის მოგზაურობა შეეძლოთ, დედამიწაზე სწორედ იქიდან ჩამოვიდნენ.

ცხოვრება ნიბირუზე ისეთივე იყო, როგორც დედამიწაზე. თუმცა, პლანეტაზე იყო მცენარე, რომელიც ადგილობრივებს სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას აძლევდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მიხედვით, პირველი ადამიანები დედამიწაზე ძალიან დიდ ხანს ცხოვრობდნენ. მაგ., ადამმა 930 წელი იცხოვრა, ნოემ – 950 წელი...

თუმცა, ისევ ნიბირუს დავუბრუნდეთ: 450 000 წლის წინ — მზის სისტემის ყველაზე შორს მდებარე პლანეტაზე, ატმოსფეროს შრის დარღვევის გამო, მოსახლეობის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ანუს (ზევსი ბერძნულ მითოლოგიაში) მიერ დამხობილი, ნიბირუს მმართველი ალაუ (ალალუ), თავშესაფრის ძიებისას, დედამიწაზე ჩამოვიდა. აქ მან ოქროს დიდი მარაგი აღმოაჩინა და ნიბირუს ატმოსფეროს აღსადგენად (ატმოსფერო ოქროს იონებით უნდა გაემდიდრებინათ), მისი მოპოვება გადაწყვიტა.


imageimage


ამის შემდეგ დაიწყო აქტიური კონტაქტი ნიბირუელებსა და დედამიწელებს შორის. უცხოპლანეტელებმა დედამიწაზე არაერთი არქიტექტურული ძეგლი ააშენეს, რომელიც დღეს ჩვენს გაოცებას იწვევს. ხოლო, შუმერებისთვის მთავარ კოსმოგონიურ მოვლენად ზეციური ომი ითვლებოდა, რომლის დაწყებამდე, მზის სისტემაში 10 პლანეტა (დღევანდელი 9 და ფაიტონი) და ერთი თანამგზავრი იყო. ერთი პლანეტა მაშინ განადგურდა, როდესაც ჩვენი პლანეტის სისტემაში ნიბირუ შემოვარდა. აკადები, რომლებმაც შუმერები ჩაანაცვლეს, ნიბირუს მარდუქს ეძახდნენ და მათი ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ პლანეტას ყველა სხვა პლანეტის ორბიტა ეჭირა და მათ ირგვლივ, წრეზე ბრუნავდა.

დედამიწაზე ჩამოსული ნიბირუელები, თავდაპირველად, ოქროს ოკეანის წყლიდან მოიპოვებდნენ, მაგრამ ეს ხანგრძლივი და არაეფექტური პროექტი აღმოჩნდა. ამიტომ, დედამიწაზე თავად ანუ (ზევსი, ბერძნულ მითოლოგიაში) ჩამოვიდა. არსებული სიტუაციის შესწავლის შემდეგ, მან ოქროს მოპოვება სამხ. აფრიკაში გადაწყვიტა.

სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა მართლაც აღმოაჩინეს საბადო და გეოლოგების შეფასებით, ამ მაღაროებში ძვირფას ლითონს, დაახლოებით, 200 000 წლის წინ მოიპოვებდნენ. გამოდის რომ, ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც ოფიციალური მეცნიერების მონაცემებით, ჯერ კრომანოინელებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.
მითებში ისიც არის ნათქვამი, რომ 40 «სფეროს» შემდეგ (40х3.600=144.000 წელი), დედამიწაზე გამოჩნდა ადაპას მოდგმა, რომელიც მაღაროებიდან ოქროს მოიპოვებდა, ხოლო მათი ხელმძღვანელი ანუს შვილი ენლილი იყო.
ატრაჰასისის თქმულების მიხედვით კი, 200 000 წლის წინ, ანუნაკების უმრავლესობამ დედამიწა დატოვა, სავარაუდოდ, ტემპერატურის დაცემის გამო, რომელიც გამყინვარების ეპოქას (მორიგი ციკლი 200 000 წლის წინ იყო) უძღვოდა წინ. დედამიწაზე მხოლოდ 300 ანუნაკი დარჩა.

100 000 წლის წინ დედამიწაზე დათბა. ანუნაკები იმდენად დაუახლოვდნენ ადამიანებს, რომ დედამიწელი ქალების ცოლად შერთვა დაიწყეს. ამ ფაქტით აღშფოთებულმა ენლინმა დედამიწა «დაწყევლა» და მასზე 75 000 წლის წინ გამყინვარების მორიგი ციკლი დაიწყო, რომელიც 10 000 წელი გაგრძელდა.
შუმერულ-აკადური მითოლოგიის თანახმად, ანუნაკები, რომლებსაც ისინი ღმერთებად მიიჩნევდნენ, მხოლოდ პლანეტას კი არ აკონტროლებდნენ, ადამიანების ბედსაც განსაზღვრავდნენ. ქმნიდნენ სახელმწიფოებს და მეფეებად ანუნაკების და ადამიანების ქორწინების შედეგად დაბადებულ ადამიანებს ნიშნავდნენ. იგივე შუმერული წტაროების ცნობით, სწორედ ანუნაკებმა შექმნეს მათი ქვეყანაც.

თუ შუმერებმა ნიბირუდან ჩამოსული ადამიანები, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების გამო, ღმერთებად მიიღეს, უფრო გვიანდელ, ევროპულ მითოლოგიაში, ნიბირუს შესახებ ინფორმაცია გაქრა და ანუნაკებს უკვე ღმერთებად მოიხსენიებდნენ.

ჯვრის გამოსახულება, რაც ნიბირუს «ცის გზაჯვარედინზე» ყოფნის ნიშანი იყო და ფრთებიანი დისკი, მსოფლიოს სხვა ხალხების ჩანაწერებში, თუ ჩანახატებშიც გვხვდება. მაგ., ეგვიპტეში ფრთებიანი დისკის არაერთი გამოსახულება, რომლიდანაც სხივები გამოდის, დღემდეა შემორჩენილი.
ის, რომ გამქრალი ცივილიზაციის წარმომადგენლები საუკეთესო ასტრონომები იყვნენ, ეჭვი არავის ეპარება და ამიტომ, ძველ წერილობით წყაროებში არსებული ინფორმაცია, მოგზაური პლანეტის შესახებ, გამოგონილი არ იქნება.


image

imageimageimageimageimageimageimage






image

0
627
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
627
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0