x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ნაპოლეონის თავის ქალაში უცხოპლანეტური წარმომავლობის მიკროჩიპი აღმოაჩინეს

image


imageსაფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტეს თავის ქალის კვლევის დროს, მეცნიერმა ანტუან ლეფებვრმა (Dr. Lefebvre) უცნაური ნივთი აღმოაჩინა, რომელიც ლითონის ფირფიტას ჰგავდა. უადგილო არტიფაქტის სიგრძე 1, 2 სმ. იყო და ძალიან ჰგავს ელექტრონულ ჩიპს.
ლეფებვრის თქმით, მან ეს მეტალური ფირფიტა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა. მკვლევარი ნაპოლეონის ექსგუმირებულ ნაშთებს სწავლობდა და მან თავის ქალის შიდა ზედაპირზე ამობერილი ადგილი შეამჩნია. ის, ლუპით შეიარაღებული, ძვლის დეფორმირებულ ადგილს დააკვირდა და აღმოაჩინა არაორგანული ნივთი, რომელიც ძალიან ჰგავდა ელექტრონულ მიკროჩიპს. ჩიპი ძვალთან იყო შეზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაპოლეონმა ამ ჩიპით, თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა. ისტორიული ფაქტების ანალიზის შემდეგ, გაჩნდა ვერსია, რომ ჩიპის «ჩადგმა», სავარაუდოდ, 1794 წლის ივლისში მოხდა. იმ დროს, მომავალი იმპერატორი, მხედველობის არიდან, რამდენიმე დღით გაქრა. მისმა ახლობლებმაც კი არ იცოდნენ სად იყო. ხოლო დაბრუნების შემდეგ, 25 წლის ლეიტენანტმა თქვა, რომ ცრუ ბრალდებით დააკავეს და როდესაც ყველაფერი გაირკვა, გაათავისუფლეს.

მეცნიერმა ამ მიმართულებითაც ჩაატარა კვლევა და გაირკვა, რომ სახლში დაბრუნებულმა ნაპოლეონმა იცრუა.

— ნაპოლეონის დაპატიმრების არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, — ამბობს მეცნიერი, რომელმაც ნაპოლეონის თავიდან ელექტრო სტიმულიატორი ამოიღო. — მე ვფიქრობ, რომ ის უცხოპლანეტელების მიერ იყო გატაცებული და სორედ მათ გაუკეთეს ჩიპის ინპლანტაციის ოპერაცია.
თავისი ვერსიის მტკიცებულებად, დოკ. ლეფებვრს, ნაპოლეონის ყველასთვის ცნობილი ჩვევა, გულზე ხელის დადება მოჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მას გული არასოდეს აწუხებდა და საერთოდ, კარგი ჯანმრთელობა ჰქონდა, დროდადრო გული უჩქარდებოდა, რაც სავარაუდოდ, ელექტრო იმპულსებით იყო გამოწვეული, რომელიც ხელსაწყოდან მის ტვინს გადაეცემოდა.


image


რისთვის ჩაუნერგეს მომავალ იმპერატორს მიკროჩიპი? ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს ეს არტიფაქტი. გაირკვა, რომ ის ნამდვილად ჩიპი იყო, რომელსაც შეეძლო ელექტრონული სიგნალების გადაცემა. ასეთი მიკროჩიპის ჩანერგვის შემდეგ, შესაძლებელია ადამიანის გაკონტროლება და მისი ინტელექტის გაზრდაც კი.
რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო მომავალი მონარქის ბობოქარი მოღვაწეობა და პოლიტიკური წინსვლა. მსგავსი «ჩიპი», რა თქმა უნდა, ნაპოლეონის დროს არ იქნებოდა დამზადებული. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ვერსია, რომ ის უცხოპლანეტელებმა ჩაუნერგეს საფრანგეთის მომავალ იმპერატორს და სწორედ მისი მეშვეობით მართავდა არამიწიერი «გონება» კაცობრიობის ისტორიულ პროცესებს.

1810 წლიდან ნაპოლეონის სამხედრო-სტრატეგიულმა ნიჭმა შესუსტება დაიწყო. სავარაუდოდ, ეს იმიტომ მოხდა, რომ მიკროჩიპი, დროთა განმავლობაში, წყობიდან გამოვიდა. არც ის არის გამორიცხული, რომ უცხოპლანეტელებმა, რომლებიც ამ ხელსაწყოში ელექტრო-მაგნიტურ ან სხვა სახის იმპულსებს აგზავნიდნენ, გადაწყვიტეს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტემ საკუთარი მისია უკვე შეასრულა და ის საჭირო აღარ იყო.

და მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა თავისი ზებუნებრივი ნიჭი დაკარგა, წარუმატებლობა მისი განუყრელი თანამგზავრი გახდა.

image

9
4178
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
4178
  
2020, 21 აგვისტო, 8:49
ეს ფეისბუქი კი არაა,რასაც გინდა იმას რომ წერ
2020, 21 აგვისტო, 8:48
და ეს დიდი სიცრუეა,რომ ამბობთ,ნაპოლეონი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს,იმავე დროს იაკობინელთა მმართველობა დაემხო და ნაპოლეონი დააპატიმრეს ხანმოკლე ვადით,(ის იაკობინ.მხარდაჭერი იყო),ამას იმდენჯერ დავწერ,სანამ ამ სიცრუეს თავიდან არ ამოიგდებთ.
2020, 21 აგვისტო, 8:44
სისსულელეა,1794 წელს,ივლისში,(ამ სტატიის მიხედვით,ნაპოლეონი უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს)საფრანგეთში იაკობინელთა მმართველობა დაემხო,ნაპოლეონი კი მათი თანამებრძოლი იყო,ის ზემოთმოხსენებულ წელს დააპატიმრეს ხანმოკლე ვადით,მან პოპულარობა 1793 წელს,ტულონის აღებით მოიპოვა
2016, 28 სექტემბერი, 11:13
სრულიად გეთანხმები. მე, პირადად, აღარაფერი მიკვირს :)
2016, 28 სექტემბერი, 9:18
ყველაფერია უკვე მოსალოდნელი რა
2016, 27 სექტემბერი, 16:56
მემგონი ჩვენს მაღალსაც რაღაც მაგდაგვარი უნდა ქონდეს ჩადგმული. 9 წელი გაქაჩა და მერე ან გაუფუჭდა ან აღარ ჭირდებოდათ იმპორტულ პლანეტელებს.
2016, 26 სექტემბერი, 17:20
კაი კატსო ,ტსოტა გავმხიარულდი
2016, 26 სექტემბერი, 15:15
კარგია, რომ დოკ. ანტუან ლეფებვრი ვერ წაიკითხავს თქვენს კომენტარს.
2016, 26 სექტემბერი, 11:41
ლუხო:.- უსაქმო კაცი ყ.....ში მახათს იყიდაო. ამის მომგონზეა ნათქვამი
0 1 9