x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
როგორი დაუჯერებელი და წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს ავსტრალიაში ძროხამ ვერტმფრენი ჩამოაგდო

image როგორი წარმოუდგენელი და დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ავსტრალიაში ძროხამ ჩამოაგდო დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენი, რომელიც ძალზე ახლოს მივიდა ფრენის დროს ძროხასთან.
ავსტრალიაში კვიკსლენდის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ძროხამ ჩამოაგდო მსუბუქი ვერტმფრენი "Robinson R22". ამის თაობაზე იუწყება გამომცემლობა Brisbane Times".
ვერტმფრენის კატასტროფა მოხდა ქალაქ კოენის სამხრეთით. გამომცემლობის ინფორმაციით, ორადგილიანი მსუბუქი ვერტმფრენით პილოტმა გარს შემოუფრინა თავის ნახირს რამდენიმეჯერ, ერთერთი შემოვლისას ვერტმფრენის დასაჯდომი "თხილამური" იმდენად ახლოს მივიდა ერთერთ ძროხასთან, რომ შეშინებულმა ძროხამ რქა მოუქნია და ზედ წამოედო ვერტმფრენის დასაჯდომ "თხილამურს", პილოტმა მანევრებით სცადა მოეშორებინა ძროხა ვერტმფრენისათვის თუმცა ეს ვერ მოახერხა, საბოლოო ჯამში პილოტმა დაკარგა მართვის კონტროლი ვერტმფრენზე.
ვერტმფრენმა მოახდინა ავარიული და ძალზე მძიმე დაჯდომა, რის შედეგადაც დაზიანებულ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და მეხანძრეების დროულად მოსვლის მიუხედავად მთლიანად დაიწვა.
შტატის პოლიცია აწარმოებს გამოძიებას მომხდარ კატასტროფაზე. გამომცემლობის ინფორმაციით პილოტი და ძროხა არ დაზიანებულან.
ავსტრალიაში მწყემსები უზარმაზარ ტერიტორიაზე გაბნეული ნახირის შესაკრებად და ფერმებისაკენ გამოსარეკად ხშირად იყენებენ მსუბუქ ვერტმფრენს "Robinson R22". მწყემსი–პილოტები იძულებულნი არიან დაბალ სიმაღლეზე, დაბალი სიჩქარით იფრინონ ნახირისათვის მიმართულების მისაცემად.
გამოცემა "BBC" იუწყება, რომ ავსტრალიაში ყოველწლიურად ავიაკატასტროფის გამო ათამდე მწყემსი–პილოტი იღუპება.

2
672
13-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
672
  
2016, 21 სექტემბერი, 0:14
მიჩვეულები არიან ალბათ, თორემ ვერტმფრენის პილოტი მწყემსი ვინ გაიგო?!
2016, 21 სექტემბერი, 0:02
საწყალი ძროხები შიშისგან რძე დაუშრებათ..ვერტმფრენით დევნა რაღა უბედურებაა....
0 1 2