x
image
melody_inside
შეშლილი, შეშლილი მსოფლიო და საოცარი ისტორიული ფაქტები
10 ფაქტი, რომელიც სხვა თვალით დაგვანახებს ისტორიულ მოვლენებს, ცნობილ ადამიანებს და მთლიანად კაცობრიობას.


image




ინგლისელი მშვილდოსნები ჩახდილი შარვლებით

image
ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ 1415 წლის 25 ოქტომბერს აზენკურთან (საფრანგეთი) ბრძოლისას ინგისელი მშვილდოსნები იბრძოდნენ ჩაწეული შარვლებით (ზოგჯერ საერთოდ უშარვლოდ). შარვლებს არ იცვამდნენ დიზენტერიის გამო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რიცხობრივად ფრანგების ექვსმაგი უპირატესობისა, ინგლისელებმა მოიგეს ეს ბრძოლა.



უცნაური ფეტიშები და ჯან-ჟაკ რუსო


image
ფრანგ ფილოსოფოს ჟან-ჟაკ რუსოს ქალების პროვოცირება უყვარდა იმისთვის, რომ მერე ის გაეტყეპათ. ამ „გატყეპვის“ მიღებისთვის ის ქალებს ჩაწეული შარვლით დასდევდა. ეს ფაქტი აღწერილია მის ავტობიოგრაფიაში „აღსარება“.




ანა ფრანკის დღიური -ფაშიზმის საშინელებების მამხილებელი ერთ-ერთი ნაწარმოებთაგანი

image
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებამდე, დღიურის შინაარსი ოდნავ გადაამუშავეს და ტექსტიდან ზოგიერთი ადგილი ამოჭრეს. ისეთები, როგორიცაა მაგალითად ეპიზოდები, რომლებიც შეცავდნენ ანას მენსტრუაციის და მასტურბაციის დეტალურ აღწერას.


პირველი არასრულწლოვანი, რომელიც აშშ-ს ტერიტორიაზე სიკვდილით დასაჯეს უცნაური დანაშაულისთის

image

16 წლის თომას გრეინჟერი 1642 წელს პლიმუტსკის კოლონიაში (ბრიტანეთის ჩრდილოეთ ამერიკა ) უცნაური გატაცების გამო სიკვდილით დასაჯეს: ის აუპატიურებდა ცხენებს, ძროხებს და ცხვრებს. ერთხელ მან ინდაურიც კი გააუპატიურა.


ეკატერინე დიდს ჰქონდა საიდუმლო ოთახი, სადაც აღმოაჩინეს სასქესო ორგანოებით და სქესობრივი აქტის ამსახველი სცენებით მორთული ავეჯი.

image
ეს ოთახი სსრკ-ს ჯარიკაცებმა აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომის დროს.



კონტრაცეპტივი რომის იმპერიაში

image

სილფი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო მცენარე კირენაიკისთვის და მისი დედაქალაქის კირენისთვის. ის გამოსახული იყო კირენის მონეტბზე და იყო ერთადერთი ხარკი, რასაც უხდიდა რომაელებს ქვეყნის მოსახლეობა. მცენარე გამოიყენებოდა როგორც კონტრაცეპტივი და მუცლის მოშლის საწინააღმდეგო საშუალება. მკვლევარები თვლიან, რომ თესლებიანი ღეროს ფორმა- დღეს ფართოდ გავრცელებული „გული“-ს ფორმის სიმბოლოა სწორედ. თვლიან, რომ არაკონტროლირებადმა ჭრამ და პირუტყვმა, მთლიანად გაანადგურა სამხრეთ აფრიკაში ეს უჩვეულო მცენარე.


ქალები სამეფო ოჯახებიდან ხალხის თანდასწრებით მშობიარობდა


image
ეს იყო საფრანგეთის სამეფო ქალბატონების ტრადიციებიდან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტრადიცია. ერთხელ, როდესაც ექიმმა გამოაცხადა ბავშვის დაბადება, ხალხის მასამ მარია-ანტუანეტა თითქმის გადათელა.


პირველი ეროტიული მოკლემეპრაჟიანი ფილმი

image

კინემატოგრაფისტი ეჟენ პირუ ცნობილია, როგორც ერთ-ერთი პირველი ეროტიული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორი: 1896 წელს მან გადაიღო შვიდწუთიანი ფილმი სახელწოდებით „მარია მიდის დასაძინებლად“, რომელშიც კაბარეს მსახიობმა ლუიზა ვილიმ სტრიპტიზი შეასრულა. ფილმა პარიზელები შოკში ჩააგდო.


ნიშანი "Hollywood”

image

ჰოლივუდის ნიშანი შიქმნა 1923 წელს, მაგრამ არა როგორც მსოფლიო მნიშვნელობის ოცნებების ფაბრიკის აღნიშვნა. ეს იყო უბრალოდ ლოს- ანჟელესის საცხოვრებელი უბნების რეკლამა. წარწერა უფრო გრძელი იყო: HOLLYWOODLAND. ამ დროისთვის
ასოები 1, 5 მეტრით მოკლეა, ვიდრე თვდაპირველად იყო.


ფაქტი კაცობრიობის შესახებ

image
ნიდერლანდების მათემატიკის და ინფორმატიკის ცენტრის სპეციალისტის, პეტერ გრიუნვალდის მიახლოებითი შეფასებით, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, რომელიც დაიწყო 162 ათასი წლის წინ, დედამიწაზე დაიბადა სულ რაღაც 107 მილიარდ ადამიანზე მეტი.

0
802
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
802
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0