x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ყველა დროის, ყველაზე უცნაური გადასახადები
image


ყველა დროში და ყველა ქვეყანაში, ხაზინის შესავსებად, ხელისუფლება კანონებს იღებდა და დღესაც იღებს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს კანონი ძალიან უცნაური და შეიძლება ითქვას, აბსურდულიც კი არის. მაგალითად:


შუა საუკუნეებში, ევროპაში, ყველაზე ხშირად, საპონზე იყო დაწესებული გადასახადი. დიდ ბრიტანეთში მსგავსი კანონი 1835 წლამდე ძალაში იყო.


image


image


ძველ რომში გადასახადი თავისუფლებაზე იყო დაწესებული. მონას, რომელსაც თავისუფლების ყიდვა უნდოდა, გადასახადი უწესდებოდა.


image



image


ნიუ-იორკში გადასახადები საკვების მომზადებაზე იყო დაწესებული. ასე, მაგ., თუ ბლითებს პირველად მოამზადებდნენ, მასზე გადასახადი, როგორც უბრალო საკვებზე წესდებოდა, ხოლო მისი განმეორებით მომზადების შემთხვევაში – როგორც კერძზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კერძზე ორი სახის გადასახადი იყო დაწესებული.


image


image


კანადაში 1885 წელს «ჩინელებზე» დაწესდა გადასახადი, რომელიც სავალდებუო იყო იმიგრანტი ჩინელებისთვის. 1923 წელს, ეს კანონი ახალი კანონით შეიცვალა, რომელიც ჩინელების კანადაში შესვლას საერთოდ კრძალავდა.


image


image


1975 წელს დიდ ბრიტანეთში გადასახადები დაწესდა სურნელოვან ნივთიერებებზე, რომლებსაც მოდას აყოლილი ქალბატონები პარიკებზე წასასმელად იყენებდნენ. მაგრამ, ამ კანონს დიდ ხანს არ უარსებია. ის მანამდე მოქმედებდა, ვიდრე პარიკები იყო მოდაში.


image


image


1712 წელს ინგლისში გადასახადი დაწესდა, იმ დროს, მოდაში შემოსულ, სურათებიან შპალერებზე. მაგრამ, ხაზინისთვის ამ კანონს დიდი შემოსავალი არ მოუტანია — ხალხს არ უნდოდა მსგავსი გადასახადის გადახდა და ამიტომ, ისინი უბრალო, ერთფონიან შპალერს ყიდულობდნენ, ხოლო ნახატებს მასზე, თავადვე აკეთებდნენ.


image


image


საფრანგეთში მარილზე შემოღებულმა გადასახადმა, მოსახლეობის უმრავლესობის აღშფოთება გამოიწვია, რამაც ქვეყანა საფრანგეთის რევოლუციამდე მიიყვანა.


image


image


ჩიკაგოში ყველანაირ ტკბილეულზე გადასახადი იყო დაწესებული. ღირებულების 6% უნდა გადაეხადა ადამიანს ხაზინისთვის, თუ მის მიერ შეძენილი ტკბილეული ფქვილის არ შეიცავდა, ხოლო თუ ფქვილით იყო მომზადებული – 1%.


image


image


დანიაში გადასახადი არის დაწესებული მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე – ერთ სულ ძროხაზე, 110 დოლარის ოდენობით. ამ გადასახადის შემოღების მიზეზი ატმოსფეროს დაცვა არის სათბური გაზებისგან, რომელსაც ძროხა მეტეორიზმის დროს გამოყოფს.


image


image


2002 წლამდე, გერმანიაში გადასახადი იყო დაწესებული... ქრთამზე.


image


image


აშშ-ში გადასახადი ყოველ გაყიდულ ნარკოტიკზე არის დაწესებული. იმ შტატებში, სადაც ნარკოტიკები ლეგალიზებულია, ნარკომომხმარებლებმა ნარკოტიკის ფასთან ერთად, ბიუჯეტშიც უნდა გადაიხადონ გარკვეული თანხა.


image


ასე, მაგ., ჩვეულებრივი სიგარეტის ფასი ქვეყანაში 5-10 დოლარი არის, ხოლო მარიხუანას ერთი კპლოფი 89 დოლარი ღირს.

image


image


კონეკტიკუტის შტატში (აშშ), თუ ადამიანი თავისთვის ყიდულობს საფენს, გადასახადს არ იხდის, ხოლო თუ მას ბავშვისთვის იძენს – პამპერსის ფასის გადახდის გარდა, ხაზინაშიც უნდა შეიტანოს გარკვეული თანხა.


image


image


კოლორადოს შტატში, გადასახადი დაწესებულია შეფუთვის იმ ნაწილზე, რომელიც დიდ საჭიროებას არ წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი ყავას სწრაფი კვების ობიექტში ყიდულობს, ის გადასახადს იხდის ხუფზე და არა პლასტიკურ ჭიქაზე.


image


image


შვეციაში ახალშობილის მომავალ სახელს საგადასახადო სამსახურს ატყობინებენ და ოფიციალურად ბავშვს სახელს მას შემდეგ არქმევენ, რაც იქიდან დადასტურების საბუთს იღებენ.


image


image


ინგლისში, ჰენრიხ I დროს, არსებობდა «მშიშრობის გადასახადი». ფაქტიურად, ეს იყო ომში წასვლისთვის თავის არიდების ლეგალური გზა. ხაზინაში გარკვეული თანხის შეტანის შემდეგ, პირი სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფლდებოდა.


image

2
824
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
824
  
2016, 28 სექტემბერი, 15:22
გერმანელები ძალიან კანონმორჩილი მოქალაქეები არიან და არა მგონია, ჩეკის აფრიალება დასჭირდეთ :). როგორც კი ქრთამს აიღებდნენ, მაშინვე ბანკში გარბოდნენ, ალბათ :).
2016, 28 სექტემბერი, 11:26
საინტერესო და სახალისო იყო :-)
მაგრამ ყველაზე მეტად მე გამიკვირდა და გამახალისა გადსახადი ქრთამძე თან გერმანელებისაგან : "2002 წლამდე, გერმანიაში გადასახადი იყო დაწესებული... ქრთამზე." საინტერესოა ეს კანონი როგორ უნდა შეასრულო?
ბანკში რო მიხვალ და რო ეუბნები თუ შეიძლება ქრთამის მიცემის გადასახადი გადამახდევინეო :-))
ან ქრთამის მიცემის ფაქტზე რო დაგიჭერენ და და ჩეკს რო გააძრობ აი ძმაო გადახდილი ქვითარი ოფიციალურად ვაძლევ ქრთამას ისე კი არა :-))
0 1 2