x
image
ციცი
Mediator image
ფოტოები ნინი ონიანის ქორწილიდან.
image
ნინი ონიანი ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სკანდალური ქართველი, არაპროფესიონალი მსახიობი და მოდელია. ნინის ეკრანებზე პირველი გამოჩენა, ტელესერიალ "დეტექტივში" მოხდა, სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სრულიად შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე, ამ სერიალს ონიანისთვის პოპულარობა არ მოუტანია. ცნობადი და პოპულარული ნინი კომედიური ჟანრის ქართული ტელესერიალიდან "ქალთა სახეებიდან" გახდა.

თამამი და სექსუალური იმიჯის გამო იგი ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ფურცლებზე. მის შესახებ მრავალ ჭორს გაიგებდით, უამრავ ცნობილ ქართველთანაც აწყვილებდნენ, განსაკუთრებით კი ბევრს საუბრობდნენ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან შესაძლო რომანზე, მას შემდეგ რაც მათი ერთად გადაღებული ფოტოები გამოჩნდა სოციალურ ქსელში.

მაგრამ ეს ყოველივე ჭორი იყო და ნინი ონიანი ახლა უკვე ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფება, მისი მეუღლე კი ვაჟიკო მახვილაძეა. ნინი ონიანი საყვარელ ადამიანზე დაქორწინების შემდეგ, მის გვარზე გადავიდა და ახლა იგი უკვე ნინი მახვილაძეა. 15 სექტემბერს წყვილმა ქორწილი გადაიხადა, რომელსაც ბევრი ცნობილი ქართველი სახე ესწრებოდა.

ნინი სოციალური ქსელით მადლობას უხდის ყველა თავის მეგობარს და ახლობელს, ვინც მათთან ერთად გაიზიარა წყვილის ბედნიერება:


"არ ვიცი როგორ და რა ფორმით შეიძლება მადლობის თქმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გუშინ ჩვენთან ერთად იყვნენ... ყველაზე მაგრები ხართ და ბედნიერი ვარ რომ გიცნობთ... თითოეული თქვენთაგანი ჩემთვის ძვირფასია თავისებურად და დიდი მადლობა რომ ასეთი პოზიტიური და ლამაზი ადამიანები ხართ... სულ იყავით რა ჩვენს გვერდით... გვიყვარხართ სულ სულ ყველა მე და ვაჟიკოს... მადლობა...

პ.ს. ყველა არ ხართ ფბ-ზე და მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა."image


ახლა კი ვნახოთ როგორ გამოიყურებოდა სექსუალური ნინი ონიანი საკუთარ ქორწილში:

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
702
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0