x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
ჩვენი ცხოვრება.(ეს ყველამ უნდა წაიკითხოთ)

imageმე არც მოძღვარი ვარ და არც მქადაგებელი.უბრალოდ მინდა ხალხს ვესაუბრო რელიგიაზე, რწმენაზე, და რაც გარდაუვალია და რაც აუცილებლად მოხდება, სიკვდილზე. ბევრს არ სჯერა ღმერთის, მაგრამ ხშირად რაღაც ცუდი რომ შეემთხვევათ მყისვე ამბობენ, ღმერთო ჩემო მიშველე.მაშ რატომ ამბობს ადამიანი ამ სიტყვებს?იმიტომ რომ, ყველა ადამიანს გაჩენიდან გონებაში ღმერთის სიყვარული და მისი იმედის გრძნობა აქვს.გულის სიღრმეში მისი ჯერა, იცის რომ არსებობს, მაგრამ არუნდა დაიჯეროს.ესეთი ხალხი ბევრი არსებობს დღესდღეობით, და ეს ძალიან სამწუხაროა.21 საუკუნეში იშვიათად ხდება სასწაულები.ეს იმიტომ რომ ბოლო ჟამი ახლოვდება, და ჩვენ უხილავი უნდა ვიწამოთ.ეს ძალიან ძნელია ვერ ხედავდე და გწამდეს.ადამიანების უმეტესობას ვისაც ღმერთის არ სჯერა ამ მიზეზით ცხოვრობენ, ვერ ვხედავ და როგორ ვიწამოვო.ეს ძალიან დიდი შეცდომაა მეგობრებო, ამით ჩვენ ღმერთი გვცდის.ბევრი ადამიანი დადის ეკლესიაში, ზოგზოგიერთი მართლა ლოცულობს ზოგიც იმიტომ დადის რომ ვითომ მორწმუნეა.ბევრიც მარხვებს იცავს, ლოცვებს კითხულობს, მაგრამ მისი ცხოვრება არ უმჯობესდება.ბევრი უბედუროება მოსდის და ერთისიტყვით არ უმართლებს ცხოვრებაში.ეს უდიდესი გამოცდაა ღმერთის მიერ.არგვიმართლებს ამ ცხოვრებაში?სხვა ცხოვრებაში გაგვიმართლებს.უბრალოდ უნდა გწამდეთ ღმერთის და პატივს ცემდეთ მას.ეს აუცილებელია მეგობრებო დამიჯერეთ, ამას მთელი არსებით ვგრძნობ რომ ღმერთი არსებობს ის გვცდის და ჩვენც არ უნდა დავიბნეთ ხალხო.ვისაც არგჯერათ ღმერთის მათთან მაქვს კითხვა როდემდე იცოცხლებ?როდესღაც ხომ გარდაიცვლები?მერე ძალიან გვიანი იქნება მონანიებისთვის.ასე რომ ვისაც ლოცვა და მარხვა არ შეგიძლიათ ცდილობთ მაგრამ არ შეგიძლიათ არაუშავს, მთავარია ეცადო და არ დაგეზაროს ეს დიდი პლიუსია როდესაც ცდილობ მაგრამ ვერ აკეთებ.ამდროს ღმერთი შენთანაა შენს გონებაშია და გამხნევებს.მეც არ მიმართლებს ბევრ საკითხში მაგრამ ვცდილობ ამ ყველაფერს გაგებით მოვეკიდო, რადგან ვთვლი რომ ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ მე ღმერთის მჯერა, მისი მწამს და სხვა ცხოვრებისიც მწამს.მჯერა რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი სხვა სამყაროში გადადის.ეს რეალურია ხალხო გამოფხიზლდით თქვენი ახლობლები კვდებიან არ ფიქრობთ სადარიან ეხლა ისინი?ასე რომ დაფიქრდით ცხოვრებაზე, დაფიქრდით ყველაფერზე, მოეჭიდეთ თქვენს გონებაში ჩანერგილ ღმერთის სახელს, მთელი ძალით ეცადეთ ხელი არ გაუშვათ რადგან ეს რეალურია, მთელი გონებით ეცადეთ ბოროტმა არ შეგაცდინოთ რადგან მოახლებულია სასუფეველი ცათა.ღმერთმა დაგლოცოთ მეგობრებო...

0
306
2-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ყურულიშვილი
ალექსანდრე ყურულიშვილი
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0