x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ვალერი მელაძეს პირის გაღება დაავიწყდა +ფონოგრამის შესრულების დროს(ვიდეო)
image3-იდან 9 სექტემბრამდე სოჭში გაიმართა სიმღერის კონკურსი "ახალი ტალღა".ფესტივალის დახურვის დროს ცნობილმა შემსრულებლებმა და კონკურსის მონაწილეებმა ერთად შეასრულეს სიმღერა «Уходит праздник», რომელიც იგორ კრუტოიმ და იგორ ნიკოლაევმა დაწერეს.


პირველი რამდენიმე სტროფი მორიგეობით შეასრულეს იგორ კრუტოიმ, ნიკოლაი ბასკოვმა და ვალერი მელაძემ.პირველმა ორმა ამ "რთულ ამოცანას" გაართვეს თავი და პირის გაღება ფონოგრამას დაამთხვიეს, აი რაც შეეხება ვალერი მელაძეს, როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ მისი რიგი იყო, ის ჩუმად იყო თუმცა მისი ხმა უკვე ისმოდა.



მელაძის პიარ-მენეჯერმა ლიზა ფეოფანოვამ რადიო «Говорит Москва»-ს ეთერში განაცხადა, რომ "ეს შემთხვევა ტექნიკურ ხარვეზებთან იყო დაკავშირებული", რაში მდგომარეობდა "ტექნიკური ხარვეზი" ფეოფანოვას არ დაუზუსტებია, თან დასძინა, რომ ეთერში ამ ჩანაწერის ჩვენება არ იყო საჭირო.


ბლოგერმა იგორ ჩერსკიმ უმალ განათავსა ვიდეო საკუთარ Facebook-ის გვერდზე.იგი გახლავთ ერთ-ერთი ინიციატორი პრემიისა "Серебряная калоша", რომელსაც ხელოვნების წარმომადგენლებს გადასცემენ "საეჭვო მიღწევებისთვის შოუ ბიზნესის სფეროში."







5
164
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
164
  
2016, 21 სექტემბერი, 14:04
????????? -მაგ პირადში მოგწერ
2016, 21 სექტემბერი, 11:55
ანუ ეს საკითხი არ განვიხილოთ? მე, მაგალითად ზუსტად ვიცი, როგორ მუშაობს რუსეთის ტელევიზია მსგავს კონკურსებზე და საერთოდ, კონკურსების ტრანსლირებაზე. აუცილებლად ითხოვენ სიმღერის ჩაწერას და ,,+" ფონოგრამას კონკურსის დაწყებამდე. შეიძლება, ისიც მოხდეს, რომ მომღერალმა დარბაზისთვის ცოცხლად იმღეროს, მაგრამ ჩვენ, მაყურებლები ფონოგრამას ვუსმენთ, რადგან ტელევიზიისთვის ასე უფრო მოსახერხებელი არის.
2016, 21 სექტემბერი, 11:23
ყველა მასეა რუსული პაპსავიკები.(და ქართველკებიც).მათ შორის მელაძეც..მაგას რა დასკვნა უნდა..ახლა მაგაზე საუბარი და დასბუთება შორს წამიყვანს
2016, 21 სექტემბერი, 11:20
პოზიტიური შეფასებაა!
2016, 21 სექტემბერი, 10:07
ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სხვებისგან განსხვავებით, ვ. მელაძე არ არის დახელოვნებული ,,ფანერით" მღერაში. ეს ,,შეცდომა" მისთვის ,,+" უფრო არის, ვიდრე ,,-".
0 1 5