x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელა ალასანია:"შალვა რამიშვილი- ჩვენი დროის ალისტრახო"
image


ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა რამიშვილის მეუღლე, ქალბატონი ბელა ალანია, ჟურნალისტ შალვა რამიშვილის სტუმრობაზე ბაზალეთში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდიდან ეხმაურება.


შალვა რამიშვილი- ჩვენი დროის ალისტრახო.
*
შალვა, შემდეგისთვის რომ იცოდე და გაითვალისწინო ზრდილობის ნორმები, გეტყვი, რომ
როცა ვინმესთან სტუმრობას აპირებ, ჯერ უნდა დაურეკო“ შეუთანხმდე და მერე მიხვიდე შესახვედრად.
image

არასოდეს ქურდულად არავის მიეპარო. უხერხულია, ჭიშკრის გატეხვა, პირად
საკუთრებაში შეჭრა და ქურდივით სხვის ეზო-კარში ბოდიალი. მითუმეტეს, როცა
სახლში მასპინძელი არაა და არც არავის უხარია შენი- შალვა რამიშვილის,
ძალადობასა და შანტაჟში მხილებული ადამიანის მიღება.

შალვა, უნდა განგიმარტოთ, როდესაც აკრედიტაციის გარეშე, ბეჯის გარეშე,
ამოსაცნობი ლოგოს გარეშე კამერებით იჭრები სხვის საკუთრებაში, ეს სისხლის
სამართლის დანაშაულია. დამიჯერე, მე იურისტი ვარ.
ხო მართლა, ყავა
როცა მოგართვეს ჩემმა მეგობრებმა, ცუდია, რომ ხელი გვიკარი, სასწრაფოდ
გაიქეცი. გეტყობოდა, დაკვეთა ვერ შეასრულე, გამწარებული გარბოდი. საწადელს
ვერ მიაღწიე და მწყობრიდან ვერ გამოიყვანე ვერავინ, ანუ თავი ვერ აცემინე,
როგორც ჩაფიქრებული გქონდა შენი 'შოუსთვის'. გულით მეცოდები ჩვენო
"ალისტრახო".
უხერხულია, შალვა ნათელაშვილს ვერ შესწვდი და მის ოჯახზე გაილაშქრე?



ამ სურათებში ჩანს ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მობრძანებული 'სტუმარი",
imageimage
image


ბაზალელებმა შემოგითვალეს, ნეტავ, რამიშვილის დედა გვანახა, ასეთი
არამზადა რა დედამ გაზარდა, ამდენი ტყუილი ვინ ასწავლა, სოფლელებს
გვაბრალებს ცელებითა და ფიწლებით დახვედრასო. სხვათა შორის სოფლის
მოსახლეობამ გამოიძახა პოლიცია. შეგიძლიათ გამოძახება გადაამოწმოთ."




შეგახსნებთ, შალვა რამიშვილი გადაცემა "აკრედიტაციის გარეშეს" გადასაღებად შალვა ნათელაშვილს გაუფრთხილებლად ესტუმრა ბაზალეთში.


"გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები. მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა რომ თითქოს კარები შევუმტვრიე და მას, ანუ ბელას სახეში მუშტი ჩავარტყი. პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუდამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით, ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის
პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის ამას დამატებით
გეტყვით."-აღნიშნავს შალვა რამიშვილი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.


image

1
232
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
232
  
2016, 18 სექტემბერი, 19:01
\ ერთი "დაბოლების დიდოსტატი" მისულა მეორე "დაბოლების დიდოსტატთან". :))
0 1 1