x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სეზონის ტენდენცია - კომბინეზონები
დიზაინერთა კოლექციებში მრავლად იყო წარმოდგენილი კომბინეზონები ნებისმიერი გემოვნების ქალბატონებისთვის.

თეთრი, ნახატებიანი და ამოჭრილი, გამჭვირვალე და კლასიკური სტილის, სპორტული და სამუშაო, მოცულობითი და მოხერხებული, კაშკაშა ფერებში და სადა...

მოდურმა ბრენდებმა მიმდინარე სეზონისთვის მოცულობითი კომბინეზონების მეტად საინტერესო მოდელები წარმოადგინეს.

image
Dsquared2; Martin Grant


image
Mulberry; Issey Miyake
თეთრი ფერი აქტუალურია ნებისმიერი სამოსის, მათ შორის კომბინეზონებისთვისაც და იდეალური ვარიანტია ზაფხულისთვის.

image

Jean Paul Gaultier; Kimberlet Ovitz

კლასიკური კომბინეზონები არასდროს გადადის მოდიდან
მარტივი მინიმალისტური კომბინეზონი მცირე დეტალებით და კლასიკური თარგით მომგებიანი არჩევანია.

image

Emanuel Ungaro;Julien Mcdonald

სპორტული სტილის კომბინეზონები შეგიძლიათ
აირჩიოთ როგორც თავისუფალი, ასევე ტანზე მომდგარი თარგით, თუმცა მისი აუცილებელი ატრიბუტი ელვაშესაკრავი, ქამარი, ჯიბეები გახლავთ.

image

Felipe Oliveira Baptista; Y3

სამუშაო სტილის კომბინეზონები თავისუფალი და მოხერხებული სამოსის მოყვარულებს დააინტერესებს.

image

Jeremy Laing; Jean pierre Braganza

გამჭვირვალე ქსოვილები 2012 წლის ტენდენცია გახლავთ- აირჩიეთ სრულიად გამჭვირვალე, ნახევრად გამჭვირვალე, ან გამჭვირვალე დეტალებით გაფორმებული კომბინეზონი.

image

Ann Demeulemeester; Haider Ackerman

მრავალგვარი ჭრილები, ნახატები ასევე ამშვენებს კომბინიზონებს. კაშკაშა სამოსით კი გარშემომყოფების ყურადღებას მიიპყრობთ და ზაფხულის შესაბამის განწყობასაც შეიქმნით.

image

Diane von Furstenberg; Adam

image

Haider Ackerman; Iceberg

image

Salvatore Ferragamo; Tibi

image

Salvatore Ferragamo; Yigal Azrouel

1
112
2-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
112
  
0 1 1