x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
შეცდომები, რომლებსაც ლეპტოპის დატენვისას ვუშვებთ - ეს აზიანებს ელემენტს!

imageდღეს უამრავი აზრის მოსმენა შეიძლება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიტენოს სწორად ნოუთბუქის აკუმულატორი. ზოგი თვლის, რომ დატენვამდე აკუმულატორი მთლიანად უნდა დაიცალოს, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ ელემენტის მუხტი უმჯობესია გამუდმებით იყოს 30-80%-ზე და მუდმივად იტენებოდეს. ამგვარი ორაზროვნება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ადრე ნოუთბუქებში გამოიყენებოდა ნიკელ-კადმიუმის აკუმულატორიები. დღეს კი, ყველა თანამედროვე მოწყობილობას ლითიუმ-იონური ელემენტი აქვს. ეს უკანასკნელი საკმაოდ კაპრიზულია მოხმარების მხრივ, მაგრამ სწორი ექსპლუიატაციის პირობებში დიდხანს და უპროლემოდ შეიძლება გემსახუროთ.
და მაინც, როგორ უნდა დავტენოთ სწორად თანამედროვე ლეპტოპის აკუმულატორი?


image

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ როცა ახალ ნოუთბუქს ყიდულობთ, აუცილებლად გაეცანით ექსპლუატაციის ინსტრუქციას, რომელიც თან მოყვება. იქ საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი როგორ რეჟიმებზეა რეკომენდებული მოწყობილობის გამოყენება, შენახვა, ტრანსპორტირება, დატვირთვა და ა.შ. თუმცა არსებობს ფაქტორები, რომლებიც ერთნაირია ყველა მწარმოებლის Li-Ion აკუმულატორის მქონე ნოუთბუქებისთვის:

1. ნოუთბუქის აკუმულატორის მუშაობის ტემპერატურული რეჟიმი არ უნდა გასცდეს +5-დან +45 გრადუს ცელსიუსს. ოპტიმალურ რეჟიმად ითვლება გარემოს ტემპერატურა 15-25º. ძალიან საშიშია ელემენტის გადახურება - ამან შეიძლება დენის წყაროს აფეთქებაც კი გამოიწვიოს. ელემენტი ხურდება ნოუთბუქის გაგრილების სისტემისგანაც, ამიტომ აუცილებელია მოწყობილობას ქვემოდან ხვდებოდეს ჰაერის ნაკადი. ცხადია, შეიძლება ნოუთბუქი გარკვეული დროით უარყოფით ტემპერაურაზეც იმყოფებოდეს, მაგალითად, ტრანსპორტირების დროს - ამ შემთხვევაში, თბილ ოთახში მოხვედრისას ჩართვამდე ცოტა ხნით უნდა გააჩეროთ, უმჯობესია ჩანთაში.

2. აკუმულატორის "დაცლა-დატენვის" ციკლების რაოდენობა, ჩვეულებრივ, უდრის 1000 ციკლს ელემენტის სწორი მოხმარებისა და შენახვის პირობებში. მაგრამ ისევ უნდა აღინიშნოს, რომ ლითიუმის აკუმულატორი უმჯობესია მთლიანად არ დაიცალოს, ამიტომ რეკომენდებულია რეგულარულად ვტენოთ, მაშინაც კი, როცა მუხტი 80%-ზეა, რაც გაზრდის ელემენტის დატენვის ციკლების რაოდენობას.

3. ასევე არ ღირს ნოუთბუქის ზედმეტად დატვირთვა როცა მუშაობისას დენის წყაროში არ არის ჩართული - მაგალითად, თამაშები, რომლებიც დიდ რესურსების მოიხმარს, რადგან ამ დროს ელემენტი სწრაფად ჯდება, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებს კი ასეთი რამ არ უყვარს.

image

აღსანიშნავია, რომ ლითიუმ-იონური აკუმულატორი სწრაფ დეგრადაციას განიცდის დაცლილ მდგომარეობაში შენახვისას, ამიტომ, თუ აპირებთ დიდხანს არ გამოიყენოთ იგი, გირჩევთ დამუხტოთ ელემენტი 40-60%-ზე (ამ დროს მისი თვითგანმუხტვა მინიმალურია) და მოხსნათ ლეპტოპიდან.

გავრცელებულია აზრი მის შესახებაც, რომ თუ ლეპტოპს დიდხანს ამუშავებთ დენის წყაროში ჩართულს, უმჯობესია აკუმულატორის საერთოდ მოხსნათ. მაგრამ ამ შემთხვევაში თავად ნოუთბუქის აზრიც იკარგება, რადგან დენის მოულოდნელი გათიშვა ყველა მონაცემს წაშლის. თანამედროვე ნოუთბუქიები აღჭურვილია დამუხტვის ადაპტირებული მაკონტროლებლებით, რომლებიც სწორად არის დაპროგრამებული დენის წყაროზე მუშაობაზე და ამით ელემენტს არავითარი ზიანი არ მიადგება.

ელემენტით დიდხანს და ხშირად მუშაობს შემთხვევაში ბევრი მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას რეგულარულად მოხდეს აკუმულატორის დაკალიბრება. დაკალიბრება საშუალებას იძლება გამოსწორდეს შეცდომები, რომლებიც ელემენტსა და მისი დამუხტვის მაკონტროლებელს შორის წარმოიქმნება. ტექნიკურად ეს შეიძლება იყოს ცალკე პროგრამა ან პარამეტრები ბიოსში, თუმცა ფაქტიურად ეს არის უბრალოდ ელემენტის "დაცლა-დამუხტვის" სრული ციკლი. ამიტომ, იმისათვის, რომ ამ ტექნიკური მხარის გასარკვევად ტვინი არ ვიჭყლიტოთ, რეკომენდებულია უბრალოდ სამ თვეში ერთხელ მთლიანად დაიცალოს ელემენტი, სანამ კომპიუტერი საერთოდ არ გამოირთვება, და ასე გამორთულ მდგომარეობაში დავდოთ დასამუხტად 100%-მდე.

ამვარად, ნოუთბუქის აკუმულატორის ექსპლუატაციის ამ მარტივი წესების დაცვით შესაძლებელია შესამჩნევად გავზარდოთ ელემენტის მოქმედების ხანგრძლივობა და საკმაოდ დიდხანს თავიდან ავიცილოთ ახლის ყიდვის აუცილებელობა.

0
11566
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
11566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0