x
image
alex999
Mediator image
"რა არის სიყვარული?" - ამერიკელ მკვლევარებმა დაკითხეს 4-8 წლამდე ბავშვები!
ამერიკელმა მკვლევრებმა 4–დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს „რა არის სიყვარული?“ – ამ მცირე შეკითხვა–კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი. ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით.


image


პასუხები ასე გამოიყურება:





4 წლის ერი: „სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები.“



4 წლის მერიენი: „სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე.“


4 წლის ბილი: „როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს.“


4 წლის ურსულა: "სიყვარული არის მაშინ, როცა ვინმეს შენ ძალიან უყვარხარ"


6 წლის რებეკა: „როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული.“


6 წლის კრისი: „სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს თხოვ.“


6 წლის მარკი: „სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება.“


6 წლის არტური: "სიყვარულია, როცა ჩემი დაიკო გაბრაზებისას ლოყაზე მკოცნის"


7 წლის ნოელი: „სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს“


7 წლის კერენი: „როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა.“


7 წლის დენი: „სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა.“


8 წლის ჯესიკა: „თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული.“


8 წლის ოდრა: "სიყვარული არ არსებობს, გთხოვთ ამას ნუ დაიჯერებთ!"


8 წლის ალექსი: "საინტერესო კითხვაა, მაგრამ ჯერ ამისთვის ძალიან პატარა ვარ!"


8 წლის მელინა: "მე მიყვარს ჩემი მშობლები და ძამიკო, ვფიქრობ ეს არის

ნამდვილი სიყვარული"


image



ეს – რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?
ბიჭუნამ მიუგო – „არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე"






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
427
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
427
  
2016, 22 სექტემბერი, 21:18
მადლობთთ
2016, 22 სექტემბერი, 17:14
კარგი იყოო :-))
2016, 22 სექტემბერი, 15:53
მადლობა საყვარელო დიდი... ჩემი მიზანიც ეს იყო
2016, 22 სექტემბერი, 13:44
აუ რა კარგი რამ იყო, ალექს, გამითმა გული...:)
0 1 4