x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უფოლოგებმა მარსზე უცხოპლანეტელთა ხომალდის ნარჩენები აღმოაჩინეს

image

მარსმავალმა Curiosity-მა წითელ პლანეტაზე ფოტო გადაუღო ან ზესაიდუმლო საბჭოთა ზონდს ან უცხოპლანტელთა დამსხვრეულ ხომალდს, ამტკიცებენ უფოლოგები.


Curiosity-ის გადაღებულ ფოტოებს დროდადრო აქვეყნებს ხოლმე აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ნაციონალური სააგენტო(NASA).


უფოლოგებმა ამჯერად მარსის ზედაპირის შესწავლისას ფოტოებზე უცნაური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან წააგავს მექანიკურ საფრენ აპარატს ან ზონდს და მათი აზრით იგი აშკარად ხელოვნური წარმონაქმნია.


image

უფოლოგების მტკიცებით ეს არის უცხოპლანტელეთა ხომალდი, რომელმაც ალბათ თავის დროზე კატასტროფა განიცადა.


თუმცა NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აქ არაფერი არ არის არაჩვეულებრივი, ფოტოზე გამოხატული "ობიექტი" ჩვეულებრივ ლანდშაფტის ნაწილია.


ამასტანავე კოსმოსური არქეოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელი იყოს ზესაიდუმლო საბჭოთა ზონდი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა წითელ პლანეტაზე გააგზავნა.

image


ეს პირველი შემთხვევაა არაა, როდესაც უფოლოგები ფოტოების შესწავლისას მარსზე სხვადასხვა უცხო სხეულებს პოულობენ.ინტერნეტსაიტებზე დროდადრო ჩნდება ხოლმე სენსაციური ფოტოები, თუმცა NASA-ს სპეციალისტებს ყოველთვის გამზადებული აქვთ პასუხი, ან ასეთი "სენსაციები" არასერიოზულად მიაჩნიათ და საერთოდ დუმილს ამჯობინებენ.

1
635
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
635
  
2016, 15 სექტემბერი, 13:25
ძალიან საინტერესოა
0 1 1