x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134406
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ფობიის მექანიზმი
imageფობია (ბერძნ. φόβος „ფობოს“— შიში) — აკვიატებული მდგომარეობა, რომელსაც აქვს ზოგიერთი საგნის, ქცევის, ქმედების ან სიტუაციის გადაულახავი შიშის სახე; ფობიის შინაარსს შეიძლება წარმოადგენდეს ყოველდღიური ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა. ფობიის ძირითადი სიმპტომი არის შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული სურვილი, მოთხოვნილება.


ერთ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება და მეორე შემთხვევაში , როდესაც ეს შიში ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში ხელის შემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვული გადახრის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.

ფობიები, თავისი კლინიკური მნიშვნელობით, შიშით გამოწვეული დარღვევების, მათ შორის : პანიკური დარღვევა, პოსტ-ტრავმული შიში და სხვა, ყველაზე ხშირი ფორმაა. ამერიკული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ ფობიები ქალების ყველა ასაკობრივი ჯგუფის ყველაზე გავრცელებული სულიერი ავადმყოფობაა, ხოლო 25-წლის ზევით მამაკაცებში რიგით მეორე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება: ზოგიერთ ადამიანს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს და შედარებით გულგრილად შეხედოს ამ საკითხს. სხვები სრულ პანიკაში ვარდებიან და საკუთარ თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ მათი თავდაპირველი პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.



ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების უმეტესობა ფობიების დიდ ნაწილს სამ კატეგორიად ჰყოფს:


პირველი კატეგორია არის სოციოფობიები - შიშები, რომლებიც სხვა ადამიანს ან სოციალურ სიტუაციებს მოიცავენ. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ : გამოსვლის შიში, სხვების მზერის შიში (მაგ. საზოგადოებრივ ადგილას ჭამა).

სოციოფობიები თავისმხრივ იყოფა ორ ქვეკატეგორიად, ესენია:


> ძირითადი სოციოფობი ანუ საზოგადოების შიშით გამოწვეული დარღვევა

> სპეციფიკური სოციოფობია, რომელისადმი შიშიც კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული.

მეორე კატეგორია გახლავთ სპეციფიკური ფობიები -შიში, რომელიც ერთი კონკრეტული გამაღიზიანებლითაა გამოწვეული. მაგალითად:ობობა, ძაღლი, ლიფტი, ფრენა, დაავადება და ა. შ.

მესამე კატეგორია კი არის აგორაფობია - სხვაგვარად, სახლის ან ნაცნობი „უსაფრთხო“ ადგილის დატოვების შიში. ეს არის ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, ან ღია
სივრცეში ყოფნის უკიდურესი შიში, საიდანაც
გაქცევა რთული, ან სამარცხვინო შეიძლება იყოს. აგორაფობია ერთადერთია, რომელიც რეგულარულ მკურნალობას მოითხოვს. აგორაფობიის მქონე ინდივიდებს, როგორც წესი, აშინებთ
ისეთი ადგილები, როგორიცაა: _ ხალხმრავალი ოთახები, სასეირნო ადგილები, ავტობუსები და ავტომაგისტრალები.

ევოლუციური თვალსაზრისით, წარსულში, გარკვეულ ეტაპზე, ესა თუ ის შიშები ზრდიდნენ ჩვენი წინაპრების გადარჩენის შანსებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფობიები ერთადერთია, რომლებსაც არ გააჩნიათ გენეტიკური ფაქტორის წვლილის დამადასტურებელი მონაცემები. შფოთვითი აშლილობების სიმპტომები, რომლებიც ფსიქოლოგიური ტკივილისგან ინდივიდის დაცვის მცდელობებს წარმოადგენს, წარსულის ფსიქიკური კონფლიქტებიდან, ან შიშებიდან მომდინარეობს. ამგვარად, შეიძლება ვთქვათ, რომ პანიკური შეტევები არაცნობიერი კონფლიქტების ცნობიერებაში შეჭრის შედეგია. მაგალითად, დავუშვათ, ბავშვი ცნობიერიდან განდევნის სახლის რთული გარემოდან გაქცევის სურვილს. შემდგომ ცხოვრებაში ობიექტმა, ან სიტუაციამ, რომელიც სიმბოლიზებული სახით გამოხატავს კონფლიქტს, შეიძლება ფობიის გააქტიურება მოახდინოს. ასევე უნდა ითქვას, რომ ისეთი ფობიები, როგორებიცაა მაგალითად, არკანოფობია (ობობის შიში) და ოფიდიოფობია (გველების შიში) ევოლუციისთვის დამახასიათებელი თავისებურებაა, რამაც გარკვეული არსებების მიმართ ადამიანების შიში განაპირობა, რომელთაც რაიმე ზიანის მიყენება შეეძლოთ. თავის ცნობილ ექსპერიმენტში მარტინ ზელიგმანმა ყვავილებისა და გველების ფობიების დადგენის კლასიკური მეთოდი გამოიყენა. ცდას შედეგმა აჩვენა, რომ გველის სურათის ხილვა გაცილებით უფრო ადვილად იწვევდა უარყოფით განცდას, ვიდრე ყვავილის. ამიტომაც, მეცნიერი მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგიერთი ობიექტში იმთავითვე იგულისხმება გენეტიკური წინასწარი განწყობა, რაც შიშთან იგივდება.

ბიჰევიორისტული თეორიები ხშირად ხსნიან ფობიების განვითარებას, რომელთაც კლასიკურად განპირობებულ შიშებად მიიჩნევენ. გავიხსენოთ ჯონ უოტსონისა და როზალ რაინერის 1920 წელს გამოქვეყნებული
შრომა, სადაც ნაჩვენები იყო თუ როგორ განუვითარეს თერთმეტი წლის პატარა ალბერტს თეთრი ვირთხის შიში.უფრო მეტიც, ალბერტს გაუჩნდა შიში იმ ობიექტების მიმართაც,
რომლებსაც თაგვს ამსგავსებდა (ბაჭია, ძაღლი,
ბეწვის ქურქი და სხვა) ობსესიურ-კომპულსური აშლილობების შენარჩუნება შფოთვის შემცირების, ანუ რედუქციის საშუალებით ხდება.


კოგნიტური მოსაზრებები, შიშის მექანიზმთან მიმართებაში, ყურადღებას ამახვილებს იმ პერცეპტულ პროცესებსა და განწყობებზე, რომელმაც შეიძლება დაამახინჯოს პიროვნების წინაშე არსებული საფრთხის მისეული შეფასება. მან შეიძლება ან გადააფასოს საფრთხის ხასიათი ან რეალურობა, ან სათანადოდ ვერ შეაფასოს საფრთხისადმი ეფექტურად გამკლავების საკუთარი შესაძლებლობები.

თუ საზოგადოდ აღიარებულ მოსაზრებას დავუჯერებთ, ფობიებს განაპირობებენ გარეგანი მოვლენები და შინაგანი მიმართებები ამა თუ იმ მოვლენებსა თუ საგნებთან. ზოგიერთი სპეციფიკური ფობია შეიძლება სათავეს იღებდეს გამომწვევი მოვლენიდან წარსულში, ტრავმატული გამოცდილების შედეგად. სოციალურ ფობიებსა და აგროფობიას გაცილებით რთული გამომწვევი მიზეზები აქვს, რომელთა დადგენა ამ ეტაპზე ბოლომდე ვერ ხერხდება. აღიარებულია, რომ მემკვიდრეობა, გენეტიკა და ტვინის ემოციური წყობა ცხოვრებისეულ ემოციებთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შიშით გამოწვეული დარღვევებისა და ფობიების განვითარებაში.

რაც შეეხება მკურნალობის საკითხს, მკურნალობის რამდენიმე მიმართულება არსებოს.ერთ შემთხვევაში თერაპევტი ვირტუალური რეალობის ან გამოსახულებითი ვარჯიშების მეთოდს მიმართავს, რომ შიშის ობიექტის მიმართ პაციენტს შიში გაუნელდეს. ესენი შიშისგან გათავისუფლების სისტემური თერაპიის შემადგენელი ნაწილებია.

მეორე შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენონ გაცნობიერებული ქცევის თერაპია, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, რომ გააცნობიეროს ნეგატიური აზრების ციკლი და ამ აზრების გარდაქმნის გზები დასახოს. ამ მეთოდს ჯგუფური მკურნალობისთვისაც მიმართავენ.


სხვა შემთხვევაში, სისტემური დესენსიბილიზაცია შიშისგან თანდათანობითი გათავისუფლების მეთოდები ხშირად წარმატებულია და გულისხმობს, რომ პაციენტმა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ დისკომფორტი დაძლიოს.


ასევე გამოიყენება შიშის და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს. ასეთიპრეპარატებია მაგალითად, სეროტონონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები (SSRIs) და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებინ (MAOIs).


ასევე აღსანიშნავია ჰიპნოზის თერაპია, რომელიც გამოიყენება სისტემატიურ დესენსიბილიზაციასთან ერთად.ჰიპნოზის თერაპია გვეხმარება ფობიის მიზეზის მოძიებაში.

თუმცაღა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამგვარი მკურნალობის საშუალებების
გამოყენება სხვა მეთოდებს როდი გამორიცხავს. ხშირად
შედეგის მისაღწევად თერაპევტი ერთდროულად რამდენიმე საშუალებას მიმართავს.


0
75
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ბასილაია
თამუნა ბასილაია
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0