x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
დაკარგული მის ვიცე-მოსკოვი ქალწულობას დუბაიში 800 ათას რუბლად ყიდის
image


პოლიციას მიმართა 17 წლის მის ვიცე-მოსკოვი 2016-ის დედამ, რომელმაც ქალიშვილის დაკარგვის შესახებ განცხადება გააკეთა.როგორც გაირკვა გოგონა დუბაიში გაემგზავრა, ამის შემდეგ მშობლებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ, კონტაქტზე არ გამოდიოდა.


ანა ფეშენკო 28 აგვისტოს გაემგზავრა დასასვენებლად დუბაიში.არასრულწლოვანს წესით სრულწლოვანი ადამიანი უნდა ახლდეს გვერდზე, ამისთვის გოგონამ თავის 19 წლის დაქალი, ეკატერინე აირჩია, იუწყება Life-ი.

image


ეკატერინე 1 სექტემბერს დაბრუნდა არაბეთის გაერთიანებული საემიროდან, ანა ფეშენკო იქ დარჩა.როგორც გოგონამ განაცხადა ფეშენკომ უარი თქვა სამშობლოში დაბრუნებაზე.14 სექტემბერს მშობლებმა განცხადება შეიტანეს პოლიციაში.


აი რა ამბავი მოჰყვა ეკატერინემ:"ორი დღე დუბაიში ჩვეულებრივ ვისვენებდით, დავდიოდით ზღვაზე, ვბანაობდით აუზში..დავდიოდით მაღაზიებში.მაგრამ მესამე დღეს ანიამ გამიმხილა აქ ჩამოსვლის ნამდვილი მიზანი.მან მითხრა, რომ აპირებს გაყიდოს ქალწულობა 800 ათას რუბლად, (დაახლოებით 10 000$)იმისთვის რომ სწავლის ფული მოაგროვოს.იგი აპირებდა ექსკორტ-მომსახურეობას. სასტიკად გავბრაზდი და განვუცხადე ანას, რომ აქ დარჩენას აღარ ვაპირებდი, იგი მეხვეწებოდა დარჩენას, მაგრამ მე კატეგორიულად უარზე ვიყავი და ვუთხარი, რომ ასეთი სამუშაო არ მჭირდებოდა...მალე მშობლებს დავურეკე, ჩამოვიდნენ და წამომიყვანეს."


ანა იქ დარჩა, როგორც სამართალდამცავებმა გაარკვიეს, ამჟამად ანა დუბაიში კერძო ბინაში ორ გოგონასთან ერთად ცხოვრობს და ესკორტ-მომსახურეობით არის დაკავებული ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მდიდარ კლიენტებს სექსუალურ მომსახურეობას უწევს.

image

გოგონა როგორც იქნა დაუკავშირდა მშობლებს, უთხრა, რომ თვითმფრინავის ბილეთი აღებული აქვს და მალე უკან დაბრუნდება.

"ყოველდღე გვეუბნება, რომ ბილეთი აღებული აქვს და უკან ბრუნდება, ვგრძნობ, რომ გვატყუებს."-აცხადებს ანას დედა.


image

4
1533
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1533
  
2016, 16 სექტემბერი, 21:44
ტფუი
2016, 16 სექტემბერი, 21:44
მაინც მალადეც :)
2016, 16 სექტემბერი, 17:37
ამ ასაკამდე ქალიშვილი თუ იყო "მოლოდეც" ამას, იშოვის ახლა ფულს არაბებთან, თავი თუ არ მოაჭრა ვინმე შერეკილმა ისლამისტმა არაბმა...
0 1 4