x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნარკოტიკები და მათი ზემოქმედება თავის ტვინსა და ორგანიზმზ

imageნარკომანია, იგივე ნარკოდამოკიდებულება
არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკული ნივთიერებების სისტემატური მოხმარებით.ნარკოტიკი
არის ყველა ის ფსიქოაქტიური მცენარეული თუ
ცინოზური პრეპარატი, რომელიც სპეციფიკურად მოქმედებს ფსიქიკაზე და იწვევს ფიზიკურ
და ფსიქიკურ დამოკიდებულებას:1)ფსიქიკურია
დამოკიდებულება, როცა ადამიანი შეპყრობილია ნარკოტიკზე ფიქრით, აქვს პათოლოგიური
ლტოლვა და აკვიატებული სწრაფვა მორიგი დოზის მიღებამდე.


2)ფიზიკური დამოკიდებულება ნარკოტიკის მრავალჯერადი
გამოყენების შედეგად ვითარდება. მოხმარების
უეცარი შეწყვეტა იწვევს ძლიერ სომატურ აშლილობას (აღკვეთის სინდრომი).


3)ქცევითი დამოკიდებულება - ერთი და იგივე ქცევის,
ან ქცევითი მოდელის გამუდმებული გამეორებაა (აკვიატებული ქცევა)


ნარკოტიკები მოქმედებს
თავის ტვინზე. თავი ტვინი არის ყველაზე რთლი ორგანო ადამიანის ორგანიზმში. ის შედგება
მილიარდობით ნერვული უჯრედისაგან, რომლებსაც ნეირონები ეწოდება. ნეირონი, თავის მხრივ,
შედგება სხეულის, დენდრიტების და აქსონებისაგან. ინფორმაცია ერთი ნეირონისაგან მეორისაკენ
მიემართება აქსონის მეშვეობით. შეერთების ადგილზე არსებულ წარმონაქმნებს სინაპსი ეწოდება. აქ ხდება ნეიროტრანსმიტერების
გამოთავისუფლება და ნივთიერების მიღება და
გატარება მეორე ნეირონის რეცეპტორების მიერ. როცა ადამიანი მიირთმევს გემრიელ კერძს
ან ეკონტაქტება მეგობარს, უყურებს კარგ ფილმს ან უსმენს მუსიკას, მის ტვინში აქტიურდება
ე.წ დამაჯილდოებელი სისტემა. ამ სისტემის ნეირონები, გამოყოფენ ნეიროტრანსმიტერ დოპამინს
ე.წ. სიამოვნების ჰორმონს. დოპამინის გამოყოფისას ადამიანი სიამოვნებას განიცდის. ნარკოტიკული
ნივთიერებები ააქტიურებენ დამაჯილდოებელ სისტემას და განაპირობებენ დოპამინის დიდი
რაოდენობით გამოყოფას, რაც იწვევს რეცეპტორების მიერ დოპამინის უკუჩაჭერის მექანიზმის
მოშლას. შედეგად, იბლოკება რეცეპტორები და ზიანდება სუბსტრატი. ამის შემდეგ ადამიანი
კარგავს უნარს განიცადოს სიამოვნება ბუნებრივი საშუალებებით, როგორიც არის საკვები,
სპორტი, ადამიანთან ურთიერთობადა სხვა.


რა ზემოქმედებას
ახდენს თავის ტვინზე კონკრეტულად ოპიატები? .მაგ. ყაყაჩო შეიცავს ძილის მომგვრელ ნივთიერებას-ოპიუმს.
ოპიატები კეთდება ოპიუმისაგან, რომელსაც ყაყაჩოსაგან გამოყოფენ. ოპიატების ჯგუფს ეკუთვნის ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, სუბუტექსი და სხვა.
ნერვულ უჯრედებზე ლიმბურ სისტემაში ტვინის ღეროსა და ზურგის ტვინში არსებულ გარკვეულ
ნერვულ უჯრედებს გააჩნია ადგილები, რომელთაც ოპიატების რეცეპტორები ჰქვია, ისინიიწვევენ სხეულისა და ტვინის რეაქციას. ოპიატები ტვინისა და ნერვული
სისტემის მრავალ ადგილზე მოქმედებს:


1)ლიმბური სისტემა -აკონტროლებს ემოციებს.
ოპიატები კი ცვლიან ლიმბურ სისტემას, ახდენენ მის გადაგვარებას, , რათა მან წარმოშვას
სიამოვნების, მოდუნების და კმაყოფილების გრძნობა.


2)ტვინის ღერო- აკონტროლებს იმას, რასაც ჩვენი
სხეული ასრულებს ავტომატურად(სუნთქვა, ხველება).ოპიატს შეუძლია იმოქმედოს ტვინის ღეროზე
და შეანელოს სუნთქვა.


3)ზურგის ტვინი-ტკივილის სიგნალებს გადასცემს
სხეულიდან. მასზე ზემოქმედებით, ოპიატები ახდენენ ტკივილის ბლოკირებას უკეთებენ ტკივილის
გზავნილებს და სერიოზული ტკივილის განეიტრალებას ახდენენ.


მორფინი და ჰეროინი


მორფინი_ ოპიუმის ალკოლოიდია. მისი სახელწოდება ძილისა და სიზმრის
ბერძნული ღვთაების - მორფევსისგან მოდის. არ აქვს სუნი, თეთრი, სპეციფიკური გემოს მქონე
ფხვნილია.ძლიერი ტკივილგამაყუჩე1ბელი ნივთიერებაა.თერაპიული დოზა შეადგენს 0, 2 გრამს, ნარკომანი
კი 20-200
ჯერ მეტ დოზას მოიხმარს, რას ზედოზირებით სიკვდილს იწვევს.


ჰეროინი-მორფინის ნახევრად სინთეზური პრეპარატია, 2, 5-ჯერ ძლიერია.მიჩვევაც
ერთორად ძლიერია.სამედიცინო მიზნით არ გამოიყენება.თვალის გუგები ნემსის წვერივით წვრილდება, ნელდება
სუნთქვა და პულსიც.10 დღე ზედიზედ მიღება იწვევს დამოკიდებულების გაჩენას .აღკვეთის
სინდრომი- (ე.წ. „ლომკა“) იწყება ბოლო მიღებიდან
8-12 საათში.


რაც შეეხება ტვინის
რეაქციას სტიმულატორებზე, თუ საკვებიდან ან სასმლიდან მივიღებთ დიდი რაოდენობით კოფეინს
, ვიგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას ან ნერვულ დაძაბულობას.კოფეინი ხელს უწყობს ცვლილებების
გააქტიურებას ჩვენს ტვინში.კოფეინი არის ყველაზე სუსტი სტიმულატორი.არსებობს სხვა პრეპარატები, რომლებიც
ბევრად უფრო ძლიერ ზემოქმედებენ და ამის გამო იკრძალება კიდეც.მაგალითად -კაკაინი, კრეკი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი
, ე.წ „ჯეფი“ და „ვინტი“.


კოკაინი და ამფეტამინი
ვცლიან კავშირს ნერვულ უჯრედებს შორის, იწვევენ ცვლილებებს ტვინის მუშაობაში.ნერვული
უჯრედები, სახელად ნეირონები ერთიმეორესთან ცვლიან გზავნილებს ნეიროტრანსმიტერებად წოდებული
გარკვეული ქიმიური ნივთიერების გამოთავისუფლებით.ნეიროტრანსმიტერი თავის სამუშაოს განხორციელებისთვის
ებმება ნეირონის განსაზღვრულ ადგილებზე, რომელთც რეცეპტორები ეწოდება.ერთ-ერთ ნეიროტრანსმიტერს
, რომელზეც მოქმედებს კოკაინი, სახელად ჰქვია დოპამინი.
დოპამინი გამოთავისუფლდება ლიმბური სისტემის ნეირონებიდან -ტვინის იმ ნაწილიდან
, რომელიც აკონტროლებს სიამოვნების გრძნობებს.დოპამინი ეკრობა ნერვული უჯრედების რეცეპტორებს
და იწვევს ცვლილებებს უჯრედებში, გაიწოვება უკან იმ ნეირონისკენ, რომელმაც იგი გამოათავისუფლა. კოკაინი ზიანს აყენებს ტვინის მუშაობას, მას შეუძლია განაცდევინოს სიამოვნება
ცოტა ხნით, თუმცა მოგვიანებით, აზიანებს სიამოვნების განცდის უნარს, ავიწროვებს სისხლძარღვებს.


ტვინის რეაქციები
მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ განსხვავებული ფორმებით ვლინდება..იგი საკმაოდ ძლიერი
პრეპარატია .აჩქარებს სხეულში ბევრ ფუნქციას, იწვევს სისხლის წნევის მატებას და გულისცემის
გახშირებას ის შეიძლება გახდეს ბევრი მავნე პროცესის მიზეზი.=(უძილობა, პარანოია, ჰალუცინაციები).
მნიშვნელობა არ აქვს თუ რა გზით მოიხმარება მეტამფეტამინები, საბოლოო ჯამში, ის ხვდება
სისხლში, რაც ტვინში გადადის და მასში პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. მეთამფეტამინის
სულ მცირე დოზამაც კი .


საძილე საშუალებების, დამამშვიდებლების, და
ბარბიტურატების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს მიჯაჭვულობას, მოთენთილობას, გონების დაბინდვას, ჰალუცინაციებს.ხოლო
რაც შეეხებაანაბოლურ სტეროიდებს, ისინი არის ჰორმონ ტესტოსტერონის ხელოვნური ვერსია.ზოგიერთი
ადამიანი მოიხმარს ანაბოლურ სტეროიდებს კუნთების მასის გასაზრდელად, თუმცა ამ ნივთიერებას
ბევრი უარყოფითი შედეგის მოტანაც შეუძლია(ცვლილებები ტვინსა და სხეულში).ისინი ასუსტებენ
მეხსიერებას და სწავლის უნარს.


შეიძლება თქვენ
არასდროს გაგიგიათ ინჰალანტების შესახებ, მაგრამ მათთან ხშირად გქონიათ შეხება.თმის
დასაყენებელი ლაქები, სფრეი-საღებავები და ასეთი მრავალი სხვა -ინჰალანტებია. ეს ნივთიერებები
სხეულზე ბევრი განსხვავებული გზით ზემოქმედებენ.


ინჰალანტების ხანგრძლივი
დროით გამოყენებისას მიღებულმა ზიანმა შეიძლება შეანელოს ან გააჩეროს ნერვული უჯრედების
აქტივობა ტვინის ზოგიერთ ნაწილში.ეს ხდება ფრონტალურ კორტექსში, ტვინის იმ ნაწილში
, რომელიც აგვარებს პრობლემებს და გეგმავს ქცევას .


დღესდღეობით ერთ-ერთი
ყველაზე ცნობილი ნივთიერება-მარიხუანააე.ის ზოგიერთ ადამიანში იწვევს გარშემო მიმდინარე
მოვლენებისადმი სრულ უყურადღებობას.ყველა თანმდევი ცვლილება გამოწვეულია ქიმიური ნივთიერებით, რომლებიც
ტვინზე მოქმედებენ.400-ზე მეტი ქიმიური ნაერთია საშუალო სიდიდის მარიხუანის
ნერგში..მარიხუანას მოხმარებისას ქიმიური ნივთიერებები აღწევენ სისხლში და სწრაფად
მაგრდებიან ტვინის ნერვული უჯრედების განსაზღვრულ ადგილებზე. ამ ადგილებს რეცეპტორებს უწოდებენ. მარიხუანა შეიძლება გახდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის უჩვეული რეაქციების
მიზეზი.


ყოველივე ზემოთქმულიდან
გამომდინარე, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ არ არსებობს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი.ყველა
ნარკოტიკული ნივთიერება ხანგრძლივი მოხმარებისას იწვევს შეუქცევად პროცესებს თავის
ტვინში: აზიანებს ტვინის ღეროს, ნათხემს, ლიმბურ სისტემას.ნარკოტიკის ინტენსიური მომხმარებლები
ადრე თუ გვიან ღრმა ინვალიდები ხდებიან.მათთვის ტიპურია, როგორც ფსიქიკური აშლილობები, ასევე
სომატური დაავადებები.პრევენციის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებაა, ერთი მხრივ საზოგადოებისა
და კერძდ ახალგაზრედების სწორად ინფორმირება
ნარკოტიკების დამანგრეველი მოქმედების შესახებ და მეორეს მხრივ, ზნეობრივი და ჯანსაღი
ცხოვრების წესის დანერგვა.

0
3779
1-ს მოსწონს
ავტორი:ანნი გოხელაშვილი
ანნი გოხელაშვილი
3779
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0