x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ევთანაზია-დანაშაული თუ დახმარება ?!

image







თუ როგორც ბევრი ადამიანის აზრით სიკვდილი არის ბუნებრივი მოვლენა და ფაქტობრივად დადებითი გამოცდილება, გვაქვს თუ არა უფლება ჩავერიოთ ამ მოვლენაში?ევთანაზია ადამიანის მკვლელობა თუ ტანჯვის შემსუბუქება? უნდა ჰქონდეს თუ არა ადამიანს კანონიერი უფლება სიცოცხლის მოსწრაფების სხვების დამხარებით და სახელმწიფოს
მხრიდან ამის ლეგალიზება არის თუ არა გამართლებული? ლეგალიზების შემთხვევაში იქნება კი ყველას უფლება დაცული? ბოლო წლები აქტუალურად განიხილიბა ეს კითხვები და ბევრი ადამიანი მოითხოვს თავიანთი უფლების პატივისცემას სიკვდილზე. ნაშრომში განხილული იქნება როგორია განსხვავებული მხარეების შეხედულება ამ თემაზე და მაღლა ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხები. ევთანაზია წარმოდგენილი იქნება ყველა შესაძლო კუთხით, რათა შესაძლებელი იყოს მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების დანახვა , სხვადასხვა ასპექტიდან შეხედვა და შესაბამისად საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ამ პრობლემაზე.
ევთანაზია ანუ მკვლელობა ჰუმანურობით გავრცელებულიყო ძველ საბერძნეთში, შესაძლებელია უფრო ადრეულ ეპოქაშიც კი. ევთანაზია ბერძნეული
სიტყვაა და სიტყვასიტყვით ტკბილ, კარგ სიკვდილს ნიშნავს. ევთანაზიას მიმართავენ სასიკვდილო სენით დაავადებულ, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფ პაციენტებთან, რომლებსაც სიცოცხლეს განზრახ უსწრაფებენ, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა და ტანჯვისგან განთავისუფლების
მიზნით. თუმცა ეს მნიშვნელობა თანამედროვე გაგებითაა და ადრე ამ ტერმინის გამოყენება სხვადასხვა მნიშვნელობით ხდებოდა. პირველად ეს ტერმინი გამოიყენა რომაელმა ისტორიკოსიმა Suetonius . მან აღწერა იმპერატორ იულიუსის სიკვდილი, რომელიც სწრაფად და ტანჯვის გარეშე გარდაიცვალა ცოლის მკლავებში, გამოცდილი „ევთანაზია“ რომელსაც ის ისურვებდა. ხოლო როგორც სამედიცინო ტერმინი შემოვიდა მე-17 საუკუნეში ფრენსის ბეკონის მიერ. ამ შემთხვევაშიც იგულისხმებოდა უმტკივნეულო ბედნიერი სიკვდილი, რომლის დროსაც ეს იყო ექიმის ვალდებულება
პაციენტისთვის შეემცირებინა ფიზიკური ტკივილი.გარდა ამისა, ბეკონმა ერთმანეთისგან გაარჩია ფიზიკური და სულიერი კონცეფცია სიკვდილისას. შემოიტანა „გარე“ ევთანაზია, რომელიც გულისხმობს სულიერ მზაობას სიკვდილისთვის.
სიკვდილი ტანჯვის გარეშე ერთი შეხედვით ადამიანისთვის სასიკეთოა და დადებითად უნდა განიხილებოდეს, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ევთანაზიის ბოროტად გამოყენება შესაძლებელია და მსგავსი ფაქტი კარგად ახსოვს ისტორიას. მე-20 საუკუნის
პირველ ნახევარში ნაცისტურ გერმანიაში ევთანაზია ხორციელდებოდა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც „ეკონომიკურ ტვირთს“ წარმოადგენდა. მიმდინარეობდა ე.წ „რასობრივი ჰიგიენის“ პროპაგანდა. ჰიტლერის ბრძანებით, რეგისტრირება ხდებოდა ბავშვების, რომლებიც დაავადებული იყვნენ „მონღოლოიდურობით“, ჰიდროცეფალიით. ცერემბრალური დამბლით და სხვა დაავადებებით .ბავშვების ამ კატეგორიას უკეთებდნენ ევთანაზიას ფენობარბიტალის ჭარბი დოზის შეყვანით.
ევთანაზიის კლასიფიცირება ხდება ინფორმაციულო თანხმობის და პროცედურის მიხედვით. ინფორმაციული თანხმობის მიხედვით კლასიფიცირებისას გამოიყოფა: ნებაყოფლობითი, არანებაყოფლობითი და იძულებითი.ნებაყოფლობითია ევთანაზია, როდესაც პაციენტი თავად ითხოვს სიკვდილს.არანებაყოფლობითია, როდესაც ადამიანისთვის სიცოცხლის მოსწრაფება ხდება მისი თხოვნის გარეშე და არ აქვს თანხმობა მიცემული. ხოლო იძულებითია, როცა მოკლულ ადამიანს არათუ არ სურდა ევთანაზია და არ მიუცია თანხმობა, პირიქით საპირისპიროს სურვილი ჰქონდა.
პროცედურული სახის დაყოფისას გამოიყოფა აქტიური და პასიური ევთანაზია. აქტიური ევთანაზიის დროს ავადმყოფის მიმართ გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს.ხოლო პასიური ევთანაზიისას კი ავადმყოფს უწყვეტენ დამხმარე თერაპიას. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ევთანაზია და დახმარებით სუიციდი, რომელსაც „ექიმის დახმარებით თვითმკველობასაც“ (PAS) უწოდებენ, რადგან ხშირია მათი აღრევა. ევთანაზიის დროს ავადმყოფი თავად ითხოვს სიკვდილს და კანონიერად, თანხმობის საფუძველზე ლეგალიზებული წამლებით ხდება სიკვდილის დაჩქარება.ხოლო დახმარებით სუიციდის დროს ხდება სხვა პიროვნების ჩარევა, უმეტესად ექიმის, რომელიც შეგნებულად და განზრახ უზრუნველყოფს პაციენტს თვითმკვლელობისთვის საჭირო ცოდნით, საშუალებებით ან ორივეთი ერთად.მათ შორის შეიძლება იყოს კონსულტირება ლეტალური დოზის ნარკოტიკების შესახებ, გამოწერა ლეტალური დოზის ან მომარაგება. ნებაყოფლობითი ევთანაზიისთვის საჭირო პირობებია:
ა. ტანჯვა გაუსაძლისი ტკივილით
ბ. ნაკლებად სავარაუდოა რომ პაციენტის დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში აღმოაჩინონ მისი დაავადებისთვის საჭირო სამკურნალო წამალი
გ. როდესაც ავადმყოფობის პირდაპირი შედეგია აუტანელი ტკივილით ტანჯვა ან დარჩენილი სიცოცხლე დაუშვებლად მძიმე იქნება
დ. აქვს გამძლეობა, ნებაყოფლობითია და კომპეტენტურია სიკვდილილის სურვილისას
ე. შეუძლებელია დახმარების გარეშე სიცოცხლის დამთავრება
ევროპის ბევრი ქვეყანა ერიდება აქტიური ევთანაზიის ლეგალიზაციას, რათა არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება. 50 სუვერენული სახელმწიფოდან მხოლოდ ბელგიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, ირლანდიასა და ლუქსემბურგშია ლეგალიზებული.რაც შეეხება ამერიკას ვაშინგტონის, ვერმონტის, ორეგონის და მონტანას შტატშია დაკანონებული. ევროპის წამყვანი ქვეყნები , როგორიცაა ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი ევთანაზიას მკვლელობად განიხილავენ. თუმცა მაგალითად, გერმანიასა და ავსტრალიაში დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევენ.პასიური ევთანაზია კი თითქმის ყველგანაა ლეგალიზებული.ექიმებს შორის დამკვიდრებულია აზრი, რომ თუ პაციენტს მხოლოდ აპარატზე მიერთებულს შეუძლია სიცოცხლე, ამ დროს არა მისი სიცოცხლის შენარჩუნება, არამედ სიკვდილის გაჭიანურება ხდება, ამიტომაც შესაძლებელია აპარატის გამორთვა.
რაც შეეხება საქართველოს პასიური ევთანაზია აქაც დაშვებულია, აქტიური კი დანაშაულად ითვლება.მიუხედავად ამისა, მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით დანაშაულის შემამსუბუქებელ გარემოებად არის აღიარებული და 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება. თუმცა ამისთვის აუცილებელია არსებობდეს რამდენიმე
პირობა : მსხვერპლის მოთხოვნა უნდა იყოს არაერთჯერადი.მოთხოვნის
დროს უნდა იმყოფებოდეს საღ გონებაზე.ეს უნდა მოხდეს, მხოლოდ და მხოლოდ მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისგან განთავისუფლების მიზნით.მოთხოვნა უნდა განიხილოს დამოუკიდებელმა ექსპერტებმა და ექიმებმა.
უნდა იყოს თუ არა ევთანაზია დაშვებული? არის თუ არა ადამიანის უფლება თავად აირჩიოს სიკვდილის გზა და აიცილოს თავიდან ტანჯვა?
ამ საკითხზე აზრი ორად იყოფა და დღემდე ვერ ხდება შეთანხმება. საკმარისი არგუმენტები და კონტრარგუმენტები არსებობს ევთანაზიის წინააღმდეგ. “
Scientific American “ შტატის კორესპოდენტი ჯონ ჰორგანი განიხილავს ამ თემას (John
Horgan, 1997), რომლის მიხედვითაც ხალხის დიდი ნაწილი მხარს უჭერს პაციენტის უფლებას თავისი სურვილით მკურნალი ექიმისგან მიიღოს სიცოცხლის მომასწრაფებელი წამალი.ზოგიერთი პროფესიონალური სამედიცინო ორგანიზაციები ეთანხმებიან ამას. არგუმენტები შემდეგია, რომ ბევრი ადამიანი კვდება ტანჯვით, დაუმთავრებელი ბრძოლით დაავადებებთან, როგორიცაა კიბო და შიდსი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ტკივილგამაყუჩებელი ძლიერ ტკივილებს მაინც ვერ აქრობენ ბოლომდე.მით უმეტეს, რომ კანონის მიხედვით ექიმს ეზღუდება დიდი დოზით
გამაყუჩებლის გამოწერა. პაციენტი კი ეჩვევა წამალს და დოზის გაზრდის გარეშე ვეღარ მოქმედებს ძველებურად. დოზის გაზრდის შედეგად კი უმეტესი დრო ავადმყოფი უძრავადაა და იმყოფება უგონო მდგომარეობაში. ამის შედეგად ძალიან სწრაფად იკლებს პაციენტის ცხოვრების ხარისხი. რატომ არ შეიძლება რომ ადამიანმა აირჩიოს სწრაფი, მარტივი და „კარგი“ სიკვდილი და რატომ უნდა ვაიძულოთ არასასურველი, მტანჯველი სიცოცხლის გაგრძელება. დაჟინება, პაციენტის სურვილის წინააღდეგ წასვლა და სიკვდილის იძულებით გადადება ეწინააღმდგება კანონს. ევთანაზია არ არის სუიციდი, ეს არის ერთობლივი გადაწყვეტილება ექიმის, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების, რომელიც ადამიანს უმსუბუქებს სიცოცხლის ბოლო დღეებს.
მეორე მხრივ დიდი ნაწილი სამედიცინო ორგანიზაციების, ამერიკის სამედიცინო ორგანიზაციის (American medical Association, АМА), ბრიტანული( British Medical Association ) და კანადური (Canadian Medical Association) სამედიცინო ორგანიზაციის ჩათვლით, ეწინააღმდეგება აქტიურ ევთანაზიას. თვლიან რომ ეს არის თვითმკვლელობა მკურნალი ექიმის დახმარებით. ექიმის ფუნქცია ადამიანის მკურნალობაა და არა სიკვდილის დაჩქარება.შესაბამისად ევთანაზია
შეუთავსებელია ექიმის პროფესიულ ფუნქციასთან. ამას გარდა არსებობს შანსი მცდარი დიაგნოზის. მნიშვნელოვანია ისიც რომ დღეს უკურნებელი დაავადება, შეიძლება ხვალ განკურნებადი გახდეს და ჯობდეს ტანჯვის მოთმენა, სიცოცხლისთვის ბრძოლა . ლეგალიზებული აქტიური ევთანაზიის დროს ჩნდება სხვა პრობლემაც. თუ ევთანაზია ხდება განუკურნებელი, მტანჯველი დაავადების დროს რა უნდა ქნან არასასიკვდილო თუმცა უკურნებელი და მტანჯველი ფსიქიკური პრობლემებით დაავადებულმა ადამიანებმა? მათგან ინფორმირებული თანხმობის მიღება შეუძლებელია, თუ ეს უფლება ოჯახის წევრებს ექნებათ, იქნება კი ეს სამართლიანი და არ მიგვიყვანს ფატალურ შედეგამდე.
განვიხილოთ ევთანაზიასთან დაკავშირებული სხვა ასპექტებიც, როგორიცაა
ფილოსოფიური, რელიგიური და ეთიკური. რელიგიური ასპექტი:
ევთანაზიას ეწინააღმდეგება ეკლესია . ადამიანი ღვთისგანაა მოვლენილი, მისი შვილია და ამქვეყნიური განსაცდელიც სწორედ ღვთის ნებითაა მოვლენილი, რომლებიც ცოდვების შედეგია. ამ გზით ცდილობს ადამიანის გამოფხიზლებას, ევთანაზიით კი ჯოჯოხეთისვის ვიმეტებთ ადამიანს. სინანულის და ცხონების ნაცვლად ასე სატანის
მსახურება ხდება. გარდა პაციენტისა, ექიმი და ოჯახის წევრებიც მკველელები და ცოდვილები ხდებიან ხელშეწყობისთვის. სატანჯველიდან გამოყვანის ნაცვლად საუკუნო ტანჯვისთვის იმეტებენ.ექიმი კი ორმაგად ცოდვილი და პირდაპირი მკვლელი ხდება, რადგან თავად ახორციელებს ევთანაზიას და მას ფიცი აქვს დადებული ავადმყოფზე ზრუნვის. ასეთია რელიგიის შეხედულება ევთანაზიაზე.
ეთიკური ასპექტი: როცა ვკრძალავთ ევთანაზიას, ამით ჩვენ პაციენტს
სიცოცხლეს ვუხანგრძლივებთ თუ სიკვდილს ვაჭიანურებთ? გვაქვს თუ არა უფლება უარი ვუთხრათ დროზე ადრე სიკვდილზე მათი სურვილის საწინააღმდეგოდ? თუ რელიგიურ ასპექტს გამოვრიცხავთ თეორიულად სუიციდი ყველასთვის დასაშვებია, მაგრამ თუ ის უკურნებელი ავადმყოფობით წევს
ჰოსპიტალში არჩევანის უფლება ეზღუდება. ზოგიერთ ადამიანს ემართება დეპრესია კლინიკაში ყოფნით და მეტად ურთულდება საქმე. როდესაც აღარანაირი გამოსავალი აღარ არსებობს არის თუ არა ეთიკური სურვილის უქონლობის მიუხედავად მკურნალობის გაგრძელება და დიდი თანხები დაახარჯინო პაციენტს და მის ოჯახს როცა შედეგი მხოლოდ მცირე დროით იქნება?
ფილოსოფიური ასპექტი: თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რატომ არ უნდა ქონდეს მას სიკვდილის უფლება?
საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ რთულია გადაჭრით რაიმეს თქმა . დიდი ხანია მიმდინარეობს ევთანაზიის გამართლებულობასა და კანონიერებაზე
დავა და ალბათ ჯერ საკმაოდ დიდი ხანი დაჭირდება მსოფლიოს ერთ აზრამდე მისასვლელად.ექიმის მოვალეობა ადამიანებზე ზრუნვა და მაქსიმალურის გაკეთებაა მათი სიცოცხლის გადასარჩენად.მედიცინა სწრაფად ვითარდება და ამჟამად
უკურნებელი დაავადება შეიძლება სრულიად მოულოდნელად განკურნებადი გახდეს, ევთანაზიის დაშვებულლობის გამო კი იქამდე ბევრმა ადამაინმა მოისწრაფოს სიცოცხლე. რელიგიური მხრიდან ევთანაზია იგივე თვითმკველობაა და გზა ჯოჯოხეთისკენ, ნაცვლად განსაცდელის დათმენის და შემდგომ ცხონების. ამის საწინააღდეგოდ, ადამიანს აქვს უფლება თავიდან აიცილოს გაუსაძლისი ტანჯვა და საკუთარი მდგომარეობის გარდა ახლობლებსაც შეუმსუბუქოს ყოფა.მუდმივად გამაყუჩებლის ქვეშ უგონოდ ყოფნას და სიკვდილის მოლოდინს, სწრაფი დაუმტკივნეულო სიკვდილი ჯობია.ევთანაზიის მნიშვნელობაც ხომ ესაა კარგი, მშვიდი სიკვდილი. ქვეყნებისუმეტესობა, სამედიცინო ასოციაციების დიდი ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი ევთანაზიის მიმართ.როგორც სუიციდს ისე აღიქვამენ ან ეშინიათ არ მოხდეს ბოროტად გამოყენება.შესაბამისად ლეგალიზებულიც აქტიური ევთანაზია ძალიან ცოტა ქვეყანაშია, პასიური კი თითქმის ყველგან.
ჩემი აზრით, 21-ე საუკუნეში, როდესაც ასე აქტიურად იბრძვიან ადამიანის უფლებებისთვის უნდა იქნას ლეგალიზებული აქტიური ევთანაზია. საღ გონებაზე მყოფ ადამიანს სრული უფლება აქვს საკუთარი სურვილით მოუღოს ტანჯვას ბოლო. ექიმის მოვალეობა პაციენტზე ზრუნვაა და როცა მას აღარ შესწევს ძალა რაიმეთი შეუმსუბუქოს პაციენტს მდგომარეობა, ერთადერთი რაც რჩება სიკვდილის ლოდინი ან სამკურნალო წამლის გამოგონებაა, ეს ფიზიკურის გარდა ფსიქოლოგიური ტანჯვაცაა ავადმყოფისთვის. მის გარდა იტანჯებიან ოჯახის წევრებიც, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში უყურებენ მას და ვერაფრით ეხმარებიან. მხოლოდ იმედის გამო იხარჯება უამრავი ფული. ადამიანს კი უნდა ჰქონდეს უფლება სიცოცხლის ბოლო წუთამდე საკუთარი სურვილის მიხედვით იცხოვროს და სხვებმა, მათ შორის სახელმწიფომ, პატივი უნდა სცეს მის გადაწყვეტილებას.

0
880
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან სილიკაშვილი
ქეთევან სილიკაშვილი
880
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0