x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლიკურგის თასის საიდუმლო – ნანოტექნოლოგიები ძველ რომში

image

ლიკურგის თასი, დრეკადმინიანი ქამელეონი


ზოგიერთ, ძველ ისტორიულ წყაროში, სადაც რომის იმპერატორის ტიბერიუსის (ძვ. წ. აღრ. 42 – 37 წწ.) მმართველობის პერიოდზე (14-37 წწ.) არის საუბარი, ყოველთვის ფიგურირებს ამბავი, მისთვის, მინის ოსტატის მიერ, მირთმეული საოცარი საჩუქრის შესახებ.image

ოსტატმა ტიბერიუსს მინის თასი აჩუქა, რომელიც, დარტყმის დროს, დეფორმაციას იღებდა და არ ტყდებოდა. მაგრამ, იმპერატორი საჩუქარმა კი არ გაახარა, შეაშინა კიდეს. რადგან, თუ დრეკადი მინის დანერგვა და საყოველთაოდ გამოყენება მოხდებოდა, ოქროს და ვერცხლის ფასი დაეცემოდა და ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, ოსტატისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. აღნიშნული სიუჟეტი თითქმის ერთნაირად არის აღწერილი პლინიუს უფროსის (23 – 79 წწ.) ჩანაწერებში და პეტრონიუს არბიტერის (14 – 66 წწ.) «სატირიკონში».

imageთუმცა, ეპისკოპოსი ისიდორე სევილიელი (560 – 636 წწ.), თავის ნაშრომში, ამ ისტორიის ოდნავ განსხვავებულ ვერსიას წარმოადგენს, სადაც საუბარია არა მინაზე, არამედ მბზინავ, ძალიან პლასტიკურ მეტალზე, რომელსაც თიხიდან მოიპოვებდნენ. ამიტომ, ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ აქ საუბარი ალუმინზე, რომლის აღმოჩენა, ოფიციალურად, მხოლოდ XIX საუკუნეში მოხდა*.
თასი, რომელზეც მეფე ლიკურგი (ძვ. წ. აღრ. VIII) იყო გამოსახული, დიდი ხნის მანძილზე, არ უმხელდა თავის საიდუმლოს მეცნიერებს. ის ფერს სინათლის წყაროს მდებარეობის მიხედვით იცვლიდა. თუ სინათლე უკანა მხარეს არის, თასი წითლდება, ხოლო თუ სინათლე წინიდან ეცემა – მწვანდება.
თასის საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ 1990 წ. მოხერხდა, მას შემდეგ, რაც მიკროსკოპით მოხდა მისი ფრაგმენტის ანალიზი. აღმოჩნდა, რომ რომაელი ოსტატები კარგად ერკვევოდნენ ნანოტექნოლოგიებში**. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მინაში ოქროს და ვერცხლის მტვერი იყო დამატებული. ამასთან, ამ მეტალის ნაწილაკების დიამეტრი 50 ნანომეტრს არ აღემატებოდა.
თასი-ქამელეონი უკიდურესად ზუსტი მუშაობის შედეგი არის და ასეთი ეფექტის მიღება, შემთხვევით, პრაქტიკულად შეუძლებელია. შუქი, რომელიც თასზე ეცემა, იწვევს ოქროს და ვერცხლის ელექტრონების რყევას, რის შედეგადაც ფერის შეცვლა ხდება. სწორედ ამ პროცესს აკვირდება თასთან მდგარი დამკვირვებელი, რომელიც ფერს, თავისი სინათლისადმი მდებარეობის მიხედვით აღიქვამს.

image

* ალუმინის მიღების თანამედროვე მეთოდი შემუშავებულ იქნა დამოუკიდებლად ერთმანეთისგან ამერიკელი ჩარლზ მარტინ ჰოლლისა და ფრანგი პოლ ლუი ტუსენ ერუს მიერ 1886 წ. რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ალუმინის ოქსიდი Al2O3 იხსნება კრიოლიტის ნადნობში Na3AlF6 და მათი შემდგომი ელექტროლიზით კოქსის ან გრაფიტის ელექტროდების გამოყენებით. მიღების ეს მეთოდი საჭიროებს ელექტროენერგიის დიდ ხარჯს, და ამიტომეც მასზე მოთხოვნა მხოლოდ XX ს. გაიზარდა. (ვიკიპედია)

** ნანოტექნოლოგია — ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფერო, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს (1 ნანომეტრ – მეტრის ერთი მემილიარდედი) არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოსკალის დონეზე. (ვიკიპედია)


imageთასის სიმაღლე - 165 მილიმეტრია, დიამეტრი - 132 მილიმეტრი.

ზუსტად ცნობილი არ არის, ვინ, სად და როდის იპოვა ეს არტიფაქტი. არის მოსაზრება, რომ ის საფლავების მძარცველებმა იპოვეს რომაელი დიდგვაროვანის სამარხში. გარკვეული დროის მანძილზე, თასი რომის კათოლიკური ეკლესიის საგანძურში ინახებოდა. XVIII საუკუნეში ის ფრანგი რევოლუციონერების ხელში აღმოჩნდა. ასევე ცნობილია, რომ 1800 წელს, დაცვის მიზნით, მას თავზე ბრინჯაოს მოოქროვილი რგოლი და იგივე მეტალის სადგამი გაუკეთეს, რომელიც ვაზის ფოთლებით არის გაფორმებული.

1845 წელს თასი ლეონელ დე როტშილდმა შეიძინა. ხოლო 1862 წელს ის საზოგადოებამაც იხილა ლონდონში, ალბერტისა და ვიქტორიას მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

1958 წელს ბარონმა როტშილდმა, ლიკურგის თასი 20 ათას ფუნტად ბრიტანეთის მუზეუმს მიჰყიდა. დღეს სწორედ იქ შეიძლება ამ უნიკალური ნივთის ნახვა.

0
1568
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0