x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ვისკის სამკურნალო თვისებები


image

ვისკი -- ჩვენი დროის ერთ- ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია. და ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ის იკავებს ლიდერის ადგილს მსოფლოში ყველა სახის ალკოჰოლურ სასმელებში გაყიდვების მოცულობის მიხედვით.


ნაწილობრივ ამ სასმელის პოპულარობა განპირობებულია სახეობების, სხვადასხვა დანამატების, ნარევების მრავალფეროვნებით _ კანადური და ირლანდიური ვისკიდან დაწყებული, ტენესის ბურბონით დამთავრებული.

ყოველივე ამას დაუმატეთ ის ფაქტი, რომ ვისკს გააჩნია მრავალი სასარგებლო თვისება, რაც საკმაოდ კარგად ხსნის იმას, თუ რატომაა ვისკი სპირტიანი სასმელების მეფე.

აი რამდენიმე სასარგებლო თვისება, რომელსაც ფლობს ვისკი:

ვისკი ხელს უშლის გასუქებას

ვისკი შეიცავს 0% ცხიმებს, 0% ქოლესტერინს, ხოლო მასში შემავალი ნახშირწყლები და კალორიები, ძალიან სწრაფი ათვისებადია იმის მაგივრად, რომ თქვენს წელზე დაილექოს. ვისკი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, აქვეითებს მადას, რაც ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკარგვას.

ვისკი ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას.

ადუნებს რა სისხლძარღვების კედლებს, ვისკი ხელს უშლის მასზე ქოლესტერინის დაგროვებას. გარდა ამისა, ვისკში აღმოჩენილი ანტიოქსიდანტები ამცირებენ გულის შეტევის ან ინსულტის რისკს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირების ხარჯზე მაშინ, როდესაც იზრდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების „კარგი“ ქოლესტერინის დონე.

0
173
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0