x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ნინო ლაბარტყავა სვანებზე და მათ გარდაცვლილ ნათესავზე
image


"ჩემი ერთი ძველი რესპონდენტი მირეკავს იმ დღეს მოსაკითხად, დამკრძალავ ბიუროში მუშაობს კატაფალკის მძღოლად და სასწაული იუმორი აქვს :ერთი ამბავი რამდენიმე ნაწილად მომიყვა და კარგად ვიცინე :

image


ეპიზოდი # 1

ცოტა ხნის წინ სვანები მოვიდნენ, მათი ახალგაზრდა ნათესავი თბილისელი კაცი
ყოფილა მათთან სტუმრად მაღალ მთაში და ისე მოხდა, რომ იქ გარდაცვლილა
მოულოდნელად... რადგან გარდაცვლილი თბილისში ცხოვრობდა, აქ უნდა
დაეკრძალათ. ხოდა, ჩვენთან ათანხმებდნენ ყველაფერს, რა და როგორ უნდა
გაკეთებულიყო. ცოტა ხანში ერთ–ერთმა მათგანმა ტელეფონზე დარეკა და მერე მე მომიბრუნდა:
– ბატონო დათო, მიცვალებული წამოვიდა უკვე სვანეთიდან.
– საჭესთან თვითონ ზის? – ხუმრობის ხასიათზე დავდექი.
– არა, ბიძამისი...



image


ეპიზოდი # 2
ბოლობოლო, ჩამოასვენეს ის კაცი და ოჯახის ახლობელ სვანებს ვეუბნები:
– ახლა მიცვალებული უნდა გავაპატიოსნოთ.
– რად უნდა გაპატიოსნება? ეგ იცი, როგორი პატიოსანი კაცი იყო?

image


ეპიზოდი # 3
მოვრჩით ყველა პროცედურას და მიცვალებულს ხელი მოვკიდე, რომ სასახლეში ჩამესვენებინა. ერთ–ერთი სვანი მკაცრად მაფრთხილებს:
– ნელა ჩააწვინე, არაფერი მოუვიდეს!
– ამაზე მეტი რაღა უნდა მოუვიდეს, მკვდარია კაცი!

image


პ.ს. – ტყუილად დამიწყებთ საყვედურებს, ვგიჟდები სვანებზე <3 მარა ეს რო არ დამეწერა შანსი არ იყო."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.

image



0
357
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0