x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
რა არის არტ-თერაპია?

image არტ-თერაპია არის ექსპრესიული თერაპიის ერთი-ერთი სახე, რომელიც ხელოვნებას იყენებს იმისთვის რომ გამოასწოროს პიროვნების მენტალური, ფიზიკური, ემოციური მდგომარეობა.
კრეატიულ პროცესში ჩართულობა ადამიანებს პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. მათ შეუძლიათ მართონ საკუთარი ქცევები, გრძნობები, შეამცირონ სტრესი, აიმაღლონ თვითშეფასება და ცნობიერება.
თქვენ არ გჭირდებათ იყოთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული. თქვენთან ერთად მუშაობენ პროფესიონალები, რომლებიც გეხმარებიან გაარკვიოთ თუ რა იმალება თქვენი ნამუშევრების დაფარულ მესიჯებში, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ გამოკეთებაში.
არტ-თერაპიას შეუძლია მიაღწიოს სხვადასხვა მიზნებს სხვადასხვა ადამიანებისთვის. ის შესაძლებელია გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის, განკურნებისთვის, რეაბილიტაციის, ფსიქოთერაპიის დროს. არტ-თერაპია ეხმარება ადამიანს უკეთ გაუგოს და ჩაწვდეს საკუთარ თავს.
არტ-თერაპია იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, როგორიცაა: საღებავები, ცარცი, მარკერები. ის აერთიანებს ფსიქოთერაპიულ თეორიებს და ტექნიკებს. ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ ნამუშევრის შექმნის პროცესის ფსიქოლოგიური ასპექტები. არტ-თერაპევტებს ცოდნა აქვთ როგორც ხელოვნებაში, ასევე ფსიქოლოგიაში. ისინი მუშაობენ სხვადასხვა ასაკის ხალხთან. მუშაობენ ინდივიდებთან, წყვილებთან, ოჯახებთან, ჯგუფებთან.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს არტ-თერაპია. უამრავი სახის კომუნიკაცია არსებობს. ჩვეულებრივ ვიყენებთ სიტყვებს, ენას ემოციების, გრძნობების გამოსახატად. ხშირად ადამიანებს არ შეუძლიათ ამ გზით საკუთარ თავზე საუბარი, ასეთ დროს არტ-თერაპია მშვენიერი გამოსავალია.
არტ თერაპიის ერთ-ერთი საინტერესო მხარე ისაა, რომ ადამიანს შეუძლია გამოხატოს საკუთარი ემოციები ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობის საშუალებით, მაგალითად: ხატვა, ფოტოგრაფია, ძერწვა და ა.შ.
არტ-თერაპია გამოიყენება ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის - უმეტესად ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ის ასევე შეიძლება გამოვიყენოთ სტრესის და დაძაბულობის შესამსუბუქებლად, საკუთარი თავის აღმოსაჩენად. არტ-თერაპია ამართლებს ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან.
ოდესმე შეგიმჩნევიათ როგორ გამშვიდებთ მუსიკა ან ხატვა გრძელი დამღლელი დღის შემდეგ? თუ იმუშავეთ პროფესიონალ არტ-თერაპევტთან, ის დაგეხმარებათ თქვენი გრძნობების ინტერპრეტაციაში და პრობლემების გადაჭრაში. კვლევებმა დაადასტურა, რომ ზრდასრულ ასაკშიც კი გაფერადებას ძალიან კარგი შედეგი აქვს. ცეკვის თერაპია იყენებს სხვადასხვა მოძრაობებს, რომლის დროსაც გამოიყოფა ენდორფინი. მუსიკის თერაპია შეიძლება მოიცავდეს ინსტრუმენტებზე დაკვრას, სიმღერას, მუსიკის მოსმენას.
თუკი ჩვენ არ გვჭირდება სერიოზული დახმარება, ამის მიუხედავად, შეგვიძლია მივმართოთ თერაპიის ამ სახეს, ის ხომ სტრესის დაძლევის ერთ -ერთი საუკეთესო საშუალებაა. არტ-თერაპია დღითიდღე ვითარდება და უფრო მოთხოვნადიც ხდება.

0
1362
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ გვაძაბია
თინათინ გვაძაბია
1362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0