x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
მეხსიერების დარღვევები
imageმეხსიერება ეს არის - გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ მის შესახებ ინფორმაციის შენახვა.

მეხსიერების ძირითად მახასიათებლებს წარმოადგენს: კვალის ფორმირების ხანგრძლივობა, კვალის შეკავების მდგრადობა და დრო, დამახსოვრებული მასალის მოცულობა, დამახსოვრებულის აღდგენის სიზუსტე და აღდგენის თავისებურებები.

ხანგრძლივობის მიხედვით მეხსიერების პროცესები სამ ჯგუფად იყოფა : 1.წამიერი ანუ იკონიკური მეხსიერება - კვალის აღბეჭდვა რამდენიმე წამი გრძელდება . 2. ხანმოკლე მეხსიერება -დამახსოვრების პროცესი, რომელიც რამდენიმე წუთი გრძელდება . 3.ხანგრძლივი მეხსიერება - ინფორმაციის გრძელვადიანად შენახვა.

რაც შეეხება უშუალოდ მეხსიერების დარღვევებს, ისინი საკმაოდ მრავალფეროვანია.არსებობს არა მარტო მეხსიერების დაქვეითება, არამედ გაძლიერება - ჰიპერმნეზიაც .


მეხსიერების დაქვეითება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. მაგ: ასაკობრივი ცვლილებები, თანდაყოლილი მახასიათებლები ...

დარღვევის დამოუკიდებელ ფორმად აღიწერება - პარამნეზია .მდგომარეობა, როცა ადამიანი უცხო საგანთან შეხვედრისას თითქოს ცნობს მას.

მეხსიერების დარღვევას მიეკუთნება დისოციაციური ამნეზია, რომელიც აღმოცენდება ძლიერი სტრესის, ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად.

ცნობილია მეხსიერების დარღვევის ორი ჯგუფი : ტრავმამდელი და ტრავმის შემდგომი, იგივე რეტროგრადული და ანტეოგრადული ამნეზია.

თავის ტვინის სხვადასხვა მონაკვეთის დაზიანება განსხვავებულ დარღვევებს იწვევს. მოგრძო ტვინის დაზიანებისას ვლინდება ცნობიერების, ყურადღების "ძილ-ღვიძილის" ციკლის დარღვევა. შესაძლოა დარღვევა დაკავშიორებული იყოს ჰიპოფიზის დაზიანებსთან.ასეთ დროს უმეტესად აღინიშნება ხანმოკლე მეხსიერების დარღვევები.ლიმბური სისტემის დაზიანებასთანაა დაკავშირებული კორსაკოვის სინდრომი.ამ შემთხვევაში პაციენტებს არ გააჩნიათ მეხსიერება მიმდინარე მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი მეხსიერება მწყობრშია.

შუბლის წილის ბაზალური უბნების დაზიანებასთან დაკავშირებულია ხანმოკლე მეხსიერების დარღვევები, სემანტიკური მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დარღვევები.

მინდა ვახსენო დარღვევის შემდეგი ტიპი - ფსევდოამნეზია.ასეთ პაციენტებთან დამახსოვრების ამოცანის დაყენება შეუძლებელია, რადგან დარღვეული აქვთ განზრახვების, გეგმების, ქცევის პროგრამის ფორმირების პროცესი.პაციენტებს შენახული აქვთ უნებლიე მეხსიერება. მათ შეიძლება ვერ შეძლონ ჩამოთვალონ დასამახსოვრებელი სიიდან სიტყვები, მაგრამ აუცილებლად იცნობენ მიწოდებულ ბარათებზე. შუბლლის წილების დაზიანების მქონე პაციენტებს უკეთესი უნებლიე მეხსიერება აქვთ.

მეხსიერების დარღვევას გენერალიზებული ხასიათი აქვს და ნებისმიერ მოდალობაზე და მასალაზე ვრცელდება, იქნება ეს მხედველობითი, სმენითი, თვალსაჩინო, გააზრებული თუ გაუაზრებელი.

0
338
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე ლურსმანაშვილი
ელენე ლურსმანაშვილი
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0