x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ვისთან წაეთრა ის საოხრეგასახმობი, ვიცით მაინც?"-როგორ ეხმიანებიან ცნობილი ქართველები ანჯელინასა და ბრედის განქორწინებას.
image
ულამაზესი ჰოლივუდელი წყვილის 12 წლიანი თანაცხოვრების ასეთ დასასრულს არავინ მოელოდა. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განქორწინებას მთელი მსოფლიოს მედია აქტიურად განიხილავს. გაყრის სხვადასხვა ვერსიები განიხილება, ერთი ვერსიით ბრედ პიტმა ანჯელინას მსახიობ მარიონ კოტიარისთან უღალატა, ხოლო მეორე ვერსიით, ანჯელინას ადვოკატის განცხადებით, მათ შორის დაპირისპირებაა და ანჯელინა ბრედის ბავშვების აღზრდის მეთოდით უკმაყოფილოა. რათქმაუნდა ქართველებიც არიან ჩართული ამ გაყრის გარჩევაში. მათ შორის კი

ცნობილი ქართველები საუკუნის გაყრას სოციალური ქსელით ეხმიანებიან.


ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერი ირინა სარიშვილი:

"ისე გულიანად ჭორაობენ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორებაზე, თან არ ჯერათ რომ ანჯელინა დაშორდა, არ იქნება მაგი მასე, პირიქით ბრედმა მიატოვაო, აბა რა ეგონა ჯოლისო, ან ეგ კაცი არ ყოფილა ეს რა გააკეთაო, ან კიდე კაის სადა აქვს კაი ბედიო რომ სულ ყურში მესმის ანჯელინა როგორ უკივის ბრედიკოს – შენ შემოგწირე ჩემი ახალგაზრდობა, გირეცხე, გილაგე, გიკეთე და ეს რა მიყავი ბიჭოო... ვისთან წაეთრა ის საოხრეგასახმობი ვიცით მაინც?"


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:

"მე მეგონა ყველა ზღაპარს happy end-ი ჰქონდა..."imageნინო ნადირაძე-კუზანოვა:

"53 წლის ხდება თურმე დეკემბერში ბრედი! დაბერებულა ოხერი, რა დროს გაყრა იყო ამ არჩევნების წინ?"imageმომღერალი თაკო გაჩეცილაძეც აზიარებს სტატიას წყვილის გაყრის შესახებ სტატუსით:

"უხ, ეს კაცები..."imageჟურნალისტი და შოუმენი გიორგი ჯანელიძე:

"როგორც ერთი ამერიკელი იუმორისტი ამბობდა, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტს თუ ერთმანეთთან სექსი მობეზრდათ, დანარჩენებს რაღა უნდა მოთხოვოო."imageimageჟურნალისტი და წამყვანი ეკა ხოფერია:

"შენი გოგო გათავისუფლდა, მიშკა..."

imageმომღერალ ნინი ბადურაშვილის და, ქეთო თოფურიძე:

"ძალიან გავბრაზდი..."image



0
387
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0