x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოდნის მენტალური რეპრეზენტაცია

image კავშირის ცოდნა: ნახატი სიტყვების წინააღმდეგ

ცოდნა სხვდასხვა გზით შეიძლება იქნას გამოსახული თქვენს გონებაში: ის შეიძლება შენახული იქნას როგორც მენტალური ხატი, სიტყვა ან აბსტრაქტული პროპოზიცია. ჩვენ განვიხილავთ სხვაობას ცოდნის რეპრეზენტაციის სხვადასხვა
სახეებს შორის. რა თქმა უნდა, კოგნიტური ფსიქოლოგია განსაკუთრებით დაინტერესებულია ჩვენი ცოდნის ინტერნალური, მენტალური რეპრეზენტაციით. სანამ გადავალთ ინტერნალური რეპრეზენაციის დეტალურ განხილვამდე იქამდე ვისაუბროთ ექსტერნალურზე, როგორც წიგნზე. წიგნი იდეებს სიტყვების და ნახატების საშუალებით გადმოსცემს. ექსტერნალური რეპრეზენტაციისას როგორ განსხვავდება
სიტყვებით გამოხატული რეპრეზენატაცია ხატებისგან? ზოგიერთი იდეა უკეთ გამოისახება ნახატებში, ზოგი კი პირიქით სიტყვებში. მაგალითად ვინმემ გკითხათ: „ როგორი ფორმა აქვს ქათმის კვერცხს?“ თქვენ შეიძლება დახატვა უფრო გეადვილოთ ვიდრე მისი აღწერა. ბევრი გეომეტრიული ფორმა და კონკრეტული ობიექტის გამოსახვა უფრო მარტივი გამოსასახავია ნახატებში ვიდრე სიტყვებით. თუმცა თუ ვინმე გკითხავთ: „ რა არის სამართლიანობა?“ მსგავსი აბსტარქტული შინაარსის
აღწერა რთული იქნება, მაგრამ გრაფიკულად გამოსახვა კიდევ უფრო რთული.
(ფოტო)როგორც ფიგურაზე ჩანს ნახატის და სიტყვების გამოყენება
შიძლება საგნების და იდეების რეპრეზენტაციისთვის, მაგრამ ვერც ერთი ფორმა რეპრეზენტაციის ვერ ინარჩუნებს ყველა თვისებას გამოსახულისას. მაგალითად, ვერც სიტყვა კატა და ვერც ნახატზე ასახული რეალურად ვერ შეჭამს თევზს, ვერ იკრუტუნებს და იკნავლებს, როცა ეფერებიან. სიტყვა კატა და ნახატიც არის დამახასიათებელი რეპრეზენტაცია „კატობის“, ორივე ფორმის რეპრეზენტაციას აქვს დამახასიათებელი ნიშნები.
როგორც ნახეთ ნახატი შესაბამისად ანალოგიურია რეალურად
არსებული საგნის, რომელსაც წარმოადგენს/გამოსახავს. ნახატი აჩვენებს კონკრეტულ ნიშნებს ისეთს როგორიცაა ფორმა და მსგავსი ზომა. ეს ატრიბუტები არის მსგავსი ნამდვილი საგნის ნიშნების და თვისებების, რომლის რეპრეზენტაციასაც ნახატი ახდენს. მაშინაც კი თუ კატის ფიგურის რაღაც ნაწილს დავფარავთ, დარჩენილი ნაწილი მაინც კვლავ ჰგავს კატას. მსგავს გარემოებაში უმეტესი ნაწილი სურათის დაკავშირებულია ერთამნეთთან. შეგიძლია ყურადღებით დაათვალიერო, ახლოს მიიტანო
ან გაადიდო, რომ დიდად ნახო ფოტო.არ არსებობს რაიმე დასაბუთებული წესები როგორ დაათვალიერო ნახატი მარცხნიდან მარჯვნოვ, ზევიდან ქვევით, როგორც გსურს სულ ერთია.
ამისგან განსხვავებით, სიტყვა კატა სიმბოლური რეპრეზენტაციაა,
რაც გულისხმობს რომ კავშირი სიტყვასა და მის რეპრეზენტაციას შორის პირობითია. არაფერია რაიმე არსებითად კატისებრი.სხვადასხვა ქვეყანაში გერმანია იქნება ეს თუ საფრანგეთი სხვადასხვანირად გამოითქმის სიტყვა კატა მიუხედავად
სხვადასხვა სიმბოლიზებისა, შინააარსით მაინც კატა წარმოგვიდგება. თუ სიტყვა კატას გარკვეულ ნაწილს დავფარავთ დარჩენილი ხილულ ნაწილს არანირი სიმბოლური კავშირი აღარ ექნება კატასთან. რადგანაც სიმბოლოები პირობითია მათი გამოყენება მოითხოვს გამოყენების წესებს. მაგალითად, სიტყვის ფორმირებისას
ხმა და ასოები უნდა იყოს თანმიმდევრულად დალაგებული წესების მიხედვით(კ’ა’ტ’ა და არა ა’ტ’ა’კ). წინადადებების ფორმირებისასაც საჭიროა წესების მიხედვით სიტყვების დალაგება. კატის სიტყვით სომბოლური რეპრეზენტაციისას ვიღებთ მხოლოდ
გარკვეულის სახის ინფორმაციას და სხვა არაფერს. ლექსიკონში განარტებული კატა სავარაუდოდ მსგავსია ჩვენი მენტალური რეპრეზენტაციის კატისა,
რომ ის ძუძუმწოვარია, ჭამს ხორცს და უვლის კნუტებს და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია ზოგადი და აბსტრაქტულია.ის შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერი სპეციფიური კატისთვის, ნებისმიერი ბეწვის ფერით ან ქცევით. დამატებითი თვისებების რეპრეზენტაციისთვის ჩვენ უნდა დავამატოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა შავი ან სპარსული. კატის ნახატი არ გადმოსცემს აბსტრაქტულ ინფორმაციას
დაკავშირებულს რას ჭამს კატა, როგორ უვლის კნუტებს და ა.შ. თუმცა ნახატი გადმოსცემს დიდი რაოდენობის ინფორმაციას კონკრეტულ მოცემულ სპეციფიურ კატაზე.მაგალითად, ის გადმოცემს ზუსტ პოზიციას კატის ფეხების, კუთხეს
საიდანაც ვხედავთ კატას, კუდის სიგრძეს, იმისაც კი თვალები დახუჭული აქვს თუ გახელილი და ა.შ.
ნახატი და სიტყვები განსხვავებული გზებით ახდენს კავშირის
რეპრეზენტაციასაც. ნახატი აჩვენებს სივრცით კავშირს კატასა და მაგიდას შორის.ნებისმიერი ნახატი კატითა და მაგიდით აჩვენებს პოზიციურ კავშირს წარმოდგენილს კონკრეტულად ნახატში. პირიქით, როცა ვიყენებთ სიტყვით რეპრეზენტაციას ექსპლიციტურად უნდა გამოვთქვათ ცალკეული სიმბოლოები, რათა კონკრეტული პოზიცია აღვწეროთ: მაგიდის ქვეშაა, ზევით თუ ა.შ აბსტარქტული კავშირებია როგორიცაა რაიმე კლასის წევრობა სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით. კატა არის ძუძუმწოვარი ან მაგიდა ავეჯი. აბსტარქტული კავშირები იშვიათად ეფუძნება კავშირს ნახატების საშუალებით.
შევაჯამოთ, ნახატები მართებულად გადმოცემენ კონკრეტულ
და პოზიციურ ინფორმაციას იმის მსგავსად რისი რეპრეზენტაციაც ხდება. ისინი გადმოცემენ ყველა თვისებას ერთდროულად. ზოგადად ნებისმიერი წესი ნახატის შექმნისა და გაგების დაკავშირებულია ანალოგის კავშირთან ნახატსა და რეალურ ობიექტს შორის. ის ეხმარება უზრუნველყოს რაც შეიძლება მეტი მსგავსება
ნახატსა და რეპრეზენტაციულ საგანს შორის. სიტყვები კი პირიქით, მოხერხებულად გადმოსცემს აბსტრაქტულ და კატეგორიალურ ინფორმაციას იმ წესით რომ ის არის სიმბოლური იმისა, რისი რეპრეზენტაციაც ხდება, სიტყვებით რეპრეზენტაციისას ინფორმაციის გადმოცემა ხდება თანმიმდევრულად. ის მოქმედებს პირობითი წესების თანახმად რომელსაც ცოტა თუ აქვს საერთო იმასთან რასაც წარმოადგენს. ნახატებიც და სიტყვებიც ორივე გამოსადეგია გარკვეულ შემთხვევებში და არა სხვის დროს.მაგალითად ფოტოს პროგრამები და იდენტიფიცირება ემსახურება განსხვავებულ შემთხვევებს
, ვიდრე ესეები და მემორანდუმები.
ნახატები გონებაში: მენტალური წარმოდგენა
ხატები მენტალური რეპრეზენტაციაა ისეთი საგნების, რომელსაც
იმ წუთას ვერ ვხედავთ და არ აღიქვამენ ჩვენი გრძნობის ორგანოები. ჩვენს გონებაში ხშირად გვაქვს ხატები საგნების, მოვლენების და გარემოსი. მაგალითად, რომ გაიხსენოთ პირველი გამოცდილება კოლეჯის კამპუსში. გახსენდებათ რაღაც ხატები, ხმები და სუნი რომელსაც მაშინ აღიქვამდით- გაკრეჭილი ბალახი, მაღალი შენობები, ბილიკები? სინამდვილეში ვერც სუნს გრძნობთ და ვერც შენობებს ხედავთ თუმცა მაინც შეგიძლიათ წარმოდგენა. მენტალურ წარმოდგენას იმის რეპრეზენტაციაც შეუძლია რაც არ გქონიათ
გამოცდილებაში და ასევე იმისა რაც არც რეალობაში არსებობს და ადამიანი თვითონ ქმნის გარკვეულ ხატებს. მაგალითად წარმოიდგინოთ მესამე თვალი შუბლზე რომ გქონდეთ. წარმოდგენამ მენტალური რეპრეზენტაცია შეიძლება გამოიწვიოს
ნებისმიერ სენსორულ მოდალობაში სმენა ყნოსვა თუ გემო. წარმოიდგინო სახანძროს ხმა, საყავრელი სიმღერა ან ჰიმნი. ახლა წარმოიდგინეთ ვარდის სურნელი, შემწვარი ბეკონის ან ხახვის. ბოლოს წარმოდიგინეთ ლიმონის გემო ან საყვარელი კანფეტის. მინიმუმ თეორიულად, თითოეული ფორმა მენტალური რეპრეზენტაციის გამოკვლევას ექვემდებარება.
მიუხედავად ამისა, კოგნიტურ ფსიქოლოგიაში უმეტესი კვლევები ვიზუალურ გამოსახულებაზეა, როგორიცაა ისეთი საგნების ან გარემოს რეპრეზენტაცია, რომელიც იმჟამად არაა ხილული თვალისთვის. ჩვენ ვიყენებთ ვიზუალურ ხატებს პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხის გასაცემად ობიექტების ჩართვით საშუალებით. რომელი უფრო მუქი წითელია-ალუბალი თუ ვაშლი? რამდენი ფანჯარაა სახლში? ამ და მსგავს ბევრ სხვა კითხვაზე პასუხის გასაცემად და პრობლემის გადასაწყვეტად კოსლინის მიხედვით საგნების ვიზუალიზაციას ვახდენთკითხვებში. ასე მოქცევით ხატების მენტალურ რეპრეზენტაციას ვახდენთ.
ბევრი ფსიქოლოგი რომელიც არაა კოგნიტური ფსიქოლოგიის
მიმდევარი დაინტერესებულია მენტალური ხატების გამოყენებით ფსიქოლოგიის სხვა სფეროებში. იყენებენ გამოსახულების მართვის ტექნიკებს ტკივილის კონტროლისთვის და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის ან ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
ამ ტექნიკების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ ხართ ლამაზ სანაპიროზე და თავი კომფორტულად იგრძნოთ ან ტკივილი დათრგუნოთ. ან წარმოიდგინოთ იმუნური სისტემის უჯრედები რომლებიც წარმატებით ანადგურებენ ბაქტერიებს. მსგავსი ტექნიკები გამოსადეგია ფსიქოლოგიური პრობლემების დროსაც, როგორიცაა ფობია და სხვა შფოთვითი აშლილობები. დიზაინის ინჟინერები, ბიოქიმიკოსები, ფიზიკოსები და სხვა მეცნიერები იყენებენ წარმოდგენას, რომ
იფიქრონ სხვადასხვა სტრუქტურასა და პროცესებზე არჩეულ სფეროში პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა ყველას თანაბრად არ გააჩნია შექმნისა და მენტალური
ხატებით მანიპულაციის უნარი. კვლევების მიხედვით ზოგიერთს უკეთ შეუძლია მენტალური ხატების შექმნა.განსხვავება იზომება ფუნქციური მაგნიტური რეზონანსის გრაფიკით(FMRI).კვლევები ასევე ადასტურებს რომ მენტალური ხატების გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებას. მენტალური ხატები გამოიყენება სხვა ისეთ სფეროში როგორიცაა პროფესიული თერაპია. ამ ტექნიკების გამოყენებით პაციენტები ტვინის დაზიანებით ვარჯიშობენ კომპლექსური სავარჯიშოების შესრულებაში. მაგალითად,
დავალების ყველა დეტალის თანმიმდევრობით გახსენების წარმოდგენის საშუალებით მათ შეუძლიათ ჭურჭელი გარეცხონ ან მედიტაციას მიმართონ.
რა ფორმით ვახდენთ ხატების რეპრეზენტაციას გონებაში?
რადიკალური ხედვით წარმოდგენის ყველა ხატი რაც კი ოდესმე აღგვიქვამს მათი ზუსტი ასლების შენახვაა შესაძლებელი.მაგრამ რეალურად ყველა დაკვირვებული ფიზიკური საგნის შენახვა ტვინში შეუძლებელი ჩანს. ტვინის მოცულობა არაადეკვატური იქნება მსგავსი დატვირთვისთვის.
ორმაგი კოდის თეორია: ხატები და სიმბოლოები
ორმაგი კოდის თეორიის თანახმად ჩვენ ვიყენებთ ორივე გრაფიკულ და ვერბალურ კოდებს ტვინში ინფორმაციის რეპრეზანტაციისთვის. ეს ორი კოდი ინფორმაციის ორგანიზებას ახდენს ცოდნაში ისე რომ იმოქმედოს, შენახული იქნას და მოგვიანებით აღდგენილი შემდეგი გამოყენებისთვის. პეივიოს თანახმად მენტალური ხატები ანალოგია კოდების. ანალოგი კოდები ჰგავს საგნებს, რომლების რეპრეზენატაციაც ხდება. მაგალითად, ხეების და მდინარის რეპრეზენტაცია შეიძლება
მოხდეს ანალოგი კოდების საშუალებით. როგორც ხელების მსგავსი მოძრაობა საათის არის ანალოგი დროის მიმდინარეობის ასევე მენტალური ხატები რომელსაც ვქმნით გონებაში ანალოგიურია იმ ფიზიკური სტიმულების, რომელსაც ვაკვირდებით.
ამისგან განსხვავებით, სიტყვების მენტალური რეპრეზენტაცია
ძირითადად წარმოდგენილია სიმბოლურ კოდებში. სიმბოლური კოდი
არის ცოდნის რეპრეზანტაციის ფორმა რომელიც თვითნებურად ამოირჩევა მხარდასაჭერად იმისა რაც პერცეპტულად ემსგავსება წარმოდგენილს. როგორც ციფრული საათი იყენებს პირობით სიმბოლოებს (ციფრები)დროის მსვლელობის წარმოსადგენად ასევე ჩვენი გონება იყენებს პირობით სიმბოლოებს(სიტყვები და მათი კომბინაცია) გონებაში იდეების რეპრეზენტაციისთვის.
სიმბოლო შეიძლება იყოს ნებისმიერი პირობითად აღნიშნული
რაღაც სხვის მხარდასაჭერად გარდა თავისა. მაგალითად ვიცით რომ ვიფრი „9“ არის სიმბოლო „ცხრაობის“ ცნების გადმოსაცემად. ის წარმოადგენს რაღაცის ცხრის რაოდენობას. მაგრამ სიმბოლოს არ შეუძლია მისი მნიშვნელობის
გამოხატვა. ჩვენ პირობითად აღვნიშნავთ სიმბოლოებს ცნების წარმოსადგენად.
მაგრამ „9“ აქვს მნიშვნელობა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვიყენებთ უფრო ღრმა ცნების წარმოსადგენად. ცნება სამართლიანობა და მშვიდობა საუკეთესოდ წარმოდგება სიმბოლურად.
პეივიო ორმაგი კოდის თეორიის თანახმად აღნიშნავდა რომ
ვერბალური ინფორმაცია მუშავდება/აღიძვრება განსხვავებულად ვიდრე გრაფიკული. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეებს ანახეს ო სწრაფი თანმიმდევრობა ნახატების და სიტყვების. შემდეგ თხოვეს გახსენება რომელიმესი რამდენიმე გზით. ერთი გზა იყო შემთხვევითი იხსენებდნენ იმდენს რამდენიც შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა როგორ მოხდა ერთეულების რეპრეზენტაცია.
მეორე გზა სწორი თანმიმდევრობით იყო. მონაწილეებმა უფრო ადვილად გაიხსენეს ნახატები როცა ნებადართული იყო ნებისმიერი წესით გახსენება. მაგრამ
მათ უფრო ადვილად გაიხსენეს თანმიმდევრობა, რომელიც სიტყვებით იყო წარმოდგენილი ვიდრე ნახატებით, რომელიც სთავაზობდა ორ განსხვავებულ სისტემას გახსენების სიტყვების ნახატების წინააღმდეგ.
სხვა კვლევებმაც აღმოაჩინეს ორი კოდის თეორიის მხარდასაჭერი
მტკიცებულებები. მაგალითად, იყო ჰიპოთეზა რომ რეალურ ვიზუალურ აღქმას შეუძლია ხელის შეშლა თანმიმდევრული ვიზუალური ხატისთვის. მსგავსად, ვერბალური პასუხის საჭიროებას შეუძლია ხელის შეშლა სიტყვების მენტალური მანიპულაციების თანმიმდევრობისთვის. თუმცა კველევბმა დაადასტურა
რომ ვიზუალური და ვერბალური დავალებები ხელს არ უშლის ერთმანეთს ეს შედეგი განსაზღვრავს რომ ორი სახის დავალება სხვადასხვა სისტემებს ეყრდნობა.
კლასიკური კვლევებით იკვლვედნენ ამ ცნებას. მონაწილეები
ასრულებდნენ როგორც ვიზუალურ ასევე ვერბალურ დავალებას. ვიზუალური დავალება ერთვებოდა კითხვებზე პასუხებისას მოთხოვნით განესაჯათ ნახატები, რომელიც მოკლედ იყო წარმოდგენილი. ვერბალური დავალება ერთვებოდა კითხვებზე პასუხებისას მოთხოვნით განესაჯათ წინადადება, რომელიც მოკლედ იყო წარმოდგენილი. მონაწილეები თავის პასუხებს ვერბალურად გამოხატავდნენ ( კი
ან არა), ვიზუალურად (მითითება პასუხზე), ან ხელით (ერთი ხელით დაკაკუნება კი და მეორეთი არა). ორი მდგომარეობა იყო როცა ბრუკსები ელოდნენ ინტერფერენციას: ვიზუალური დავალებისას მოთხოვნა ვიზუალური პასუხის (მითითების) და ვერბალური დავალებისას მოთხოვნით ვერბალური პასუხის. ეს წინასწარმეტყველება ვარაუდობდა, რომ ორივე დავალება და პასუხი მოითხოვდა ერთი და
იმავე სისტემას შესრულებისთვის. ინტეფერენცია იზომებოდა შენელებებით პასუხების დროში. ბრუკსების თეორია დადასტურდა. მონაწილეები აჩვენებდნენ უფრო ნელ პასუხებს როცა უწევდათ გრაფიკული დავალების შესრულება და თან სთხოვდნენ ეპასუხათ ვიზუალური ჩვენებით, ვიდრე როცა ისინი იყენებდნენ არაინტერფერენციულ პასუხებს (ვერბალური ან ხელით). მსგავსი შედეგი იყო ვერბალური დავალების შესრულებისასაც. მეტი არევა მოხდა ვერბალური პასუხის მოთხოვნისას.
ამგვარად, პასუხისას გამოწვეული ვიზუალური აღქმისას, ინტერფერენცია ხდება
დავალებისას, რომლის დროსაც ჩართულია ვიზუალური ხატების მანიპულაცია. ზუსტად ასევეა ვერბალური პასუხის და დავალების შემთხვევაში. ეს კვლევები გვთავაზობს განსხვავებულ კოდებს ცოდნის მენტალური რეპრეზენტაციისთვის. ორი კოდი არის ხატისებრი(ანალოგიური) და ვერბალური(სიმბოლური) კოდი.
გონების თვალით ხედვა- წარმოდგენა
ადამიანთა უმეტესობას თუ ჰკითხავთ რა ფორმისაა მიკი მაუსის ყურები, ისინი მულტფილმის პერსონაჟის ვიზუალიზაციას მიმართავენ და გიპასუხებენ
რომ მიკის აქვს წრიული ფორმის ყურები. ვიზუალურ-მენტალური წარმოსახვა ეყრდნობა „გონების თვალით ხედვას“ და არა მხოლოდ ინფორმაციის გახსენებას ემსახურება, არამედ სხვადასხვა მსჯელობის წარმართვასაც.
სამი ათწლეულის განმავლობაში სტეფან კოსლინის (Stephen Kosslyn) ლაბორატორია შეისწავლიდა ვიზუალურ-მენტალური წარმოდგენის ბუნებას და საგულისხმო ცოდნა შეგროვდა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ წარმოდგენა ძალიან ჰგავს ვიზუალკურ აღქმას, რომელსაც ადგილი აქვს მაშინ, როცა ვიზუალური გამღიზიანებელი მოქმედებს თვალზე. ცდისპირთა ერთ ჯგუფს სთხოვდნენ აღეწერათ დანახული საგნის დეტალები. მეორე ჯგუფს კი სთხოვნდნენ წარმოედგინათ იგივე საგანი და ისე აღეწერათ. ამ ორი ოპერაციის დროს ტვინის 90%-ით ერთნაირი უბნები აქტიურდებიან.
რამდენად ჰგავს წარმოდგენა აღქმას? ნევროლოგიურმა კვლევამ
აჩვენა, რომ ტვინის უმეტესად ერთი და იგივე უბნები აქტიურდებიან ვიზუალური წარმოდგენისა და ვიზუალური აღქმის დროს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა წარმოდგენა ერთი განცალკევებული უნარი კი არაა, არამედ სხვადასხვა უნარების ნაზავია. წარმოდგენის შესახებ ყოველ აღმოჩენას მივყავართ უფრო ახლოს იმის გაგებასთან, თუ როგორ „ვხედავთ“ საგნებს რომლებიც ჩვენს წინ არ არიან.
ცოდნის შენახვა აბსტრაქტულ კონცეპტებად: პროპოზიციული თეორია
ყველა მეცნიერი არ ემხრობა ორმაგი კოდირების თეორიას.
მეცნიერებმა განავითარეს ალტერნატიული თეორია-- პროპოზიციული თეორია. პროპოზიციული თეორია გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ჩვენ მენტალურ რეპრეზენტაციებს სურათების ან სიტყვების სახით არ ვინახავთ. ჩვენ შეიძლება გამოცდილებაში გვქონდეს მენტალური რეპრეზენტაცია სურათის სახით, მაგრამ ეს სურათები არის ეპიფენომენები - მეორადი და ნაწარმოები ფენომენი, რომელიც მოგვეცემა როგორც შედეგი ან სხვა უფრო საბაზისო დონის კოგნიტური პროცესი.
პროპოზიციული თეორიის მიხედვით, პროპოზიციის სახით მასალის
რეპრეზენტაცია ნიშნავს მოვლენის შინაარსის, მისი მნიშვნელობის აბსტრაქტული ფორმით გამოხატვას. ამ დროს მოვლენისთვის უმნიშვნელო დეტალების შენახვა არ ხდება. პროპოზიციაში მოცემულია მოვლენის არსი. პროპოზიცია არის ცოდნის უმცირესი ერთეული რომელიც უარყოფს ან ამტკიცებს რაიმეს. რამდენადაც პროპოზიციები არათვალსაჩინო, სიტყვებს მიღმა არსებულ მნიშნელობებს
გამოხატავენ, მათი გაიგივება სიტყვებთან, ცნებებთან არ შეიძლება, თუმცა სიტყვებით გამოიხატება. როგორ მუშაობს პროპოზიციები? მაგალითად სურათის აღსაწერად ჩვენ
შეიძლება ვთქვათ: „ კატა მაგიდის ქვეშ არის“ ან „მაგიდა კატის ზემოთ არის“. ჩვენ შეგვიძლია ათობით სხვა გზა მოვნახოთ ამ აზრის გადმოსაცემად, ამ მიმართების აღსაწერად. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ამ აზრის შემოკლებული მნიშვნელობა და ჩავწეროთ სკრიპტის სახით. პროპოზიციის სქემა ასეთია:
[ელემენტებს შორის მიმართება] ([სუბიექტი],
[ობიექტი]) ანუ, [პრედიკატი] (არგუმენტები)
ჩვეულებრივ პროპოზიცია სულ მცირე ორი ნაწილისგან შედგება: მიმართებისაგან- პრედიკატისგან და ელემენტებისგან- არგუმენტებისგან. პროპოზიციულ მოდელში შეიძლება ასახული იყოს როგორც სემანტიკური, ასევე ეპიზოდური მეხსიერების შინაარსი.
მენტალური ხატების შეზღუდვები
დღესაც გრძელდება კამათი იმის შესახებ ინფორმაციის რეპრეზენტაცია გონებაში პროპოზიციებით ხდება თუ მენტალური ხატებით. ორივე თეორიას თავისი შზღუდვები აქვს, რასაც ქვევით განვიხილავთ.
რა შეზღუდვები აქვს ანალოგიურ რეპრეზენტაციას ხატების? მაგალითად სწრაფად შეხედეთ ფიგურას (სლაიდზე) და შემდეგ გაიხედეთ. შედგება
ფიგურა პარალელოგრამისგან? ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეები ნახულობდნენ მსგავს ფიგურას. მათ უნდა განესაზღვრათ ცალკეული ფორმა იყო თუ არა მთლიანი ფიგურის ნაწილი. სრული შესრულება ოდნავ უკეთესი იყო ვიდრე შანსი. აღმოჩნდა რომ მონაწილეებისთვის შეუძლებელი იყო ზუსტი მენტალური ხატის გახსენება. ისინი ვერ იყენებედნენ მენტალურ ხატებს რომ ხაზის კვალს გაყოლოდნენ და ეთქვათ იყო თუ არა ფიგურის ნაწილი. ეს კვლევები გვთავაზობს პროპოზიციული კოდების გამოყენებას უფრო ვიდრე ანალოგიურის.
მოცემულია დამატებითი შეზღუდვები ცოდნის მენტალური ხატებით რეპრეზენტაციის:
(საჭიროა ფიგურისთვის შეხედვა, დაფარება ფიგურაზე და წარმოდგენა კურდღლის ფიგურაში). რეალურად ნაჩვენები ფიგურა ორაზროვანია, რაც გულისხმობს რომ ერთზე მეტი გზითაა შესაძლებელი მისი რეინპრეტაცია. მსგავსი ორაზროვანი ფიგურები ხშირად გამოიყენება აღქმის შესახებ კვლევებში. მაგრამ მკვლევრებმა გადაწყვიტეს, რომ გამოეყენებინათ მსგავსი ფიგურა რათა განესაზღვრათ ნახატის მენტალური რეპრეზენტაცია ნამდვილად ანალოგიურია თუ არა აღქმა ფიზიკური საგნის. ჩემბერისა
და რეიზბერგის კვლევებში მონაწილეებს სირთულეები ჰქონდათ, როდესაც რეპლიკებს სთავაზობდნენ. ისეთ მონაწილეებიც კი, რომელსაც კარგი უნარი ჰქონდათ ვიზუალიზაციის, ხშირად ვერ ახერხებდნენ ალტერნატიული ინტერპრეტაციის აღდგენას. ბოლოს, მკვლევრებმა მონაწილეებს შესთავაზეს
ფიგურის დახატვა. თუმცა მათ კვლავ არ უნდა შეეხედათ ფიგურისთვის და მოკლე მონაზახი გაეკეთებინათ ფიგურის თავიანთ მენტალურ რეპრეზენტაციაზე დაყრდნობით. ერთხელ გადატანის შემდეგ უნდა ეცადათ მოძებნიდნენ თუ ვერა ფიგურის ალტერნატიულ რეპრეზენტაციას. თუ თქვენც ჩემბერისა და რეიზბერგის
კვლევის მონაწილეების მსგავსი ხართ დაგჭირდებათ რეალური აღქმა ფიგურის, ის თქვენ წინ უნდა იყოს რომ ალტერნატიულს რეპრეზენტაციას მიხვდეთ. ეს შედეგები აჩვენებს, რომ ფიგურის მენტალური რეპრეზენტაცია არაა აღქმის მსგავსი.
ადრეული კვლევები ასევე გვთავაზობდნენ ვიზუალურ ხატებს რომლის შეცვლაც შესაძლებელი იყო ვერბალური ინფორმაციის საშუალებით.
მონაწილეებს სთხოვდნენ შეეხედათ ფიგურისთვის რომლებსაც ეტიკეტი ჰქონდა დაკრული. როდესაც ისინი იხსნედნენ ნახატს მიმართულება იცვლებოდა ნახატის მნიშვნელობის მიხედვით. უფრო ადრე ნაშრომებში გვხვდება რომ
ვერბალური ინფორმაცია ტენდენციურია ნახატის გახსენება შეცვალოს მისი მნიშვნელობის მიხედვით. მაგალითად, მოცემულია ფიგურები წარწერებთან ერთად. გახსენება განსხვავებული იქნება მოცემულ წარწერებზე დაყრდნობით.
პროპოზიციული თეორიის შეზღუდვები
ზემოთ განხილულისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში გვაქვს მტკიცებულბები, რომ ჩვენ აუცილებლად არ გვჭირდება პროპოზიციული
კოდები ინფორმაციის მანიპულაცისთვის, მაგრამ შესაძლებელია პირდაპირ მოხდეს მენტალური ხატების მანიპულაცია. ფინკეს და მისი კოლეგების კვლევაში
მონაწილეები მანიპულირებდნენ მენტალური ხატებით, ორ სხვადასხვა ნახატს აერთიანებდნენ რომ შეექმნათ ყველას გაერთიანებული ერთი მენტალური ხატი. მსგავის რამ შეიძლება მოიაზროს როგორც წარმოდგენილი გეშტალტის გამოცდილება. გაერთიანებულ ხატში მთელი ორი გაერთიანებული ნახატისგან შემდგარი განსხვავდება
უბრალოდ ჯამისგან ცალკეული ნაწილების. კვლევები აჩვენებს, რომ გარკვეულ სიტუაციაში მენტალური ხატები შეიძლება ეფექტურად გაერთიანდეს მენტალური ხატის შესაქმნელად. ხატები შეიძლება იყოს გეომეტრიული ფორმების, ასოების ან საგნების.
როგორც ჩანს, პროპოზიციული კოდებს ნაკლები გავლენა აქვს წარმოსახულ ერთეულებზე, როდესაც მონაწილეები თავად ქმნიან მენტალურ ხატებს, ვიდრე როდესაც აღქმულის რეპრეზენტაცია უხდებათ. გავლენა განსაკუთრებით ძლიერია
როდესაც ნახატი ორაზროვანია ან უფრო აბსტრაქტული.
ამ კვლევაზე დაყრდნობით სხვა ნაშრომებიც შეიქმნა . ისინი გვთავაზობენ სხვა ხედვას ჩემბერისა და რეიზბერგისგან განსხვავებით. მათ სჯერათ, რომ მენტალური ფიგურის რეინტერპრეტაცია ორაზროვანირთავს ორ მანიპულაციას:
პირველი ეს არის მენტალური გარდაქმნა დაკავშირებული სტრუქტურის. გარდაქმნა იწვევს გადაადგილებას ფიგურის პოზიციურ ორიენტაციაში მენტალურ „გვერდზე“ ან „ეკრანზე“ რომელზეც ფიგურაა გამოსახული.მეორე მანიპულაცია მენტალური რეკონსტრუკცია/რეინპრეტაციაა ფიგურის ნაწილების. ნაკლებსავარაუდოა, რომ მონაწილეები მენტალური ხატებით მანიპულაციისას სპონტანურად ახდენდნენ ორაზროვანი ფიგურების რეინპრეტაციას, მაგრამ ასეთი მანიპულაცია მაშინ ხდება, როცა სწორი კონტექსტია მიწოდებული.ამ შედეგებს მხარს უჭერს შემდეგი მინიშნებები:
1 .ფარული სტრუქტურუსთან დაკავშირებული მინიშნება. მონაწილეებს თავდაპირველად ანახეს სხვა ორაზროვანი ფიგურა მასთან დაკავშირებული გარდაქმნის გამომწვევი.
2.ექსპლიციტური სტრუქტურუსთან დაკავშირებული მინიშნება. მონაწილეებს ამ კავშირის მოდიფიცირება მიეჩნიათ რომ „ ცხოველის თავის უკანა ნაწილი, რომელიც უკვე ნახეს სხვა რომელიმე ცხოველის თავის წინა ნაწილი იყო“.
ყურადღების მინიშნება. მონაწილეებს უთითებდნენ რომ ყურადღება გაემახვილებინათ
ფიგურის გარკვეულ ნაწილებზე, სადაც გარდაქმნა ან რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო.განმარტებითი მინიშნება „კარგი“ ნაწილი. მონაწილეებს სთხოვდნენ აეხსნათ ნახატი იმ ნაწილიდან რომელიც განსაზღვრული იყო „კარგად“ ვიდრე „ცუდად“. მკვლევრები შეთანხმდნენ, რომ პროცესები ჩართული კონსტრუირებაში და მანიპულაციაში მენტალური ხატების არის მსგავსი აღქმის პროცესების. თუმცა ყველა არ ეთახნმება ამ აზრს . ჯამში მტკიცებულებების მიხედვით დასტურდება რომ ბევრი კოდია და არა ერთი.მაგრამ დავა გრძელდება.





0
345
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან სილიკაშვილი
ქეთევან სილიკაშვილი
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0