x
image
melody_inside
მეცნიერებმა სრული სიმართლე გაიგეს გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე, ყავისფერ შაქარზე და პალმის ზეთზე.

image

პასუხი კითხვაზე იმის შესახებ, თუ რა უნდა ვჭამოთ ავად რომ არ გავხდეთ, არ გავსუქდეთ და დიდხანს ვიცოცხლოთ, - მარტივი არ არის. არსებობს მრავალი მითი პროდუქტებზე, რომლებიდანაც შეიძლება გამოვყოთ 5 ძირითადი მცდარი აზრი.


ბევრი დარწმუნებულია, რომ საფუარი საშიშია ჯანმრთელობისთვის. შიშს იწვევს საცხობი საფუარი- ეგრეთწოდებული თერმოფილური საფუარის სოკოები, რომლებიც თითქოს დიდ ტემპერატურაზე არ იშლებიან და განაგრძნობენ თავის არსებობას ჩვენს ორგანიზმში.

იულია ჩეხონინა, დიეტოლოგი: „ ეს მითია, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია. საცხობი საფუარი, რომელიც გამოიყენება პურის ცხობისას, ჩვენთვის საშიში არაა. უფრო მეტიც, შეუძლიათ სინთეზირება სასარგებლო ნივთიერებისა, მათ შორის В ჯგუფის ვიტამინებისა. არ უნდა გვეშინოდეს საფუარის.“


ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არც საფუარიან და არც უსაფუარო პურში სოკო არ აღმოჩნდა.


პალმის ზეთის წინააღმდეგ ბოლო დროს მთელი კომპანია მიმდინარეობს. არსებობს აზრი, რომ ადამიანის ორგანიზმში ის არ გადამუშავდება, ხოლო რუსეთში შემოაქვთ მხოლოდ ისეთი, რითაც ევროპაში რელსებს ზეთავენ. როცა იწყებ გარკვევას, აღმოჩნდება, რომ ეს ასე სულაც არაა.

პალმის ზეთს ამზადებენ, რა თქმა უნდა არა ღეროებიდან, როგორც ბევრს მიაჩნია, არამედ ნაყოფისგან. ზეთი აქ არა მხოლოდ რბილობშია, არამედ კურკაშიც. არსებობს ზეთის ნაირსახეობა. ზოგი გამოიყენება საკვებ პროდუქტებში, ზოგი კი- ტექნიკური საჭიროებისთვის. ესენი სხვადასხა ზეთებია. სიცრუეა, როდესაც ამბობენ, რომ ერთიდაიგივე ზეთი შედის საწვავშიც და ბავშვთა კვებაშიც.


სერგეი პერმინოვი, ბავშვთა კვების წარმოების დირექტორი დამუშავების და კვლევის დარგში: „ჩვენ პალმის ზეთით, რომელიც წარმოადგენს ძვირფას წყაროს ჩვენთვის საჭირო პალმიტინის მჟავეების კონფიგურაციისთვის, ვავსებთ იმ ცხიმოვან შემადგენლობას, რაც მკაცრად აუცილებლად სჭირდება ბავშვს განვითარებისთვის.
სხვათაშორის, პალმიტინის ეს მჟავა შედის დედის რძის შემადგენლობაშიც. მის ფუძეზე დამზადებულ ნარევებს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ამ რაციონზე კალცი ცუდად აითვისება. მაგრამ ფოკუსი იმაშია, რომ ნებისმიერი საბავშვო ნარევი - ეს ბალანსირებული პროდუქტია, რომელშიც კალცი უფრო მეტია, ვიდრე ნატურალურ რძეში“.


თუ ვისაუბრებთ კვერცხზე, მთავარ საშიშროებას ქოლესტერინი წარმოადგენს, რომელიც ნამდვილად ბევრია გულში. მაგრამ ბოლო დროს გაირკვა, რომ ჯანმრთელი ადამიანებისთვის საკვები ქოლესტერინი არაფრით არაა საშიში, ის თითქმის არანაირ ზეგავლენას არ ახდენს სისხლში ამ ნივთიერების დონეზე. თვითონ მეცნიერები ისევ მიირთმევენ კვერცხებს და არაფრის არ ეშინიათ.


ბევრია შოკირებული გმო-სგან. მეცნიერება კი, დიდი რაოდენობის კვლევებზე დაყრდნობით, დარწმუნებით საუბრობს იმაზე, რომ საკვები, გამოყვანილი გენური ინჟინერიით, არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივისგან. საერთოდ არაფრით. გარდა ამისა, ის უფრო იაფია, რადგან მისი მოყვანისას ნაკლები შხამქიმიკატი გამოყენება. ხოლო ის, რომ გენია შეცვლილი, ამას ჩვეულებრივი სელექციაც ცვლის.

ასევე არსებობს აზრი ლერწმის ყავისფერი შაქრის სარგებლობაზე, რომელიც არ ექვემდებარება მრავალჯერად გადამუშავებას. თეორიულად ის უფრო იაფი უნდა
ღირდეს, მაგრამ ის გახადეს მოდური პროდუქტი, ამიტომ მისი ფასი გაიზარდა. მყიდველი ზედმეტს იხდის ლეგენდაში. მასში იგივე საქაროზაა, მხოლოდ ოდნავ სხვა წარმოდგენით.


პროგრამამ „საკვები ცოცხალი და მკვდარი“ გაარკვია, რომ საფუარიანი პური საშიში არაა, პალმის ზეთი არაფრით არაა ნაკლები ნებისმიერ სხვა მცენარეულ ცხიმზე, რაღაცით უკეთესიც კია პოპულარულ სახეობებზე, კვერცხის შემადგენელი ქოლესტერინი უვნებელია, გმო-ს მავნებლობა - მხოლოდ მითია, რომლის აბსურდულობაც მეცნიერულადაა დამტკიცებული, ხოლო ყავისფერი შაქარი თეთრისგან არაფრით არ არის უკეთესი.



1
920
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
920
  
2016, 21 სექტემბერი, 12:39
ძალიან საინტერესო სტატიაა! ბოლო დროს ყავისფერ შაქარს მეც უფრო მეტად მოვიხმარდი... ნამდვილად არ ვიცოდი :(
0 1 1