x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელორუსიაში დააკავეს მამაკაცი,რომელმაც 100-ზე მეტი ქალი გააუპატიურა
imageმინსკში დააკავეს სერიული მანიაკი, რომელიც მინიმუმ 100 ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული.


დაკითხვის დროს სანკტ-პეტერბურგელმა მძღოლმა 45 წლის ოლეგ ბედნიაკოვმა აღიარა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგულარულად მოგზაურობდა ბელორუსიაში და აუპატიურებდა ქალებს და გოგონებს.მანიაკი ძირითადად რკინიგზის სადგურთან უსაფრდებოდა მსხვერპლს, შემდეგ კი დანის მუქარის ქვეშ აუპატიურებდა.როგორც ბრალდებულმა აღიარა, ზოგიერთ მათგანს ძარცვავდა კიდეც.


სამართლადამცვებმა დაადგინეს, რომ ბელორუსიაში ასეთი ხშირის სტუმრობის "მიზეზი" ბედნიაკოვის დედა გახლდათ, რომელიც ბრესტის სიახლოვეს ცხოვრობდა. მანიაკის მსხვერპლთა სიაში არასრულწოვანები გოგონებიც აღმოჩნდნენ.


ბელორუსი ძალოვანები აღნიშნავენ, რომ მოძალადის მსხვერპლი მინიმუმ 100 ქალი შეიქმნა, თუმცა რაოდენობა მათი ვარაუდით შესაძლებელია ბევრად მეტი იყოს, რადგან ქალების ნახევარი გაუპატიურების შემდეგ გაჩუმებას ამჯობინებდა და როგორც წესი მილიციას არ მიმართავდა.



ბელორუს სამართალადამცავებს მოძალადის მხოლოდ ორი ტიპიური ნიშანი ჰქონდათ:ოქროს კბილი და თითზე ნიშნობის რგოლი.ეჭვქვეშ მოექცა 150 000 მამაკაცი, საბოლოოდ მათი რიცხვი 30 000-მდე დავიდა.სამართალდამცავები ტიტანური შრომის შემდეგ საბოლოოდ კონკრეტულ დამნაშავეზე გავიდნენ.მისი იდენტობა გენეტიკურმა ანალიზმა დაამტკიცა.

image

თუმცა ისტორია ამით არ დასრულებულა.როგორც გაირკვა ბედნიაკოვი მანამდეც იყო გაუპატიურებისთვის დაკავებული.


იგი 2007 წელს დააკავეს მოსკოვში ტუშინოს პარკში განხორციელებული გაუპატიურებების გამო.ხალხმა მას მაშინ "ტუშინოს მანიაკი" შეარქვა.


თუმცა მაშინ სასამართლომ იგი შეურაცხადად სცნო და მკურნალობა დაუნიშნა.სამართალდმაცავებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ ბედნიაკოვმა ანალოგიური დანაშაულები 2014 წელსაც ჩაიდინა კრასნოდარის მხარეში.ისიც გაირკვა, რომ პეტერბურგელმა მძღოლმა 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაზე
წარმატებით გაიარა აკრედიტაცია და იქ ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა.ახლა სამართალდამცავები ამ საკითხსაც ცალკე არკვევენ.


ამჟამად გამოძიებაში ორი სახელმწიფოს სამართალდამცავები ერთდროულად არიან ჩართულები.მოსკოვიდან და სანკტ-პეტერბურგიდან ჩასულმა გამომძიებლებმა არაერთხელ დაკითხეს ბრალდებული.


ბელორუსიის კანონის თანახმად ბედნიაკოვს მინიმუმ 15 წლიანი პატიმრობა ელოდება

image






2
2332
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2332
  
2016, 21 სექტემბერი, 10:48
ეს ყველაფრის ღირსია....
2016, 20 სექტემბერი, 23:46
მტერს არ ვუსურვებ იმას რაც ამას ელის ციხეში...
0 1 2