x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ახალი ჯეიმს ბონდის როლზე პროდიუსერების არჩევანმა კინომოყვარულები გააკვირვა
image
მას შემდეგ, რაც დენიელ კრეიგმა განაცხადა, რომ "ჯეიმს ბონდის" მომდევნო სერიებში აღარ ითამაშებს, ლეგენდარული აგენტ 007-ის თაყვანისმცემლებს შორის არ ცხრება კამათი იმის შესახებ, ვინ არის ამ როლზე ყველაზე მისაღები კანდიდატი.


და აი, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალი ჯეიმს ბონდი 31 წლის ტეო ჯეიმსი გახდება.

image

ფრანჩიზის თაყვანისმცემლებისთვის მოულოდნელი იყო განცხადება იმის შესახებ, რომ "დივერგენტის" ვარსკვლავი მომავალი აგენტი 007 იქნება, რადგან უამრავ შესაძლო პრეტენდენტებს შორის ბონდის მთავარი როლის შემსრულებლად 35 წლის ტომ ჰიდლსტონი ლიდერობდა.
image
ამას გარდა, ზოგიერთები აღნიშნავენ, რომ თავისი ასაკიდან გამომდინარე, ტეო ჯეიმსი ჰარმონიულად ვერ ჩაჯდება როლში.
image

სავარაუდოდ, ამგვარი აზრი ავტომატურად ჩამოყალიბდა წინა ფილმებზე დაყრდნობით, რომლებშიც ბონდის როლს ძირითადად 40 წელს გადაცილებული მსახიობები თამაშობდნენ.



შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ლეგენდარული ბრიტანელი აგენტის, ჯეიმს ბონდის როლი მოირგეს შონ კონერიმ, ჯორჯ ლეზენბიმ, როჯერ მურმა, ტიმოთი დალტონმა, პირს ბროსნანმა და დენიელ კრეიგმა. პირველი აგენტი კი გახდა ბარი ნელსონი, რომელმაც ჯეიმს ბონდის როლი შეასრულა 1954 წელს "კაზინო "როიალი"-ს მიხედვით გადაღებულ სერიალში "კულმინაცია".



0
433
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
433
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0