x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაკარგული ისტორია: უძველესი ცივილიზაციების ნანგრევები შუა საუკუნის სურათებზე

კაცობრიობის ისტორია თითქოს ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. მის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი, არსებობს ისტორიული ფილმები, დოკუმენტური მასალები, არქეოლოგიური არტეფაქტები... ეს ყველაფერი იმ ისტორიის ნაწილია, რომელიც მეცნიერების მიერ, ოფიციალურად დაწესებულ ჩარჩოებში ჯდება. მაგრამ, არსებობს კიდევ სხვა ისტორია, რომლის არტეფაქტები ათწლეულების მანძილზე განზრახ ნადგურდებოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის ისტორიის უკვე არსებულ ვერსიაში, შესაფერისი ადგილი ვერ იძებნებოდა.
ასეთი არტეფაქტების განადგურება ძირითადად XIX საუკნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩ. დარვინმა თავისი თეორია «სახეობათა წარმოშობის შესახებ» (1859) გააცნო მსოფლიო საზოგადოებას. ხოლო ის, რაც განადგურებას გადაურჩა, დღეს «აკრძალული არქეოლოგიის» კატეგორიაში აერთიანებენ.

ძველი ცივილიზაციების დიდების ნაშთების აღმოჩენა დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შეიძლება. მაგრამ მათი რაოდენობა უკვე ძალიან ცოტაა. სამაგიეროდ, არსებობს სურათები, – ფერწერული ტილოები, ჩანახატები...


image


გავიდა დრო და ძველ ნანგრევებზე ახალი ქალაქები აღმოცენდა. ახლა ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორი იყო ძველი ქალაქები, ულამაზესი ტაძრებით, სასახლეებით, თაღებით, უამრავი ხიდით, ბაღებით, მარმარილოს ქანდაკებებით... დღეს ამის წარმოდგენა მხოლოდ ძველი მხატვრების ტილოებით და საკუთარი ფანტაზიით არის შესაძლებელი. ხოლო, სურათების დათვალიერებისას, ერთი აზრი არ აძლევს ადამიანს მოსვენებას, – როგორ შეიძლებოდა, ფაქტიურად შიშველი ხელებით (ტრადიციული მეცნიერების თვალსაზრისით), ყოველივე ამის შექმნა?


image
ფრანგი მხატვარი იუბერ რობერი (Hubert Robert, 1733-1808) ბევრს მოგზაურობდა, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ბევრი საინტერესო ტილო დაგვიტოვა, რომლის მიხედვით, შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ჩვენი წარსულის შესახებ. ყველაზე თვალშისაცემი მის ნამუშევრებზე ის არის, რომ ადამიანები პირდაპირ ნანგრევებს შორის ცხოვრობენ და აზრადაც არ მოსდით მისი აღდგენა, ან იქნებ ტექნოლოგია არ გააჩნდათ, რომ რესტავრაცია ჩაეტარებინათ? სავარაუდოდ, სწორედ ამ უკანასკნელი მიზეზის გამო, ჩვენამდე იმ გრანდიოზული ნაგებობებიდან, თითქმის არაფერს მოუღწევია და რაც დარჩა, უხერხული კითხვების დასმის მიზეზი ხდება ისტორიკოსებისთვის, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე ან დუმილს არჩევენ, ან იმდენად აბსურდულ ისტორიებს ჰყვებიან, რომ ალბათ, თავადაც არ სჯერათ.

აქ იუბერ რობერის ნამუშევრების ერთ ნაწილს წარმოგიდგენთ, როელიც ზემოთ გამოთქმული მოსაზრების მტკიცებულებას წარმოადგენს.


image

ვილა ჯულია (რომის პაპის ყოფილი რეზიდენცია), თავლა და სასახლის ნანგრევები (1762)


image


დიანას ტაძარი ნიმაში (1783)


image

განდეგილები რომის ტაძრის ნანგრევებზე ლოცულობენ (1760)


imageპეიზაჟი ობელისკთან (1773)


image

სახლები ხიდზე, კარლსრუე (1786-1787)


image

სვეტები აუზის ირგვლივ (1772)


image

მედონის სასახლის ნგრევა (1806)


image

მის ნანგრევებზე ამჟამად ობსერვატორია მდებარეობს


image

ანტიკური ტაძარი «კვადრატული სახლი» ნიმაში (1783)


image

ქ. ორანჟის ამფითეატრი (საფრანგეთი)


image

დორიული ტაძრის ნანგრევები (1783)


image

რომის ნანგრევები


image

მხატვრები (1790)


image

კოლოსეუმი (1790)


image

განდეგილთან (1775)


image

არქიტექტურული პეიზაჟი არხებით (1783)


image

პავილიონი კასკადებით (1767)


image

ნოტრ-დამის ხიდი, პარიზი (1756)


image

ანტიკური თეატრი და ტრიუმფალური თაღი ორანჟში (1787)


image

დავიწყებული ქანდაკება (1770)


image

ანტიკური ნანგრევები


image

ვია დე რიპეტა, რომი (1766)


image

კოლოსეუმი (1763)


image

ობელისკი პირამიდებთან (გაანადგურა ნაპოლეონის არმიამ)


image

სვეტებიანი კიბე (1774)


image

მხატვრები ძველ ნანგრევებს შორის (1796)


image ვილა ფარნეზე (კარდინალის, ალესანდრო ფარნეზეს სახლი), იტალია (1760)


imageვილა ფარნეზე (1559)

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

როგორ გახდა აფრიკა «ცივილიზაციის აკვანი». ლეგენდა რასების შესახებ

«ვერცხლის ფარაონი» – ყველაზე გავლენიანი ფარაონებს შორის

ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ძველი მსოფლიოს ცნობილი ძეგლების შესახებ


0
941
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
941
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0