x
image
Lerato
5 ისტორიული ფაქტი, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანს ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია გადარჩეს
image


ჰოლივუდში ძალიან უყვართ ისეთი რეალური ისტორიების ეკრანიზაცია, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ეხება. როდესაც არონ რელსტონს გადარჩენის მიზნით საკუთარი ხელის ამპუტაცია მოუხდა, კინოპროდიუსერებმა ამ ამბის მოსმენის შემდეგ გადაწყვიტეს შანსი ხელიდან არ გაეშვათ და გადაიღეს სათავგადასავლო თრილერი სახელწოდებით "127 საათი, " რაშიც აკადემიის რამდენიმე ჯილდოც დაიმსახურეს.

თუმცა, არის კიდევ სხვა გასაოცარი ისტორიები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს:


1. დუგლას მოუსონის ანტარქტიკული ჯოჯოხეთი

image

მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიელმა მეცნიერმა დუგლას მოუსონმა ანტარქტიდის ექსპედიციას გაუკეთა ორგანიზება. 1912 წლის 14 დეკემბერს, როდესაც მოუსონი და მისი ორი კოლეგა ბელგრეივ ნინისი და ქსავიერ მერიცი საჭირო ინფორმაციის შეგროვების მერე ბაზაზე ბრუნდებოდნენ, უბედურება მოხდა: ნინისი ნაპრალში ჩავარდა და დაიღუპა. როდესაც ის ვარდებოდა თან ერთი მარხილიც გაიყოლა ძაღლებთან ერთად, სადაც საკვების დიდი ნაწილს ინახავდნენ.

ბაზამდე 310 მილი იყო დარჩენილი (დაახლოებით 500 კმ). მოუსონს და მერიცს უკაცრიელი ყინულოვანი უდაბნო უნდა გაეარათ, სადაც დასვენებისთვის თავს ვერაფერს შეაფარებდნენ. როდესაც დარჩენილი საკვები გაუთავდათ, მოგზაურები იძულებულნი გახდნენ ძაღლები ეჭამათ – ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მარხილი საკუთარი ძალებით უნდა გაეწიათ. ბოლოს და ბოლოს მერიცი გარდაიცვალა სიცივისა და დაუძლურებისგან. მოუსონი კი მარტო დარჩა უსასრულო ანტარქტიკული საშინელების პირისპირ. მას კონიუქტივიტი აწუხებდა, ყინვისგან კანი ძვრებოდა, თმა ბღუჯა-ბღუჯა სცვიოდა, ფეხები დაუჩირქდა და სისხლი სდიოდა. მიუხედავად ამისა, მეცნიერი კვლავ შეუპოვრად მიიწევდა წინ.


image


სამწუხაროდ მოგზაურმა ყინულის ბზარი ვერ შეამჩნია, ფეხი დაადგა და მოულოდნელად ნაპრალში ჩავარდა. საბედნიეროდ ციგა როგორღაც ნაპრალის კიდეზე გაიჭედა, რამაც მოუსონს საშუალება მისცა ნელ-ნელა, თოკის მეშვეობით უფსკრულიდან ზემოთ ამოსულიყო.

ამის შემდეგ გზა განაგრძო და ბოლოს, როგორც იქნა მიაღწია ბაზამდე... სადაც გაიგო, რომ გემი "ავრორა, " რომლითაც ის სახლში აპირებდა გამგზავრებას, უკვე ხუთი საათის წასული იყო. მეცნიერი შემდეგ გემს კიდევ 10 თვე ელოდა.


2. მარათონელის ისტორია, რომელიც საჰარაში დაიკარგა

image

საჰარის ქვიშის მარათონი ერთ-ერთ ყველაზე რთულია მსოფლიოში. ამ 6 დღიან შეჯიბრზე (დაახლოებით 250 კმ.) მხოლოდ ყველაზე გამოცდილები და ამტანები ბედავენ მონაწილეობის მიღებას.

პოლიციელმა და სპორცმენმა მაურო პროსპერიმ ასევე გადაწყვიტა საკუთარი თავის გამოცდა. ოთხი დღე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაურო მეშვიდე იყო. შემდეგ ქვიშის ქარბუქი ამოვარდა. წესის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მონაწილეები უნდა გაჩერებულიყვნენ და დახმარებას დალოდებოდნენ, მაგრამ იტალიელმა გადაწყვიტა რომ

ქარიშხალი ხელს ვერ შეუშლიდა – თავზე შარფი შემოიხვია და გზა განაგრძო. ექვსი საათის მერე ქარი ჩადგა, პროსპერი კი მიხვდა რომ მთელი იმ დროის მანძილზე სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. ის ისე შორს იმყოფებოდა სხვებისგან, რომ მის მიერ გაშვებული სასიგნალო რაკეტები არავის შეუმჩნევია. მაურო სრულიად მარტო დარჩა დედამიწაზე ყველაზე დიდსა და არაკეთილმოსურნე უდაბნოში.

პროსპერის აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ სიარული გაეგრძელებინა. ბოლოს ის გადააწყდა მიტოვებულ მეჩეთს, სადაც მშიერმა მარათონელმა ღამურები დაიჭირა, თავები დააწყვიტა საწყალ ცხოველებს და მათი სისხლი დალია.


image


სასოწარკვეთილებისგან პროსპერიმ თავის მოკვლა სცადა – მაჯებზე ვენები გადაიჭრა, თუმცა, გაუწყლოებისგან მისი სისხლი იმდენად შედედებული იყო, რომ გარეთ არ გამოვიდა – შედეგად მიიღო მხოლოდ ორი ნაკაწრი და თავის ტკივილი. ამ დროს მარათონელმა დაიფიცა, რომ სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლებდა.

შემდეგი 5 დღის მანძილზე მაურო საჰარაში დახეტიალობდა, იკვებებოდა ხვლიკებითა და მორიელებით, წყურვილს კი ცვარით იკლავდა. 9 დღის შემდეგ ბედმა გაუღიმა საწყალ იტალიელს – ის მომთაბარეთა ჯგუფს შეხვდა, რომელთაც აუხსნეს რომ ის ალჟირში იმყოფებოდა, 200 კმ. დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც წესით უნდა ყოფილიყო.
გაგიკვირდებათ ამის მოსმენა, მაგრამ ორი წლის შემდეგ პროსპერი კვლავ ჩაეწერა ახალ მარათონში, საიდანაც სრულიად უვნებელი დაბრუნდა.


3. რიკი მეგის გადარჩენის ისტორია ავსტრალიის უდაბნოში


image
ეს ამბავი 2001 წელს მოხდა. რიკი მეგის გაეღვიძა... პირდაპირ ავსტრალიის უდაბნოს შუაგულში. ის პირქვე იწვა, ზედ მიწა ეყარა, ირგვლივ კი გარეული ძაღლების (დინგო) ხროვა უტრიალებდა, რომლებიც მამაკაცს მშიერი თვალებით უყურებდნენ. ეს ყოველივე რიკის კარგს არაფერს ჰპირდებოდა.

მას საერთოდ არ ახსოვდა თუ როგორ აღმოჩნდა იმ ადგილას. მან მხოლოდ ის გაიხსენა, რომ საკუთარი მანქანით დასავლეთისკენ მიემართებოდა მეჩხერად დასახლებულ რაიონში... არაფერი უჩვეულო.

ათი დღის მანძილზე მეგიმ თავადაც არ იცოდა სად მიდიოდა, ბოლოს დამბას მიაღწია და გადაწყვიტა გზა მეტად აღარ გაეგრძელებინა – ტოტებისგან პატარა ქოხი ააგო, სადაც შემდეგი 3 თვის გატარება მოუხდა – იკვებებოდა წურბელებითა და კალიებით.



image


ზოგჯერ ბაყაყის დაჭერას ახერხებდა – ეს ნამდვილი დელეკატესი იყო. ნანადირევს მზეზე აშრობდა სანამ ხრაშუნა კანი არ გაუხდებოდა, შემდეგ კი სიამოვნებით მიირთმევდა. ბოლოს და ბოლოს მეგი ფერმერებმა იპოვეს და გადაარჩინეს. ის თუ როგორ მოხვდა უდაბნოში, საიდუმლოდ დარჩა. ერთი ვერსიის თანახმად რიკი ავარიაში მოყვა, სხვა ვერსიით ამბობენ, რომ მან უცნობს გაუჩერა მანქანა, რის შემდეგაც შუა უდაბნოში გამოეღვიძა.


4. გოგონას ისტორია, რომელიც მაიმუნების ოჯახმა "იშვილა"
image


როდესაც მარინა ჩეპმენი სულ რაღაც 4 წლის იყო, ის მოიტაცეს. გოგონას ახსოვდა, რომ

ვიღაც უკნიდან მიეპარა, თვალები აუხვია და სადღაც წაიყვანა. შემდეგ პატარამ კოლუმბიის ჯუნგლებში გაიღვიძა.

მარინა მაიმუნებმა იპოვეს, თავიანთ კლანში მიიღეს და ასწავლეს თუ როგორ უნდა მოეპოვებინა საკვები, ხეებზე ეძრომიალა და ბევრი სხვა მაიმუნური ხრიკი. რამდენიმე წელი გავიდა, ჩეპმენმა დიდ წარმატებებს მიაღწია და საკმაოდ დახელოვნდა მიმდებარე სახლებიდან ბრინჯისა და ხილის მოპარვაში. ადგილობრივები კი ამჩნევდნენ მაიმუნებთან ერთად ადამიანის მსგავს არსებას, მაგრამ ისინი მხოლოდ ქვებს ესროდნენ და უკან ჯუნგლებისკენ აგდებდნენ.

image

ერთ დღეს ჩეპმენის ბედი რადიკალურად შეიცვალა – ის "გადაარჩინა" ოჯახმა, რომელიც გოგონას სადისტურად მოექცა – მარინა, ფაქტიურად, ნამდვილ მონად აქციეს, იატაკზე აჭმევდნენ და აძინებდნენ.

საბედნიეროდ ჩეპმენმა მოახერხა მათგან თავის დაღწევა. ის ხეზე აძვრა, სადაც ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა შენიშნა, მასთან ცხოვრება შესთავაზა და როგორც საკუთარი ქალიშვილი ისე გაზარდა. მარინამ ასევე წარმატებით გაიარა ადაპტაცია ახალ საზოგადოებაში, შემდეგ ინგლისში გაემგზავრა, სადაც თავისი ცხოვრების მამაკაცს შეხვდა.


5. ავიაკატასტროფის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი

image


ჯულიან მარგარეტ კეპკეს ისტორია, რომელიც მას 17 წლის ასაკში შეემთხვა, გაოცებას იწვევს. თვითმფრინავს, რომელშიც 92 მგზავრი იმყოფებოდა, მეხი დაეცა, დაკარგა კონტროლი და 3000 მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. ჯულიანა ერთადერთი იყო, ვინც გადარჩა. მთელი 9 დღის მანძილზე გოგონა გაუვალ ჯუნგლებში დადიოდა იმ იმედით რომ რომელიმე დასახლებულ პუნქტს მიაღწევდა. კეპკე მამამისის წყალობით გადარჩა, რომელიც ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლიდა თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ექსტრემალურ სიტუაციებში.


image


ვარდნის დროს გოგონა სავარძელზე იჯდა და უსაფრთხოების ღვედი ეკეთა. მას მოტეხილი ჰქონდა ლავიწის ძვალი, დაუზიანდა მარჯვენა ხელი და ცალი თვალით დაბრმავდა. ჯულიანა შეეცადა მგზავრთა ცხედრებს შორის დედა მოეძებნა, მაგრამ ვერ მოახერხა. მან ბარგი შეამოწმა, სადაც ცოტაოდენი ტკბილეული იპოვა. ჯულიანამ ჯუნგლებში ხეტიალისას პატარა წყარო აღმოაჩინა და დინებას გაუყვა. მხოლოდ 9 დღის შემდეგ მიაღწია მდინარეს, რომლის ნაპირზეც ნავი იდგა. გოგონამ ბენზინით მარჯვენა ხელზე ჭრილობა დაიმუშავა, სადაც უკვე ათეულობით მატლი იყო დაბუდებული. ნავის პატრონები, რომლებიც ადგილობრივი მეტყევეები აღმოჩნდნენ, მეორე დღეს გამოჩნდნენ. ჯულიანას დახმარება გაუწიეს – აჭამეს, ჭრილობები დაუმუშავეს და ახლომდებარე სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს.

1
1051
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1051
  
2016, 28 სექტემბერი, 9:20
მომეწონა კარგი ნაშრომია!
0 1 1