x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134465
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
რა არის კონფორმულობა ?

ავტორი:ნათია ჭანტურია

17.09.16



კონფორმულობა ეს არის ინდივიდის მიერ საკუთარი რწმენებისა და
ქცევის შეცვლის ტენდენცია სხვების ქცევის შესაბამისად.
მოზარდების უმრავლესობა თავად ირჩევს ტანსაცმლსა და ვარცხნილობას, თუმცა
მათი უმეტესობა უფრო მეტად ისე იცვამს, როგორც მიღებულია მათ სოციალურ
ჯგუფში, რითიც არსებული მოდის ტენდენციების მიმართ კონფორმულობას ავლენს.კონფორულობა ანუ საკუთარი ნებით სხვების მსგავსად მოქცევა.
ადამიანებს კონფორმულობის მიმართ ურთიერთსაპირისპირო დამოკიდებულება
აქვთ. ერთის მხრივ, ვიცით, რომ ზოგჯერ ადამიანს სხვების მსგავსად მოქცევა უწევს.
ხშირად ჯგუფის ნორმებისადმი კონფორმულობა არის ის საფასური, რასაც
სოციალური მიმღებლობისა და ჰარმონიისთვის ვიხდით. მეორეს მხრივ, ვაფასებთ
ინდივიდუალურობას და გვაწუხებს ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი რწმენების
წინააღმდეგ იმოქმედონ სწორედ იმიტომ, რომ „ ყველა ასე იქცევა“.
როდის არის კონფორმულობა სოციალურად კარგი და სასარგებლო და
როდის ხდება ის საზიანო? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს სადაო საკითხია.შეგვძლია მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითი :აშშ–ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვტილება იმის
შესახებ, რომ საჯარო სკოლებში არ უნდა იყოს ლოცვა ან ღმერთის ხსენება.
მოსამართლემ, ენტონი კენედიმ, ამ გადაწყვეტილებასათან დაკავშირებით ახსნა-
განმარტება გააკეთა – სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ სკოლაში
„დაპატიმრებულ“ აუდიტორიას, რომლებიც თანატოლთა გავლენის მიმართ საკმაოდ
მგრძნობიარენი არიან. შესაბამისად, მან განმარტა, რომ სკოლაში შესრულებული
ლოცვა „რელიგიური რწმენებისადმი კონფორმულობის განსაზღვრულ რისკს ქმნის“:
„ის, რაც მორწმუნისთვის შეიძლება იყოს სხვა არაფერი, თუ არა მისი რელიგიისადმი
პატივისცემის სამართლიანი მოთხოვნა, არამორწმუნემ ან სხვა სარწმუნოების
წარმომადგენელმა ეს სიტუაცია შეიძლება რელიგიურ ზეწოლად აღიქვას". კენედის მიაჩნდა, რომ სასამართლომ სკოლის ზეწოლისაგან უნდა დაიცვას ბავშვები. ასევე არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც ადასტურებს რომ ადამიანები კონფორმულები არიან და ხშირად ექცევიან ჯგუფის გავლენის ქვეშ. აქვთ ტენდენცია რომ მიემხრონ უმრავლესობას და გაიზიარონ მათი პოზიცია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხვდებიან რომ აბსურდულია ის, რასაც ჯგუფის წევრთა უმრავლესობა უჭერს მხარს ან ამტკიცებს.
image



გამოყენებული ლიტერატურა:
ე. ტეილორი, ლ.პეპლოუ და და სირსი “სოციალური ფსიქოლოგია"

0
325
შეფასება არ არის
ავტორი:ჭანტურია ნათია
ჭანტურია ნათია
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0