x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მერხები, ფული და ერთი ადექვატური მამა
image


ეს ისტორია ჩემმა მეგობარმა მიამბო (მისი ნებართვით ეს თეგი „ჩემია“).


ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობარი არცთუ ისე ცუდი ბიზნესის მფლობელია, მაგრამ არავისთან არ ახდენს ამის აფიშირებას (ველოსიპედი, მაიკა, ზურგჩანთა, სპორტული შარვალი _ აი, ესაა სულ). სკოლაში, სადაც მისი გოგონა სწავლობს, მშობლების ნაწილმა საკლასო ოთახში მერხების შეცვლა გადაწყვიტა. სიმართლე რომ ითქვას, მერხები ნორმალურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, აი ასე:


image



მაგრამ ახალი მოინდომეს.


განხილვის შემდეგ მშობლები ორ არათანაბარ ჯგუფად გაიყო: ისინი, ვინც შეძლებდა ყიდვას, და 7 ადამიანი, რომელმაც უარი თქვა (ბანალურია, მაგრამ ზედმეტი ფული არ აქვთ). ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს, მათი შვილები ძველ მერხებს მიუსხდებოდნენ. როდესაც ჩემმა მეგობარმა შესთავაზა, ცოტა მეტი თანხა დაედოთ და ყველასთვის
ეყიდათ ახალი, მშობლებმა თითი საფეთქელთან დაატრიალეს (ვითომ „ ჩვენ ვიღაცის მაგივრად რატომ უნდა გადავიხადოთ, ფული არ არის _ დაე ისხდნენ ძველ მერხებთან“).


შედეგად, მეგობარმა საერთოდ თქვა უარი ფულის დადებაზე. მისი არგუმენტების გამო, რომ ეს ფაქტი ჯგუფს გაყოფდა „ ღარიბებად“ და „მდიდრებად“, მას ასე ვთქვათ, „შეუკურთხეს“.



დადგა დღე „იქსი“ . საკლასო ოთახში დადგეს ახალი მერხები. აი ასეთი:


image



ოთხი ძველი მერხი მიდგეს ერთ კუთხეში, იქ წარმოიქმნა გეტოს მსგავსი-„ღარიბი“ მოსწავლეებისგან. დედიკოები ბრწყინავდნენ. მაშინ ჩემმა მეგობარმა მათ ჰკითხა,

ხომ არ აგონებდათ მათ ეს სიუჟეტი „Нашей Раши „-დან ფასიან და უფასო პაციენტს, მან ასეთი პასუხი მიიღო: „ არა, მაგრამ რა!? ჩვენ ეს შეგვიძლია!“


ეს გაგრძელდა ზუსტად ერთი დღე. მეორე დღეს სკოლაში მისულებმა ძველი მერხების ადგილზე ახლები აღმოაჩინეს. აი ასეთი:


image




და საბავშვო სკამები. აი ასეთი:

image

ახლა ეს ვაიდედები დარბიან და ყვირიან, რომ ეს დისკრიმინაციაა, რომ მათი შვილები იჩაგრებიან და ყველას ერთნაირი უნდა ჰქონდეთ. მეგობარი უყურებს მათ და ეცინება.


ერთ-ერთი მამიკოს კითხვაზე „რა ჯანგაბად გააკეთე ეს?“, მან უპასუხა: „ჩათვალე რომ ეს იყო სოციალური ექსპერიმენტი.


და საერთოდ, თქვენ ხომ ასე გინდოდათ, რომ ბავშვების ერთ ნაწილს უკეთესი მერხები ჰქონოდათ ვიდრე სხვებს, ჰოდა ისე გამოვიდა, როგორც თქვენ გსურდათ!“

1
5445
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
5445
  
2016, 23 სექტემბერი, 9:44
საღოლ, რამდენს მოუხდებოდა :-))
0 1 1